მაინცდამაინც როცა ღამდება და დასაძინებლად ვწვები, ახალი პოსტების იდეა მაშინ მომდის ხოლმე თავში. გუშინ ასე ’დავწერე’ პოსტი ძილის წინ, მაგრამ დღეს ბუნდოვნად მახსოვს, არადა როგორ დალაგებული მქონდა ყველაფერი..
ბლოგერობა საკმაოდ საინტერესო საქმიანობაა, ერთხელ თუ შეეჭიდე, მერე გიტაცებს და თავს ვეღარ ანებებ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ. განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ძალიან ღრმად შევტოპე, ყოველ დილით რომ ვიღვიძებ ვფიქრობ - ნეტავ ვინ რა დაწერა? მთელი დღე მოვლენებს ვალაგებ -ეს ბლოგისთვის გამომადგება, ეს არა და ა.შ თუმცა ზაფხულის ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს - მთელი დღეები სხვა რა საქმე მაქვს, თუ არა ახალი პოსტების მოფიქრებისა? :))
ალბათ ჯერ ადრეა ჩემს განვლილ ბლოგო-მოღვაწეობას რომ გადავხედო, მაგრამ მცირედ გადავავლებ თვალს რაღაც დეტალებს.
მახსოვს, თავის დროზე იარლიყებზე ბევრი ვიფიქრე, მინდოდა რაც შეიძლება ცოტა და მრავლისმომცველი ყოფილიყო. ნუ, ისეთ ზოგად იარლიყებს, როგორიცაა movies ან music, ბევრი მოფიქრება არ ჭირდება. მაგრამ ძალიან დიდხანს ვიმტვრიე თავი რა კატეგორიისთვის მიმეკუთვნებინა ისეთი პოსტები, რაც ჩემზე, ჩემს ემოციებზე და მოკლედ, შინაგან სამყაროზე იქნებოდა. ბოლოს MyGreenShadow მოვიფიქრე, ანუ მწვანე ძალიან მიყვარს და ამ ფერთან დავაკავშირე და ჩრდილი, ჩრდილი - ჩემი ანარეკლია-თქო ვიფიქრე :D ისეთი პოსტები კი, რომელიც ზოგად საკითხზე იყო და არ ვიცოდი კონკრეტული იარლიყი, თავიდან Free Zone-ში გავაერთიანე, მერე ბბბ მივუმატე, ანუ აბდაუბდა პოსტებს მივაწეპე ეს იარლიყი, მერე ორივე წავშალე და ეხლა ასეთ უიარლიყო პოსტებს ჩუპა-ჩუპსი ქვია, უბრალოდ სასაცილო სიტყვაა და იმიტომ :D მაჭკატური პოსტზე ქოფირაითი სოფის ეკუთვნის, ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში მომწერა მაჭკატური პოსტიაო და აი ამელის განწყობის მსგავს პოსტებს მივაკერე ეს იარლიყი :D 'Tennis' ვფიქრობ ძალიან ზოგადია იმისთვის, რაზეც მე ვწერ - ძირითადად სულ ნადალზე ვსაუბრობ, მაგრამ მაინც ჯობია ასე დარჩეს :D
ასევე, გადავწყვიტე რომ იდეალური თემფლეითის ძიებას შევეშვა და მე თვითონ შვქმნა იგი. ვინაიდან HTML-ების არაფერი გამეგება, ჯერ ჩემით ვსწავლობ, და როცა საბოლოოდ გავაკეთებ, თქვენც იხილავთ :D