ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შობის საღამო დგება. ნიუ ჯერსის პატარა ქალაქში ვარ, სადაც ფარგოს ფერები და განწყობაა. ნაძვის ხის ციმციმა შუქებით განათებულ ოთახში ვზივარ და ვცდილობ, არ ვიფიქრო, რომ რამდენიმე დღეში საქართველოში ვბრუნდები.
წინა ხუთშაბათს ვილა და ატლანტა დავტოვე. ჯერ კიდევ დამჭირდება დრო, შევეგუო, რომ მაშინ, იმ ხუთშაბათს, სახლიდან არ წამოვედი. გუშინ ვილას ალბომს რომ ვაკეთებდი Facebook-ზე, მთელი დღე მოვანდომე, სანამ ჩვენი ვოთსაფის გრუფიდან ფოტოებს ავარჩევდი. არჩეული ფოტოები კიდევ ერთხელ გადავარჩიე, იმის მიხედვით, თუ რა მომენატრებოდა ყველაზე მეტად.
რა მომენატრება ყველაზე მეტად?
პირველ რიგში, თავისუფლება. თავისუფლებაში ვგულისხმობ ყველაფერს, რაც საკუთარ თავზე უფლების მოპოვებას გულისხმობს - არანაირი სხვა პასუხისმგებლობა, გარდა ჩემი თავისა. დილით გაღვიძება და იმაზე ფიქრი, რამდენ ხანში ჩავიდე საუზმეზე. შხაპი საუზმემდე მივიღო თუ საუზმის შემდეგ? დროის განკარგვა და დღის დაგეგმვა მხოლოდ ჩემი სურვილების მიხედვით, რა მინდა გავაკეთო დღეს, მარტო მინდა გავაკეთო, თუ სხვებთან ერთად. ერთადერთი პასუხისმგებლობა ემორისთან მქონდა, სამეცადინოს სახით.
კიდევ რა მომენატრება?
ვილა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
საუზმეები მომენატრება. ძირითადად, შვრიის ფაფა სხვადასხვა არომატებით (დარიჩინი ან ყავისფერი შაქარი და ნეკერჩხლის სიროფით) და ბანანი, ან იშვიათად - იოგურტი და ბანანი. შვრიას მიკროტალღოვანში შევდებდი და სანამ მზადდებოდა (2 წუთი), აპარატში ყავას ვყრიდი და ვრთავდი. ერთხელ, მარიანი და გაელი შემომესწრნენ და მარიანმა, კოლუმბიური ყავა მაქვს ძალიან კარგიო, გაგასინჯებო და მომცა. რომ ვაკეთებდი, მთხოვა, იქნებ მეც გამიკეთოო. დავუსხი, ფინჯანი აიღო, თან გაელი ეჯდა კალთაში და მითხრა, მე ამ ყავას თითქმის ვერ ვიმზადებ, დიდი დრო ჭირდება და გაელის გამო არ შემიძლიაო. მალევე წამოვედი, თორემ აუცილებლად გავუკეთებდი ყოველ დილას ყავას.
მომენატრება სამზარეულოში გატარებული დრო, სადაც მინიმალური კულინარიული ძალისხმევის ხარჯზე ვაკეთებდი დინერს. საღამოობით, უხშირესად ეკი უკვე იქ მხვდებოდა, ყოველდღიური 2 საათიანი დინერის მზადებაში გართული და "ნატალიია" (აქცენტი "ი"-ზე) მომესალმებოდა. მე ეგრევე დავინტერესებოდი, რას ამზადებდა. უხშირესად პასუხი იყო "ჩიქენ", თან ეშმაკურად გაიღიმებდა, იცის რომ ქათამს არ ვჭამ, მაგრამ ყოველ მომზადებისას, ჯერ მთავაზობდა და უარის მერე კოვზით მოჰქონდა პირთან და არ ნებდებოდა, სანამ არ შევჭამდი.
მომენატრება სამზარეულოშივე გამართლი დინერები, როცა სასადილო ოთახამდე არც გავდიოდით და გრძელ მაგიდასთან, ფეხზე მდგომები ვჭამდით. ერთხელ, პოლის შემოთავაზებული ვიეტნამური ბრინჯის (?) როლები მოვამზადეთ. ვიეტნამელი არავინ იყო იქ, მაგრამ პოლი იმდენად გატაცებული იყო აზიური სამზარეულოთი, რომ რეცეპტი საიდანღაც მოჩხრიკა. გარდა როლებისა, იმდენი რამ მოვამზადეთ ერთად, სასადილოში აღარ გავიტანეთ და ადგილზე ვჭამეთ. სანმა უგემრიელესი სტეიკები შეწვა, ეკმა - ქათამი რაღაც სუნელებით, მე.. დოქტორ პეპერი მივიტანე :D. ზუსტად იმ დროს, როცა ვთქვით, რომ ჭამისგან ვეღარ ვსუნთქავდით, სანმა შემოგვთავაზა - ვის უნდა ბესთ აის ქრიმ ინ ზე ვორლდ! რა თქმა უნდა, ყველას გვინდოდა. ნაყინს ჯულიანამ და კაროლმა დულსე დე ლეჩე (ჩვენებურად მოხარშული სგუშონკა) ამოუდეს გვერდით. ამ დროს დავრწმუნდით, რომ კუჭს ლიმიტი არ აქვს.
მეორედ ვიეტნამური როლები რომ გავაკეთეთ, ტრადიციულად ისევ სამზარეულოში დავრჩით და ისევ უამრავი ვჭამეთ. კიმი შემოგვიერთდა და ბრინჯის თხელი ფურცლები რომ დაინახა (როლებს რაშიც ვახვევდით), მომეცით აბა ეგ თრეშ ბეგში შეხვეული რაღაც, გავსინჯო როგორიაო :) ბელისარიოს მხოლოდ როლებისთვის სოკოს შეწვა ვანდეთ და უცებ საიდანღაც პულვერიზატორი რომ ამოიღო და ტაფას დაასხა, ლამის ხელებში ვეცი, მისი მზარეულობის შესაძლებლობები რომ ვიცოდი, არ იყო გამორიცხული, რაღაც არაჭამადი გამოეყენებინა შეწვისას. მაგრამ სხვებმა ამიხსნეს, ზეითუნის ზეთია ეგეთ ფორმაშიო. ეკი თავზე ადგა და დაჰყვიროდა, დროზე შეწვიო, ისეთი სასაცილოები იყვნენ, იატაკზე ჩავიკეცე და ისე ვიცინოდი.
კიმი მომენატრება, რომელსაც სამზარეულოში ვხვდებოდი ძირითადად და "მაი ჯორჯიან ფრენდ!" - შემომძახებდა. მომენატრება მისი გულიანი სიცილი, რამეს რომ ვეტყოდი და მომიბრუნდებოდა - "გერლ, იუ არ ქრეიზი!"; ბილიარდს თამაშობდა ხშირად და როცა ჩავუვლიდი, ხელს გამომიწოდებდა და დამატრიალებდა, როგორც ცეკვისას.
ბელისარიოს "ადამაშვიილი!" - შორიდან, როგორც კი დამინახავდა, დაიყვირებდა და სასადილოში ყურებამდე გაღიმებული შემოაბიჯებდა. მერე სამზარეულოში ერთად თუ ვამზადებდით რამეს, ყოველ წუთში იმეორებდა ან მღეროდა "ნატალიაა, გერლ ფრომ ჯორჯია". დღემდე ვერ დავაჯერე, რომ ესპანურად ვლაპარაკობ. ყოველ თქმაზე, გაგულისდებოდა და მეუბნებოდა - "ჯუ დონ სფიქ სფენიშ, ნატალია! ჯუ დონ ივენ ჰევ ე ქლუ!"
- ბათ აი დუ - ვეტყოდი უმანკოდ გაოცებული, მერე ესპანურად მიწყებდა სწრაფად ლაპარაკს, თან მიყურებდა და იღიმებოდა, იცოდა, თითქმის არაფერი მესმოდა. მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვეუბნებოდი, რომ სწრაფად ლაპარაკობს და ამიტომ არ მესმის.
პოლი მომენატრება, თავისი გერმანული თავაზიანობით (არ ვიცი, ეს თავაზიანობა გერმანულია თუ თვითონაა უბრალოდ ასეთი). თან ახერხებდა თავაზიანი ყოფილიყო და თან მუდმივად კბილს მკრავდა - ჩემს მფლანგველობას და საჭმლის მუდმივად გაფუჭებას. ერთხელ ვახსენე, მოდელინგს ვმეცადინეობ-მეთქი და ჩემი მოძრაობები გააკეთა, ოღონდ გადაპრანჭულად, ბევრი ვუმტკიცე, ეს მოდელინგი მოდელობასთან არაფერ შუაშია-მეთქი, მაგრამ ამაო გამოდგა. ყავას დიდად არ ვსვამდა, მაგრამ რომ შევთავაზე, დამთანხმდა, კონცენტრაციაში მეხმარებაო. ერთხელ ოთახში ვიყავი და კარზე კაკუნი გაისმა, პოლი მომადგა შეწუხებული ღიმილით, შენი დახმარება მჭირდება, ძალიან ბევრი მაქვს სამეცადინო და ყავა მჭირდებაო. ერთხელ აღმოვაჩინე, რომ ბელისარიომ მოუდუღა ყავა და მოღალატე ვეძახე, მაგრამ დამამშვიდა, ძალიან ცუდი ყავააო და გამასინჯა - მართლა ცუდი იყო. მაგრამ აბა კოლუმბიელს მაგას როგორ ვეტყოდით, ცუდ ყავას ადუღებო. ამიტომ, ბელისარიო რომ შემოვიდა და ჰკითხა, როგორ მოგწონსო, მე ვუთხარი, ისეთი კარგია, ახლა ბოლომდე დალევს-მეთქი და თან პოლს ნიშნისმოგებით ვუღიმოდი. პოლი მიყურებდა "ამას მე მიკეთებ?" სახით და ძალით დალია ის ყავა. ბელისარიოს შემდეგ შემოთავაზებაზე, ყავა ხომ არ გინდათო, პოლმა სასოწარკვეთილმა შემომხედა, ნატალია, შენ გააკეთე ყავაო. მე ძალიან კმაყოფილი ვიღიმებოდი - I'm always the hostess!
მიგელი მენატრება, ჩემი სალსას მასწავლებელი. ჩემს მოუქნელ ნაბიჯებს რომ სულ აქებდა და there you go! შესძახებდა, თუ მოვახერხებდი და ფეხზე არ დავაბიჯებდი. ძალიან მონდომებული იყო, რომ მე და პოლს სალსა გვესწავლა და სულ ერთად გვაცეკვებდა.
ჯულიანას და კაროლის მომზადებული ბრიგადეირო მენატრება. კაროლის დაბადების დღეზე გამოაცხვეს ტორტი ბრიგადეიროთი, პირველი ნაჭერი მე მომცეს და სანამ ნაჭრებს ანაწილებდნენ, მე ვერ მოვითმინე და სულ შევჭამე :(
მე და ანდრეას ყველაზე კარგად გვესმოდა ერთმანეთის ხუმრობა და ჩაბჟირებამდე ვიცინოდით ხოლმე ერთად, ისე რომ სხვები ვერც ხვდებოდნენ, რა ხდებოდა.
ანას შეძახილი - "ნატალია, გოუ დაუნ!" - სადმე ბარში რომ ვიყავით, თეძოების სამხრეთ ამერიკულ მოძრაობას მასწავლიდა ხოლმე და ამ შეძახილზე ცეკვით და თეძოების ქნევით უნდა ჩავმჯდარიყავი და მეც მორჩილად ვასრულებდი :D
და ჩემი პაწაწინა გაელი! ჩემს დანახვაზე სახე რომ უნათდებოდა, მორბოდა და ხელს ჩამკიდებდა. წამოსვლის დღეს, მარიანი და გაელი დასამშვიდობებლად ოთახში
მომადგნენ, გაელის ძილის დრო იყო და წასვლისას ვეღარ ვნახავდი. ჰოლში ბევრი
ვითამაშეთ და თითქოს ხვდებაო, არაფრით არ მიშვებდა, მარიანს ოთახში რომ
შეჰყავდა, გამოექცა, ხელი ჩამკიდა და ბიბლიოთეკისკენ მიმათრევდა სათამაშოდ. მარიანმა ოთახში შეყვანა რომ სცადა, ტირილი დაიწყო და ბოლოს იძულებული გავხდი, მომეტყუებინა, წავალ და
ახლავე მოვალ-მეთქი. ოთახისკენ რომ მივდიოდი, ჰოლში უკვე ნიკაპი
ამიკანკალდა, ოთახში შევედი თუ არა, ბალიშში ჩავემხე და ბევრი ვიტირე.
დღეს გაელს საჩუქრები გამოვუწერე ვილას მისამართზე და პატარა ქარდიც მიუვა, იმედია, ოდესმე კიდევ შეგხვდები-მეთქი, ვწერ.
ეს სიმღერა შემთხვევით აღმოჩენილი არაა, მხოლოდ მე და ერთმა ადამიანმა ვიცით, რას ნიშნავს :)
Wednesday, December 26, 2018
Wednesday, December 12, 2018
The one with ice cream
დრო ისე სწრაფად გავიდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი, ამ კვირაში რომ ყველაფერი მთავრდება (უფრო ზუსტად, ორშაბათს მაქვს ბოლო გამოცდა).
ლექციიდან ვილაში შემოვირბინე ლანჩისთვის. ყავას ვსვამ და ამ არაჩვეულებრივ სიმღერას ვუსმენ, რომელიც გუშინ აღმოვაჩინე. ნიკ ქეივის ხმა მომენატრა და ვიფიქრე, რამე ჩემთვის უცნობ მოვუსმენ-მეთქი და აი, ეს მარგალიტი ყოფილა ჩემთვის დამალული (იხ.პოსტის ბოლოში). მელოდია და რიტმი ზუსტად შეესაბამება ჩემს ამჟამინდელ განწყობას - ცოტა სევდიანი და ცოტა მოტკბო.
უცნაურია იმის გააზრება, რომ ერთ კვირაში წავალ და იმ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღე ვხედავ, ერთად ვსაუზმობთ, ვვახშმობთ, ერთად მივდივართ ხმაურიან ბარებში საცეკვაოდ, ბევრი პირადი ხუმრობა (ე.წ ინსაიდ ჯოუქი) დაგვიგროვდა, შეიძლება ვეღარასდროს შევხვდე. შემდეგ ოთხშაბათს, შუადღისას მაქვს ფრენა და გარკვეულწილად მიხარია, რომ ვილაში უმეტესობა გასული იქნება და ბოლო გამომშვიდობების გადატანა არ მომიწევს. ჩვენი სამხრეთ ამერიკული წრიდან უმეტესობა წავიდა უკვე, პრინციპში მე ბოლო ვარ, ვინც მიდის, სხვა დანარჩენები კიდევ რამდენიმე თვე იქნებიან აქ. ნიუ ორლეანში აპირებენ წასვლას ერთად, ამის ყურება გამიჭირდება, იმ პერიოდში ალბათ ყველას დავაჰაიდებ. ეს ერთადერთია რაც ერთად ვერ მოვახერხეთ - სამოგზაუროდ წასვლა.
[ახლა ბელისარიო შემოვარდა "ადამაშვილი"-ს ყვირილით და წერა შემაწყვეტინა. ძირითადად, ჩემს გვარს სწორად არასდროს გამოთქვამს და ამბობს "ადამაშ-ბილი" ან "ადამაშ-ვილა" (ალბათ ვილასთან მაკავშირებს :D). ალბათ არავის არასდროს და არსად არ უთქვამს ამდენჯერ ეს გვარი, რამდენჯერაც ამას, ვინაიდან ჩემს ყოველ დანახვაზე გაიძახის და ყოველ დანახვაში ვგულისხმობ ყოველ შემოხედვას - დანარჩენი არითმეტიკა თქვენ აწარმოეთ]
გუშინ ღამით მეილი მოგვივიდა, უამინდობის გამო დილას ემორი დაგვიანებით, 10 საათზე გაიხსნებაო. ქვემოთ ფოტოებში იხილეთ, როგორი ამინდი დამხვდა დილას ლექციაზე მიმავალს. ცოტა კი შემაწუხა ისე, მზის სათვალე არ მქონდა წაღებული და ზედმეტად მანათებდა თვალებში.
ვილაში საქვეყნოდ გამივარდა მსუნაგის სახელი, კერძოდ, ნაყინის ჭამაში ვსპეციალიზდები. მართალია, აქ ბევრად მეტ ნაყინს ვჭამ, ვიდრე საქართველოში (საყინულეში ყოველთვის მიდევს ერთი ყუთი "ბენ ენდ ჯერიზ"), მაგრამ მაინც ზედმეტი მოსდით. რა მოხდა, ყოველ დინერს თუ ნაყინს დააყოლებ ადამიანი? ან თუნდაც, რა პრობლემაა, თუ კვირას 5 ყუთი ნაყინი ვიყიდე და გუშინ საღამოსთვის უკვე მხოლოდ ერთი იყო დარჩენილი (მადლობა ბალას დახმარებისთვის)? მუდმივად ჩასაფრებული არიან, პირველ კოვზ ნაყინს როგორც კი პირში ჩავიდებ, ეგრევე ათი წყვილი თვალი მომაჩერდება ხოლმე და - "სირიუსლი? ქამონ, ნატალია! სთაფ ითინგ აის ქრიმ!"
მერე ყველა კოვზს მოიმარჯვებს და ერთად ვიწყებთ ხოლმე ჭამას :D
p.s ჩემს აქცენტზე დიდი კომპლექსი არ მქონია, მაგრამ ხანდახან მაინც ვიძაბები ხოლმე, როცა ამერიკული ინგლისურით მოსაუბრე ხალხში ვხვდები და მგონია, რომ საშინლად ვსაუბრობ. იმ დღეს უბერით ვმგზავრობდით და ბიჭებს რაღაცაზე ველაპარაკებოდი, როცა მძღოლმა (ახალგაზრდა ქალი იყო), მკითხა, where are you from, you have such a sweet accent-ო. საქართველოს შესახებ საერთოდ არ სმენოდა, ჯერ ეგ გაუკვირდა და მერე კიდევ გაიმეორა, საყვარელი აქცენტი გაქვსო. ასე რომ, ხანდახან რაღაც თუ პრობლემა გგონიათ, ვიღაცას შეიძლება ზუსტად ეგ მოეწონოს თქვენში :)

Monday, November 26, 2018
The one with Thanksgiving turkey and Lobio
ასეთი დღეები მიყვარს, ჩემს პატარა ოთახში რომ შემოვიკეტები, არსად მეჩქარება (სამეცადინო? არ მესმის რაზე ლაპარაკობთ), Sex and the City-ს რენდომ სერიას ჩავრთავ და თან მანიკურს ვიკეთებ, თავზე დიდი პირსახოცი მაქვს შემოხვეული და კერის, სამანტას, მირანდას და შარლოტის ამბებს ვისმენ. შემიძლია ეს წუთები მხოლოდ ისეთ მარტივ რაღაცებზე ფიქრს დავუთმო, როგორიცაა წავისვა თუ არა თმის დასახვევი კრემი დღეს (დიდი ხანია, არ წამისვამს და იმ დღეს ისე დამიხვია თმა, ბიჭებს ეგონათ, რომ ვარცხნილობა შევიცვალე).
Okay, ეს ინტრო იყო, ახლა ძირითად ეპიზოდზე გადავიდეთ.
ხუთშაბათს ჭამის ბრწყინვალე დღესასწაული - Thanksgiving იყო, რომელიც აქამდე ფილმებიდან და სერიალებიდან მაქვს ნანახი და ვიცი, რომ ოჯახის შეკრების ადგილია, სადაც ინდაურს ან რომელიმე სხვა კერძს აუცილებლად რაღაც ემართება.
ვილაში ლანჩი იყო დაგეგმილი 2 საათზე. მე ვერ დავრჩი, ბალასთან მივდიოდი დინერზე, მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩავედი. ყველა უკვე სასადილოში დამხვდა, საგანგებოდ გამოპრანჭულები. პატარა გაელი კუბოკრულ პერანგში იყო გამოწყობილი ❤ ჩემი უბერი რომ მოვიდა, გამომეკიდა, ხელი ჩამკიდა, ტირილი დაიწყო და არ მიშვებდა :(
ბალასთან დამხვდა სამოთხე! მოლი, გოგონა სუპერძალებით, დილის 8 საათიდან სამზარეულოში ამზადებდა მთელი დინერის კერძებს, სრულიად მარტო! ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ამდენი რაღაც ერთმა ადამიანმა მოამზადა და ცოცხალი გადარჩა. სანამ ინდაური ღუმელში იბრაწებოდა, ჩამოვიარე და სხვა კერძებს გადავხედე. მართალი აღმოჩნდა რასაც ამბობენ - ინდაურზე მეტად გარნირებია საინტერესო მადლიერების დღის დინერში.
დინერის მოლოდინში, ვეიდს და განერს გავუშიანურდი. Okay, აქ უნდა გავჩერდეთ. ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჟღერს. ვეიდი და განერი პიტბულები არიან, მე კი კინოფობია მაქვს. ამიტომ პირველი წინადადება ხელმეორედ წაიკითხეთ და მიხვდებით, რომ "გავუშინაურდი" ძალიან მარტივი სიტყვაა ჩემი მიღწევის გადმოსაცემად. როცა მოგვიანებით, მაგიდასთან ვიჯექი, ვეიდის თავი მუხლზე მედო და ვეფერებოდი, ზუსტად ვერ ვხვდებოდი, სიზმარში ვიყავი თუ ცხადში.
დინერი ზუსტად ისეთი იყო, როგორც ფილმებში! ბოლოს ყველა სკამებზე გადაწოლილი ვიყავით და ვკვნესოდით, მოლის ვაქებდით (უკვე მეათედ), ის კი წუწუნებდა თუ რა არ გამოუვიდა კარგად, რაც სხვა არავის გვაწუხებდა, იმიტომ რომ იდეალური დინერი მოამზადა! საუკეთესო ნაწილი ის იყო, როცა ბოლოს მოლიმ დიდი კონტეინერი გამივსო საჭმლით და წინ დამიდო. მთელი 3 დღე არაფერი მომიმზადებია და ამ ლეფთოვერებით გავიტანე თავი, გუშინ საღამოს დავამთავრე როგორც იქნა.
საჭმლის თემა რომ გავაგრძელო, წინა პარასკევს, ეკის და ვეიტაოს დაჟინებული თხოვნის შედეგად, ქართული კერძები მოვამზადე (შეგახსენებთ, რომ ეკი და ვეიტაო ჩემი ტაილანდელი და ჩინელი ძმაკაცები არიან, რესფექთივლი). თავი დავიზღვიე და იოლი კერძები ავარჩიე - ლობიო და ჭვიშტარი.
პარასკევს ლექციები არ მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე, ადრე დამეწყო კეთება და სანამ სხვები დაბრუნდებოდნენ, დამეხვედრებინა. ზუსტად ორსაათნახევარი ვიდექი სამზარეულოში! ლობიოს მოხარშვას დიდი დრო სდომებია, განსაკუთრებით, თუ თავზე ადგახარ ქვაბს
ამიტომ ამ ხნის განმავლობაში ბევრმა ვილელმა ჩაიარა და თავი დამაპატიჟებინა კერძზე. ბოლოს უკვე ინერციით ვპატიჟებდი იმათაც, ვისაც არანაირი სურვილი არ გამოუთქვამთ.
ჭვიშტარის ცომის მოზელა რომ დავიწყე, კოლუმბიელები, მიგელი და ბელისარიო შემომესწრნენ და ცხადია, დაინტერესდნენ რას ვაკეთებდი. მათაც თავი რომ დაიპატიჟეს, შემთხვევით ვისარგებლე და ბარემ დავიხმარე - ყველი მომიხეხეს ცომზე და კიტრი და პომიდორი გავარეცხინე სალათისთვის (ბელისარიო ისე ზერელედ რეცხავდა, სამჯერ მივაბრუნე ონკანთან, ბოლოს რომ მორჩა, ჯამი ამოიღო და მეუბნება you are going to wash it again don't you-ო).
სანამ ჭვიშტარებს ვაცხობდი, ვეიტაო შემოვიდა სამზარეულოში წუწუნით, შიმშილით ვკვდებიო, ამასობაში, ბალაც მოვიდა და ცოტახნით ვეიტაო პინგ პონგის თამაშით გაართო. მე ღმერთმა ზაჰირა გამომიგზავნა, რომელმაც სურვილი გამოთქვა სალათა დაეჭრა. სანამ ის მორჩებოდა, ჭვიშტარიც გამზადდა, ყველას მოვუხმე და სუფრას მივუსხედით (მადლობა ღმერთს, ყველა დაპატიჟებული არ მოვიდა).
მე იმდენად დაღლილი ვიყავი, ფაქტობრივად არ მიჭამია, აი, მონიკა რომ ჩენდლერის და ჯოუის სახლს დაალაგებს, ყველას დაპატიჟებს და ბოლოს მკვდარივით მიესვენება დივანზე, თქვენ დარჩით და მე წავუძინებო, ასე ვიყავი. მხოლოდ გემო გავუსინჯე კერძებს და ვუყურებდი, სხვები როგორ ჭამდნენ. ჭვიშტარი მოცარელათი გადასარევი გამოვიდა (ნუ, ჭვიშტარის გემო ჰქონდა სულ მცირე), ლობიო კი ზუსტად ისეთი, როგორსაც სახლში ვამზადებთ ხოლმე! ბალა მყავდა შემფასებლად და მანაც დაადასტურა, რომ ნამდვილი ქართული გემო ჰქონდა.
მიუხედავად ბევრი მჭამელისა, ლობიო მაინც დარჩა და ერთი კვირა თავი გამატანინა. არადა, მანამდე, ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, 3 დღის წინ მომზადებულ საჭმელს შეჭამო, არ დავუჯერებდი.
ტრადიციულად, პოსტის ბოლოს ახალი აჩემებული სიმღერა - მეცადინეობისას, შესვენების პერიოდში ვუსმენ ხოლმე და სკამზე დამჯდარი ვცეკვავ

Thursday, November 8, 2018
The one with oyster sauce
კვირა დილაა, ვისაუზმე და წიგნს ვკითხულობ. არსად მეჩქარება (თუ სამეცადინოს არ ჩავთვლით). გვერდით მაგიდასთან ლათინოამერიკელები საუზმობენ და მათი ესპანური მუსიკასავით ჩამესმის. მართალია, ხმაურიანები არიან, მაგრამ არასდროს მაწუხებს, მანამ, სანამ ესპანურად ლაპარაკობენ (და ძირითადად სულ ამას აკეთებენ). რაღაცნაირი სიცოცხლით სავსე ხალხია, ზუსტად ისეთები არიან, როგორი წარმოდგენაც მქონდა მათზე ფილმებით და სერიალებით შექმნილი :)
გუშინ ლანჩზე ზაჰირა წუხდა, ახლანდელი ვილა არ მომწონსო. ერთიანობა არ არის, მიკროჯგუფებად არიან დაყოფილიო. და ასეცაა. ესპანურენოვნები ერთად სხედან სულ, მეორე უფრო მომცრო ჯგუფია აფრიკელების. დანარჩენები, თითო-ოროლა, სხვადახვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები ვართ. მე არ მაწუხებს ეს არა-ერთიანობა, ვისთანაც მინდა და როცა მინდა, მაშინ ვკონტაქტობ.
მაგალითად, ეკთან. ტაილანდელი ბიჭია (დარწმუნებული არ ვარ, რომ მის სახელს სწორად ვწერ, თავიდან საერთოდ მითხრა "ე" დამიძახეო :D) და სულ რაღაც მრავალფეროვან საჭმელს იმზადებს და მეც გამასინჯებს ხოლმე. შემპირდა შენც გასწავლიო. ჯერჯერობით, მისი მეთვალყურეობის ქვეშ შევწვი კვერცხი, მაგრამ დავამატე ჯადოსნური სოუსი, რომელიც პირველივე გასინჯვისას შემიყვარდა - Oyster sauce - და ძალიან გააგემრიელა. ეკმა მითხრა, თუ ტაილანდური საჭმლის მომზადება გინდა, ეგ სოუსი დაამატე ნებისმიერ რამეს და ეგაა, ტაილანდურიაო :D მაგრამ მგონი ზედოზირება მომივიდა, შემდეგ დღეს ბოსტნეული ჩავშუშე ამ სოუსით და იმდენი დავასხი, მერე მთელი ლექცია გულისრევის შეგრძნება მქონდა და ახლა გაგონებაც აღარ მინდა. ალბათ, ეკს ვაჩუქებ. მოკლედ, ჩემი და ოისტერ სოუსის სიყვარულმა ორ დღეს გასტანა.
მე და ვეიტაო ჯიმში დავდივართ ერთად. იმას ცურვა უყვარს და აუზში ატარებს დროს სანამ მე ვვარჯიშობ. ვეიტაო ჩინელი ბიჭია, ისიც კარგად ამზადებს ხორცეულს და არასდროს არაფერზე ამბობს უარს, რაც არ უნდა შესთავაზო :D არ ვიცი, ამდენი როგორ ეტევა კუჭში. გუშინ ცოტა წუხდა კიდეც, ჩემი მორჩენილი ავოკადო რომ შეჭამა, ყველაფერს მე გიჭამთო.
კიმი პერუდანაა და ბიჭია, პირველად რომ გამეცნო და თავის სახელი მითხრა, თან სპელინგი მოაყოლა, რომ სწორად გამეგო. მასთან სამეცადინოზე ვწუწუნებ, ან ესპანურს მასწავლის. ძირითადად სამზარეულოში გადავეყრები ხოლმე, რამეს რომ ვამზადებ, ის მიყურებს და მაქებს, არადა დიდს არაფერს ვაკეთებ არასდროს. იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ საოცრად იკვებება (მაგალითად, ერთხელ ღამის 10 საათზე უზარზამარ პურის ნაჭრებს არაქისის კარაქი გადაუსვა, გაიხუხა და ყავა დააყოლა), მე ნამდვილი შეფი ვარ. ერთხელ ჩემი მომზადებული სოკო ვაჭამე და მგონი იმის მერე ჰგონია, რომ რაღაც ჯადოსნური ხელები მაქვს :D
დილაობით ჩემთვის, წყნარად ჯდომა და კითხვა მირჩევნია. სტრუგაცკების "ძნელია ღმერთობა"-ს ვკითხულობ ახლა. ერთადერთი ქართულენოვანი წიგნია, რომელიც აქ წამოვიღე. რაც ჩამოვედი, თითქმის ხელი არ დამიკარებია, ახლა დავიწყე დილაობით საუზმობისას კითხვა, ვცდილობ, გამოვიზოგო. რომ გადავშალე, მივხვდი, როგორ მომნატრებია ქართულ ენაზე კითხვა. თან მრავალფეროვანი და ძველებური სიტყვებითაა ნათარგმნი და ძალიან მესიამოვნა, იოლად, ძალდატანების გარეშე რომ ვკითხულობ.
რამდენიმე დღის წინ გაელი თამაშობდა ამ წიგნით; მარიანმა მკითხა, სადაური ენაა, ძალიან ლამაზიაო. იმის მერე ვაკვირდები და როგორი მომრგვალებული და კოხტა ასოებია მართლა, აქამდე არასდროს დავფიქრებულვარ.
Wednesday, October 24, 2018
Back to Villa
დღეს ვილაში დავბრუნდი. ვერავინ მიხვდება, რამდენ დარდს იტევს ეს სამსიტყვიანი წინადადება - დღეს ვილაში დავბრუნდი. იმაზე ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა და იმაზე რთულად ვუმკლავდები, ვიდრე მეგონა, გავუმკლავდებოდი. ვიცი, რომ რამდენიმე დღეში გაივლის, უბრალოდ ახალ გარემოსთან ადაპტაცია მჭირდება. მაგრამ ახლა და აქ, ამ პატარა ოთახში, ეს დრო რომ მიიზლაზნება, ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორც პატარა ბავშვს, რომელსაც შუა თამაშისას ყველა სათამაშო წაართვეს.
იმდენად დამთრგუნა აქ დაბრუნებამ, მთელი დღე ვფიქრობდი, "საღამოს იმ სახლში აღარ ვბრუნდები. ვილაში უნდა წავიდე." ლექციების მერე მოვდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. ბარგი ოთახში დავაბინავე, სამზარეულოში ჩასულმა მოღუშულმა დავაწერე ჩემი სახელი ურნებს და არავისთვის არ გამიღიმია (თან, უმეტესობა უცხოა) და სწრაფად ამოვბრუნდი უკან, ოთახში. სავახშმოდაც არ ჩავსულვარ, მხოლოდ სნექები ვიყიდე და ჩუმად ამოვედი ოთახში. "ფრენდსი" ჩავრთე, ვჭამე ჩიფსები, დავაყოლე დოქტორ პეპერი და ცოტა გულზე მომეშვა. ხანდახან, ძალიან იშვიათად, ჯანქ ფუდია ერთადერთი გამოსავალი.
ხვალ ჯიმში წავალ და ჯანსაღ ცხოვრებას დავუბრუნდები.
დღეს კი, ამ პატარა, დახუთულ ოთახში, დრო ძალიან ნელა გადის.

Sunday, October 21, 2018
Homesick
ორი დღის წინ, ჩემს მენტორს შევხვდი. ატლანტის old Fourth Ward-ის ნაწილში მივსეირნობდით, როცა მკითხა: Are you homesick?
აქამდე არასდროს გამომიცდია სამშობლოს მონატრება. შეიძლება მომნატრებია სახლი, ჩემი საწოლი, მაგრამ საკუთარი ქვეყნის მონატრება როგორი შეგრძნება იყო, რას მოიცავდა, არ ვიცოდი.
აქ რომ ჩამოვედი, თავიდან იყო ეიფორია, ყველაფერი ახლით აღფრთოვანება. მერე უცებ, შემპარავად დაიწყო. რაღაც ადგილები, მოგონებები მახსენდებოდა ფლეშბექებად. მერე ეს ფლეშბექები უფრო გახშირდა და ყოველ გახსენებაზე რაღაც სიტკბოშერეულ სევდას ვგრძნობ.
ძირითადად ეს კადრები, მოგონებები მოიცავს ჩემს სოფელს და ჩვენს ძველისძველ სახლს იქ. ალბათ იმიტომ, რომ ამქვეყნად ერთადერთი ადგილი, რომელიც მე მეკუთვნის, ჩემს ოჯახს ეკუთვნის, ის ძველი, ძველისძველი სახლია.
მახსენდება, როგორი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ბიძაჩემი თაფლს რომ იღებდა, ოთახში საგულდაგულოდ შევიკეტებოდით, ფუტკრები რომ არ მოსულიყვნენ და ვუყურებდით, როგორ ჩააწყობდა ფიჭებს ცილინდრულ დიდ მოწყობილობაში და ხელით დაატრიალებდა. ახლაც მახსოვს ის ხმა, ტრიალისას რომ გამოსცემდა, თითქოს სადაცაა უნდა გაფრინდესო. ფიჭის მძაფრი, ტკბილი სურნელი. თაფლი არასდროს მყვარებია, მაგრამ ამ დროს აუცილებლად ვჭამდი ცოტა თაფლიან ფიჭას, დავღეჭავდი და ბლანტი, ჩამტკბარი თაფლი ჩაიღვრებოდა პირში.
საღამოობით აივანზე გამართული ვახშამი? ფუტკრებს უკვე ეძინათ და თაფლს თამამად გამოვიტანდით გარეთ მაგიდაზე. ბიძაჩემი ჩაის დააყენებდა (მე მაინც ჯიუტად შაქრით ვატკბობდი, თაფლიანი არ მიყვარდა) და ყველი და პურს ვატანდით. ახლაც მახსოვს ის კონტრასტული გემო, მარილიან ყველისას რომ ტკბილი ჩაი შეერეოდა. სოფლის გრილი სიჩუმე, ჭოტის კივილი. ქვედა მეზობლებიდან სინათლე ამოდიოდა და ჭურჭლის წკრიალის ხმა მოისმოდა. ჩვენი სახლის გვერდით, შარაგზის გადაღმა კი რუსიკო ბებო უწყრებოდა თავის შვილიშვილებს, მისი მჭექარე ხმა სოფლის სიჩუმეს კვეთდა.
მახსენდება იქაური ქლიავის ხეები, წითელი, წვნიანი ქლიავის, ოდნავ მჟავე გემო რომ აქვს და ძალიან ტკბილია. აქ ვიყიდე ერთხელ ისეთი ქლიავი, ოღონდ უზარმაზარი იყო. გემო ისეთივე ჰქონდა, თუმცა ნაკლებ არომატული.

Thursday, October 18, 2018
ძვირფას მეგობარს, შორეული წერილი
ძვირფასო მეგობარო,
ალბათ ძალიან გაგიკვირდება, თუ გეტყვი, რომ ამ შუა, უფრო სწორედ კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ამერიკაში, ვზივარ და ცხელ ძაღლს ვუყურებ. ღამეა, 10 ხდება. აქაც აცივდა. დღეს აივნის კარი რომ გავაღე, მივხვდი, რომ ის გადამწყვეტი მომენტი დადგა, როცა კარები და ფანჯრები უნდა შემოხურო. დედა ყოველ ზაფხულს ოცნებობს ხოლმე, აი ის დრო როდის მოვა, ფანჯრებს რომ შემოვხურავთო.
კერი ამბობს ერთხელ, “There is a time of year in New York when, even before the first leaf falls, you can feel the seasons click. The air is crisp, the summer is gone. And for the first night in a long time, you need a blanket on your bed.” მე დღეს ვიგრძენი ეგ მომენტი, მიუხედავად იმისა რომ ცოტა ხანი არაა, რაც აგრილდა.
ეს პატარა ბინა ცოტათი კერის სახლს ჰგავს. ხანდახან, ძალიან იშვიათად, მე თვითონაც კერიდ ვგრძნობ ხოლმე თავს. თუმცა მე უფრო ტრანსფორმირებული და სხვანაირი კერი ვარ. ანაც საერთოდ არ ვარ კერი, მხოლოდ ის საერთო გვაქვს, რომ ორივე ვწერთ, თუმცა, სხვადასხვა თემებზე. მოკლედ, არ ვყოფილვარ კერი.
საღამოობით, სახლში რომ ვზივარ და ვმეცადინეობ, ან ტელევიზორს ვუყურებ, ვხედავ, როგორ შემოდის ჩამავალი მზის ბოლო სხივები, ჟალუზებს შორის გაიწელება და ყვითლად ადგას კედელზე, მერე მუქდება, მუქდება, ცეცხლისფერი ხდება და ბოლოს წითლდება. ამ დროს ატლანტის სქაილინიც ჩამუქებული და მზისგან აბრდღვიალებულია. ჯენერალ მუირიდან დინერზე შეკრებილი ხალხის მხიარული სიცილის ხმა აღწევს.
დღეს მირა გავაცილე. დილას ყავაზე შევხვდით ჯენერალ მუირში, გარეთ ვისხედით, სასიამოვნოდ გრილოდა და ბოლოჯერ ვუსმენდი მის შიშებს და წუხილებს. ახლა, ალბათ, თვითმფრინავშია. ძალიან, ძალიან ხანგრძლივი ფრენები უდევს წინ. დამშვიდობებისას ვთქვით, რომ აუცილებლად შევხვდებით, საქართველოში, ყაზახეთში ან ავსტრალიაში. თან გულში მეცინებოდა, რომ ეს ამბავი სულაც არაა შეუძლებელი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.
მალე ვილაში ვბრუნდები. არადა ზუსტად დღეს, ამ ბინაში რომ შემოვედი, აქაური სუნი ძალიან მშობლიური გახდა. როცა სუნს ვეჩვევი და მაშინ ვგრძნობ შინ თავს, მაშინ ვგრძნობ სრულ კომფორტს. მომენატრება აქაურობა.

Friday, October 12, 2018
All that jazz
7 ოქტომბერი
ნიუ ორლეანში ვარ და კაფე დუ მონდეში ვზივარ. იმ კაფეში, რომელზეც მაისში, ზემოხსენებულ პოსტში ვოცნებობდი.
კვირა შუადღეა, აქაურობა სავსეა, დაღლილი ვარ და ცოტა თავი მტკივა. ჩვენმა Airbnb-ის ჰოსტმა გაგვაფრთხილა, დუ მონდეში პირდაპირ ასალაგებელ მაგიდასთან დასხედით, მხოლოდ ტურისტები იცდიან რიგშიო. ამიტომ, აქ რომ შემოვედით (თუმცა აქამდე შემოსასვლელად მაინც მოგვიწია რიგში ყოფნა) პირდაპირ შაქრის პუდრით სავსე მაგიდასთან გამოვემართე და დავჯექი.
ჩავისუნთქე და მიმოვიხედე.
უამრავი ხალხია, ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს, ალაგ-ალაგ სიცილი მოისმის. არავინ იცის, რომ ეს-ესაა ოცნება ავიხდინე, რომ აქ, ზუსტად ამ ადგილას მოსვლა, ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე, როცა ამერიკაში წამოსვლა შორეულ გეგმაში იყო. ხალხს ვათვალიერებ, გარეთ ვიხედები და ვხედავ, ქუჩდან ერთმა გოგომ როგორ გადაუღო ფოტო აქაურობას. მგონი, კადრში მეც მოვხვდები. არც ამ გოგოს ეცოდინება, რომ ჩემი ოცნების ახდენის მომენტი გადაიღო.
თავი ისევ მტკივა, მაგრამ თითქოს ხალხის ხმას დაუწიესო, ქუჩიდან მუსიკა გაისმა. მალე მიმტანი მოვა და ლეგენდარულ ბენიეს შევუკვეთავ!
ბენიე ცნობილი ნიუ ორლეანური დესერტია. იწერება როგორც beignet და ფრანგულად გამოითქმის, პირველი "ე" ოდნავ უნდა მოუყრუო. ჩვენებურ პონჩიკს ჰგავს, მაგრამ გულსართი არ აქვს.
ყველაზე ცნობილი ბენიე აქ, დუ მონდეში აქვთ. ეს კაფე 1862 წლიდან არსებობს და ნიუ ორლეანის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა. მიუხედავად იმისა, რომ 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს, შემოსასვლელად რიგში დგომა დაგჭირდებათ.
შევუკვეთე ბენიე და ყავა ვარდკაჭაჭით (Chicory coffee ასე ვთარგმნე, მე მგონი სწორია). ეს ყავაც დუ მონდეს ღირშესანიშნაობაა. კლასიკურად რძით კეთდება, მაგრამ მე რძის გარეშე შევუკვეთე - ნამდვილი ყავის გემო მირჩევნია.
მიმტანი მოდის და ვხედავ, როგორ მიახლოვდება ის, რომლის გასინჯვაც წელიწადია მინდოდა - ბენიე!
პირველივე მოკბეჩისას შაქრის პუდრი მთელ მაგიდას ეფინება. პირიც, ალბათ, პუდრიანი მაქვს, მაგრამ არ მადარდებს და ასე, მოსვრილი სახით გარშემო ვიხედები. სწორად მოვიქეცი, პირის მოწმენდაზე რომ არ ვიზრუნე, ყველა მაგიდა ერთნაირ მდგომარეობაშია - თეთრი ფხვნილი უწესრიგოდ მიმობნეული. შეუძლებელია, რომ ბენიე სხვანაირად ჭამო.
მისისიპიდან გრილი ჰაერი უბერავს, მე ცხელ ყავას დიდ ყლუპებად ვსვამ, ბენიეს ვაყოლებ და ტელეფონიც თეთრად იფიფქება.
ქუჩის რომელიღაც კუთხიდან ჯაზის ჰანგები მოისმის და გვერდით მაგიდასთან ხმამაღლა იცინიან. ნიუ ორლეანში ვარ.
[ეს სიმღერაც შემთხვევით მოვისმინე ერთ მაღაზიაში, როცა აქაურ ტკბილეულს, პრალინეს ვყიდულობდი]
Thursday, October 4, 2018
მშვიდი ცხოვრება
სამზარეულოში დილის სხივები შემოდის. მსუყედ ვსაუზმობ. დიდ, მყუდრო ფინჯანში ყავას ვისხამ და წყნარად, გარინდებული ვზივარ. ნელა ვსვამ. თითოეულ ყლუპს კარგად შევიგრძნობ, ჯერ ენის წვერზე ყავის ოდნავ მომწარო გემოს, მერე ყლუპის ტემპერატურას. იდეალურია. ცხელისა და თბილის ზღვარზეა, აღარც პირს გწვავს, მაგრამ ჯერ არც თბილი ეთქმის.
საღამოს თბილად განათებულ სამზარეულოში ღუმელიდან ახალგამომცხვარ ვაშლის ღვეზელს გამოვიღებ და ჩაის ტილოს დავაფარებ, სითბო რომ შეინარჩუნოს. სახლში დარიჩინის სურნელი დადგება. მაგიდასთან ჩამოვჯდები და ცალ ფეხს სკამზე ავკეცავ. კომფორტული ტანსაცმელი მაცვია, დიდი ზომის, ცოტა ფორმადაკარგული მაისური. ფანჯრიდან თვალს მივადევნებ, როგორ დაბრუნდებიან სამსახურებიდან მეზობლები. მანქანიდან გადმოსვლისას, ისინი ალბათ დაინახავენ ჩემი სამზარეულოს ფანჯრიდან გამომავალ ყვითელ შუქს.
Thursday, September 27, 2018
The one with grocery
დღეს პირველად მოხდა, რომ ატლანტაში წვიმა 15 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ეს საკმაოდ უცნური რამაა, ვინაიდან ძირითადად აქ წვიმა ისე უცებ მთავრდება, ხანდახან ვერც ვიგებ. როგორც ჩანს, ზევით ვიღაცას მაგრად ეზარება რომ აი, ატლანტასაც წვეთები დაასხას, ისედაც ამდენი ქალაქია მსოფლიოში, ამიტომ უცებ მოიშორებს - აიღებს და დიდი ვედროთი ჩამოასხამს ხოლმე. დღეს ეტყობა ეგ ვიღაცა საკმაოდ უსაქმურად იყო და დიდი მონდომებით მიუდგა საქმეს, ბოლო ორი საათია წვიმს. უნივერსიტეტიდან სახლამდე დიდი მანძილი კი არაა, მაგრამ წვიმაში საკმაოდ დასველება მოვასწარი, ამიტომ გვარიანად შემცივდა. თან ბინაში კონდიციონერი ჩართული დამრჩენია და არც აქ დამადგა უკეთესი დღე.
ცოტა გავთბი, ყავა ჩამოვისხი, ყურძენი გავირეცხე და ჯამით მოვიდგი, ტელევიზორში "აირონმენს" ვუყურებდი და უცებ გამახსენდა, რომ პოსტი მაქვს დასამთავრებელი.
სანამ შემდეგ ნაწილზე გადავიდოდე, მინდა გავამხილო, რომ ამ ხნის ქალი მოვიყარე და პირველად დამემართა - ტელევიზორზე გავხდი დამოკიდებული! ღამით ტელევიზორის ფონზე ვიძინებ, დილას გავიღვიძებ თუ არა, ვრთავ, საუზმეს "ფრენდსის" ფონზე ვიმზადებ (აღმოჩნდა, რომ რომელიმე არხზე ფრენდსი ყოველთვის გადის რომელიმე), ყავასთან ერთად ვუყურებ, ხანდახან მეცადინეობის დროსაც მაქვს ჩართული, უბრალოდ ხმას ვუთიშავ. ერთხელ ისე დაემთხვა, რომ არსად არაფერი იყო და კარდაშიანებს ვუყურე. გეფიცებით, ეგეთი სულელური რამ არასდროს მინახავს.
პოსტის მთავარი თემა: თუ როგორ წავედი დამოუკიდებლად პროდუქტების საყიდლად.
კვირას დილით, 2 კვირის დაძველების მქონე პური რომ გავხუხე და ძველი მოცარელას ერთი ნაჭერი მივაყოლე, მივხვდი, რომ პროდუქტების საყიდლებზე წასვლის დრო დადგა.
ვილადან წამოსვლას უამრავ დადებით მხარე აქვს, შემიძლია დილას პიჟამოებით ვიარო და სამზარეულოში გასასვლელად საგანგებო ჩაცმა არ დამჭირდეს, შემიძლია საჭმელი საძინებელში ვჭამო (თუმცა ეს ჯერ არ გამიკეთებია), მთელი მაცივარი ჩემია.. მაგრამ უარყოფითიც ახლავს - პროდუქტის საყიდლებზე წასვლა. ვილაში ყოველდღე მოხალისე მოდიოდა თავისი მანქანით და რამდენიმე ადამიანი მივყავდით მარკეტში. აქ გადმობარგების წინ პროდუქტი უკვე მითავდებოდა, გადმოსვლის მერე 5 დღე ისე გავიდა, წასვლა ვერ მოვახერხე და მაცივარი თითქმის ცარიელი მქონდა. საყიდლებზე წასვლა ასეთი big deal იმიტომაა, რომ აქ მარკეტი ყოველ ფეხის ნაბიჯზე არაა, მხოლოდ ჰიპერმარკეტებია, რომლებიც ძირითადად დასახლებიდან მოშორებით მდებარეობს და ამიტომ ერთ წასვლაზე კვირის სამყოფი პროდუქტი მაინც უნდა იყიდო. შესაბამისად, ფეხით წახეტიალება არ გამოდგება - იმდენ პარკს სახლამდე ვერ ათრევ.
კვირადღე როგორღაც გადავაგორე, ვმეცადინეობდი და დრო არ მქონდა. ორშაბათს ზუსტად ვიცოდი, რომ კროგერში უნდა წავსულიყავი. კროგერი ყველაზე ახლოს, 5 წუთის სამანქანო გზაზე მდებარე ჰიპერმარკეტია. გადავწყვიტე, რომ გასეირნება არ მაწყენდა და ფეხით გავუყევი. გზის დიდი მონაკვეთი ტყეში გაყვანილ გზაში ვიარე, სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებდა, მხოლოდ ტყიდან ჩიტების ხმა ისმოდა. ბოლოსკენ გზად გალილეო შემომხვდა, კროგერიდან ბრუნდებოდა (გალილეო ბრაზილიელია და ვილაში ცხოვრობს).
კროგერში მისვლისას ყველაზე დიდი ურიკა ავიღე და წინასწარ შედგენილ სიას მივყევი (აპლიკაცია გადმოვწერე მობილურში, კარგად გამომადგა). სიას რაც უფრო აკლდებოდა შეძენილი პროდუქტები, მით უფრო მეპარებოდა შიში, რომ ამდენს მარტო ვერ დავძლევდი (იმის მიუხედავად, რომ იქიდან უბერით ვაპირებდი წამოსვლას). საბოლოოდ, სიიდან რაღაც ნაწილის ყიდვაზე მაინც უარი ვთქვი, რაც ძალიან საჩქარო არ იყო. სალაროსთან ჯერ მარტო ამოლაგებაზე დამჭირდა უამრავი დრო, ბოლოს როგორც იქნა ყველაფერი გავატარეთ და გარეთ გამოვედი, რომ უბერი გამომეძახებინა.
უბერი რომ მოვიდა, საბარგული ავავსე. გზად მძღოლმა მკითხა, საიდან ხარო. From Georgia_მეთქი და გავაგრძელე: But the country of Georgia, not the state.." I know, I hear your accent-ო, გამაწყვეტინა :( 5 წუთში სახლთან ვიყავით, სანამ საბარგულიდან პარკები ამომქონდა და ხელზე გადავიკიდებდი, ბოლოს ხელზე ადგილი რომ აღარ დამრჩა, მძღოლმა მკითხა, დარწმუნებული ხარ, რომ მარტო შეძლებ მიტანას და დახმარება არ გჭირდებაო? შევძლებ-მეთქი, ყოყმანით ვუთხარი და მართლაც წარმატებით მივიტანე ლიფტამდე. ლიფტში უკვე გმირულად დავეცი, პარკებიანად ჩავჯექი და არც მაშინ წამოვმდგარვარ, ვიღაც რომ შემოვიდა. ის რამდენიმეწუთიანი სიმძიმის ტარება საკმარისი აღმოჩნდა, იმ საღამოს ხელი პირთან ვერ მიმქონდა, ისე მიკანკალებდა.
ესეც before-after ფოტო:
რამდენიმე დღე მშვიდად შემიძლია ვიყო - მაცივარი სავსეა.

Friday, September 21, 2018
The one where Natalia moves out
ოთხშაბათი, 19 სექტემბერი
ახლა, როცა უკვე ღამის 10 საათია, ხვალ დილას სხვა ბინაში გადავდივარ და ჯერჯერობით მზადყოფნასთან ახლოსაც არ ვარ (ოთახს თვალი მოვავლე და ყველგან ჩემი ტანსაცმელი ყრია, სამ მაგიდაზე თანაბრადაა მიმოყრილი ნივთები და უზარმაზარ ჩანთაში ისე უწესრიგოდაა ტანსაცმელი, რომ თავიდანაა ჩასალაგებელი) ვცდილობ მოვიფიქრო რამე მიზეზი, თუ რატომ არ ვალაგებ ჩანთას, ან თუნდაც რატომ არ ვწერ დავალებას (რომელიც უკვე დილისთვის გადავდე - ადრე გავიღვიძებ).
საღამოს სირბილიდან რომ დავბრუნდი, სადილის მომზადება დამეზარა, თან ვიფიქრე რომ ძალიან არ მშიოდა და ნაყინი ვჭამე, რომელმაც მადა გამიძლიერა. ახლა ვზივარ, ამ შუაღამისას და ძალიან მშია. სამზარეულოში ჩამბრუნებელი არ ვარ, ისევ სჯობს ბარგი ჩავალაგო.
ხუთშაბათი, 20 სექტემბერი
ახალ ბინაში წარმატებით გადმოვედი,გუშინ ბარგი ძალიან ოპერატიულად ჩავალაგე, საშინაო დავალების დაწერა აღარ მომიწია - ლექტორმა პირადი პრობლემების გამო ლექცია გადაგვიდო. ახლა უკვე ღამეა და ახალ ბინაში ვარ, ნეტფლიქსზე ფრენდსს ვუყურებ და ვჭამ სწრაფადმომზადებად ბრინჯს მექსიკურად. Netflix and chill, მოკლედ.
ცოტა შეშფოთებული ვარ - შეიძლება ეს დღე ჩემი გასუქების პირველი დღე იყოს. დამლაგებლებმა ბინაში სნექები და მაცივარში კოკა კოლები დამახვედრეს. ასე იქნება ყოველ კვირას. საჭმელზეც მეტი წვდომა მაქვს, ვილას აკრძალვები მომეხსნა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველივე დღეს ნებისყოფამ მიმტყუნა, ყველა სნექი გავხსენი და კოკა კოლაც კი (!) დავლიე, მომავალი კარგს არაფერს მიქადის.
თან დღეს სირბილიც გამოვტოვე. ეს დღეები სტაბილურად დავრბოდი ახლომდებარე პარკში. "პარკის" გაგონებაზე ვაკის პარკი ან დედაენის ბაღი არ წარმოიდგინოთ - ჩვეულებრივი ტყეა. განათებაც კი არაა, ხმაურიანი ქუჩიდან შედიხარ და დიდი ხეებით გარშემორტყმულ გზაზე აღმოჩნდები. შიგნით, სიღრმეში ერთი დიდი სახლი დგას. აი, ტიპიური ამერიკული სახლი, კოხტა და ლამაზი. გზას თუ გააგრძელებ, ტბა შემოგხვდება, პატარა მდინარეც ჩამოდის და ყველგან ციყვები დახტიან.
გუშინ გვიან მოგვიწია ვილადან გასვლა და სირბილისას ჩამომაღამდა. სადღაც გულის სიღრმეში შემეშინდა, კი უსაფრთხოა და მორბენლებიც მხვდიან აქა-იქ, მაგრამ უკუნეთში მაინც საშიში ფიქრები გიტრიალებს ადამიანს.
ა, ჰო, გუშინწინ 31 წლის გავხდი.
აღვნიშნეთ ბურგერებით. ბალამ შემომთავაზა ეს ადგილი, რომელიც ძალიან ამერიკული და ფილმის სცენასავით იყო. უკვე იმდენ სიტუაციაში აღვნიშნე, ხან ხმამაღლა და ხან - გულში, ფილმში მგონია-მეთქი თავი, ბოლოს მივხვდი, აქ უბრალოდ ყველაფერი ფილმის სცენასავითაა. აღმოჩნდა რომ ჰოლივუდი საკმაო სიზუსტით გადმოსცემს ამერიკულ ყოფას.
ჩემს დაბადების დღეზე ვყვებოდი, ძალიან სასიამოვნო საღამო გამოგვივიდა. ერთი ჭიქა შარდონე დავლიე (ამაზე სულ ბრი ვანდეკამპი მახსენდება) და მაგრად დამათრო. რაც მთავარია - შემწვარი მწვანე პომიდვრები გავსინჯე! ესეც თქვენ, იჯი და რუთ, ჩემი უისელ სტოპი ვიპოვე.
მერე მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ნაყინის ადგილას წავედით, butter and cream ჰქვია. რომ შეხვალ, რაღაცნაირი, მოტკბო, მოვანილო სურნელი დგას. ახლგაზრდა და ხასხასა გოგონები გემსახურებიან. მე ტრადიციულად ვჭამე butterscotch brownie. სულ ვაპირებ, რამე ახალი გავსინჯო, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ველევი. არადა ბევრი ასეთი, უცნაური და ნოყიერი ნაყინები აქვთ.
საღამოს ვილაში რომ დავბრუნდი, ზაჰირას და ჩემს დაბადების დღეს აღნიშნავდნენ ტორტით. უფრო სწორედ, ზაჰირა აღნიშნავდა თავის ტორტით, მაგრამ დილას მითხრა, შენთვისაც არის ტორტი და მოდი საღამოსო. ცოტახნით შევუერთდი. ზეჰრამ მითხრა (ზაჰირა და ზეჰრა სხვადასხვა ადამიანები არიან), ცოტა თურქს გავხარო (თავად თურქია), მე ვუთხარი, თურქები ლამაზები არიან და ძალიან მომწონს-მეთქი, ამ დროს მუჰამედი ჩაერია, არაო, არ გავხარ თურქსო და ისე გამოუვიდა, რომ თურქები ლამაზი არ ჰგონია და ზეჰრამ დაუწყო ჭუჭყუნი, ამ დროს სარა ჩაერია სიტუაციის გასარკვევად და მუჰამედს ეჩხუბა, რას ქვია ლამაზებად არ მიგაჩნია, შეგიძლია თქვა, რომ შენს გემოვნებაში არ ჯდება, მაგრამ ლამაზი არ არის, რატომ ამბობო და ოთახიდან გავარდა :D არადა სარა გერმანელია. უბრალოდ ქალების დასაცავად გამოვიდა, როგორც მივხვდი.
ეს სიმღერა დიდი არაფერია, უბრალოდ კოკა კოლას გიფთ შოფში იყო ჩართული, რაღაცას ვარჩევდი და უცებ მივხვდი, რომ აქ და ახლა, ბედნიერი ვიყავი. რომ ვუსმენ ახლაც მსიამოვნებს.
ახლა, როცა უკვე ღამის 10 საათია, ხვალ დილას სხვა ბინაში გადავდივარ და ჯერჯერობით მზადყოფნასთან ახლოსაც არ ვარ (ოთახს თვალი მოვავლე და ყველგან ჩემი ტანსაცმელი ყრია, სამ მაგიდაზე თანაბრადაა მიმოყრილი ნივთები და უზარმაზარ ჩანთაში ისე უწესრიგოდაა ტანსაცმელი, რომ თავიდანაა ჩასალაგებელი) ვცდილობ მოვიფიქრო რამე მიზეზი, თუ რატომ არ ვალაგებ ჩანთას, ან თუნდაც რატომ არ ვწერ დავალებას (რომელიც უკვე დილისთვის გადავდე - ადრე გავიღვიძებ).
საღამოს სირბილიდან რომ დავბრუნდი, სადილის მომზადება დამეზარა, თან ვიფიქრე რომ ძალიან არ მშიოდა და ნაყინი ვჭამე, რომელმაც მადა გამიძლიერა. ახლა ვზივარ, ამ შუაღამისას და ძალიან მშია. სამზარეულოში ჩამბრუნებელი არ ვარ, ისევ სჯობს ბარგი ჩავალაგო.
ხუთშაბათი, 20 სექტემბერი
ახალ ბინაში წარმატებით გადმოვედი,გუშინ ბარგი ძალიან ოპერატიულად ჩავალაგე, საშინაო დავალების დაწერა აღარ მომიწია - ლექტორმა პირადი პრობლემების გამო ლექცია გადაგვიდო. ახლა უკვე ღამეა და ახალ ბინაში ვარ, ნეტფლიქსზე ფრენდსს ვუყურებ და ვჭამ სწრაფადმომზადებად ბრინჯს მექსიკურად. Netflix and chill, მოკლედ.
ცოტა შეშფოთებული ვარ - შეიძლება ეს დღე ჩემი გასუქების პირველი დღე იყოს. დამლაგებლებმა ბინაში სნექები და მაცივარში კოკა კოლები დამახვედრეს. ასე იქნება ყოველ კვირას. საჭმელზეც მეტი წვდომა მაქვს, ვილას აკრძალვები მომეხსნა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველივე დღეს ნებისყოფამ მიმტყუნა, ყველა სნექი გავხსენი და კოკა კოლაც კი (!) დავლიე, მომავალი კარგს არაფერს მიქადის.
თან დღეს სირბილიც გამოვტოვე. ეს დღეები სტაბილურად დავრბოდი ახლომდებარე პარკში. "პარკის" გაგონებაზე ვაკის პარკი ან დედაენის ბაღი არ წარმოიდგინოთ - ჩვეულებრივი ტყეა. განათებაც კი არაა, ხმაურიანი ქუჩიდან შედიხარ და დიდი ხეებით გარშემორტყმულ გზაზე აღმოჩნდები. შიგნით, სიღრმეში ერთი დიდი სახლი დგას. აი, ტიპიური ამერიკული სახლი, კოხტა და ლამაზი. გზას თუ გააგრძელებ, ტბა შემოგხვდება, პატარა მდინარეც ჩამოდის და ყველგან ციყვები დახტიან.
გუშინ გვიან მოგვიწია ვილადან გასვლა და სირბილისას ჩამომაღამდა. სადღაც გულის სიღრმეში შემეშინდა, კი უსაფრთხოა და მორბენლებიც მხვდიან აქა-იქ, მაგრამ უკუნეთში მაინც საშიში ფიქრები გიტრიალებს ადამიანს.
ა, ჰო, გუშინწინ 31 წლის გავხდი.
აღვნიშნეთ ბურგერებით. ბალამ შემომთავაზა ეს ადგილი, რომელიც ძალიან ამერიკული და ფილმის სცენასავით იყო. უკვე იმდენ სიტუაციაში აღვნიშნე, ხან ხმამაღლა და ხან - გულში, ფილმში მგონია-მეთქი თავი, ბოლოს მივხვდი, აქ უბრალოდ ყველაფერი ფილმის სცენასავითაა. აღმოჩნდა რომ ჰოლივუდი საკმაო სიზუსტით გადმოსცემს ამერიკულ ყოფას.
შემწვარი მწვანე პომიდვრები |
საღამოს ვილაში რომ დავბრუნდი, ზაჰირას და ჩემს დაბადების დღეს აღნიშნავდნენ ტორტით. უფრო სწორედ, ზაჰირა აღნიშნავდა თავის ტორტით, მაგრამ დილას მითხრა, შენთვისაც არის ტორტი და მოდი საღამოსო. ცოტახნით შევუერთდი. ზეჰრამ მითხრა (ზაჰირა და ზეჰრა სხვადასხვა ადამიანები არიან), ცოტა თურქს გავხარო (თავად თურქია), მე ვუთხარი, თურქები ლამაზები არიან და ძალიან მომწონს-მეთქი, ამ დროს მუჰამედი ჩაერია, არაო, არ გავხარ თურქსო და ისე გამოუვიდა, რომ თურქები ლამაზი არ ჰგონია და ზეჰრამ დაუწყო ჭუჭყუნი, ამ დროს სარა ჩაერია სიტუაციის გასარკვევად და მუჰამედს ეჩხუბა, რას ქვია ლამაზებად არ მიგაჩნია, შეგიძლია თქვა, რომ შენს გემოვნებაში არ ჯდება, მაგრამ ლამაზი არ არის, რატომ ამბობო და ოთახიდან გავარდა :D არადა სარა გერმანელია. უბრალოდ ქალების დასაცავად გამოვიდა, როგორც მივხვდი.
ეს სიმღერა დიდი არაფერია, უბრალოდ კოკა კოლას გიფთ შოფში იყო ჩართული, რაღაცას ვარჩევდი და უცებ მივხვდი, რომ აქ და ახლა, ბედნიერი ვიყავი. რომ ვუსმენ ახლაც მსიამოვნებს.
Saturday, September 15, 2018
ცოტა რამ ვილას შესახებ
ვილა ის ადგილია, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. სრული სახელი Villa International ჰქვია. თავად სახელიც გვეუბნება, რომ აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები ცხოვრობენ. ვილა საშუალოა ჰოსტელს, დორმსა და სახლს შორის, ცოტა რთულია ერთი რომელიმე სახელი მიანიჭო. აქ შეიძლება მარტოც მოგიწიოს ოთახში ყოფნა და შეიძლება ერთზე მეტ რუმმეითთანაც იცხოვრო, you never know.
ვილაში საერთო სამზარეულოა, სადაც ყველას თავისი ურნები გვაქვს (ნაგვის არ გეგონოთ, უბრალოდ სხვა სახელი ვერ მოვუფიქრე), ჩვენი პროდუქტების შესანახად. ურნას შენს სახელს დააწერ და ყველა პროდუქტს აქ ინახავ. თუ რამე გარეთ დაგრჩა და ზედ სახელი არ აწერია, კონფისკაციას ექვემდებარება - ასე გამაფრთხილა პირველივე დღეს ბალამ და მეც ზედმიწევნით გულმოდგინედ ვიცავ ამ წესს.
სამზარეულოს სისუფთავე და წესრიგში ყოფნა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, რასაც გააკეთებ - ნარჩენები მოასუფთავე და გადაყარე, რაზეც შეჭამ - გარეცხე და ადგილზე დადე. ცხადია, ამას ყოველთვის და ყველა არ იცავს, ამიტომ სამზარეულოში შესვლისას დაგხვდებათ დიდი მუყაოს პოსტერი წარწერით This is Disgusting! და გვერდით ყველა უპატრონოდ მიტოვებული პროდუქტი თუ გასარეცხი ჭურჭელი უდევს. ანუ, ერთგვარი სირცხვილის დაფაა.
სასადილო ოთახს იქით საჭმლის და სასმლის გატანა არ შეიძლება, ამიტომ პირველივე დღეს თურქული ყავით ხელში რომ შემოვბრძანდი, ყავა შესასვლელში დამატოვებინეს და მერე სასადილო ოთახში მომიწია დალევა.
ვილას ჰყავს დიასახლისი, კამილი. კამილი ასაკოვანი ქალია, რომელიც ღიმილით შეგხვდება და თავიდანვე გაგაფრთხილებს წესებზე. ისე მიგიღებს, როგორც საკუთარ სახლში, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შენიშვნა მოგცეს ძალიან თავაზიანად. კამილი შაბათობით დარიჩინის ნამცხვარს აცხობს და საერთო მაგიდაზე დგამს (საერთო მაგიდაზე რაც დევს, ყველასია. ამიტომ თუ რამის გაყოფა გინდა, აქ უნდა დადო). ამიტომ შაბათ დილას სასადილოში შემოსვლისას პირველი დარიჩინის სურნელი შეგიღიტინებს სასიამოვნოდ და იცი, რომ ნამცხვრის გემრიელი ნაჭერი გელოდება. საოცარია, ერთი შეხედვით სრულიად მარტივი ნამცხვარი როგორ შეიძლება ასეი გემრიელი იყოს. ალბათ, სწორედ სიმარტივეშია მისი სიგემრიელეც.
დილაობით ვილაში წესით ალიაქოთს უნდა ელოდე - ამდენი ხალხი ერთად სამზარეულოში და სასადილოში, საუზმობს ან ლანჩს იმზადებს წასაღებად. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, ყველა სხვადასხვა დროს გადის და დილას, როგორც წესი, სიხალვათეა. ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია, მიუხედავად იმისა რომ კვირის დღეებში სხვადასხვა გრაფიკით მიწევს გასვლა, ადრეც და გვიანაც. თან ყველა ახალგაღვიძებულია, ძირითადად მარტო ჭამს და ნაკლებად ისმის საუბრები.
პიკის საათი უფრო საღამოობითაა, როცა ყველა დაბრუნებულია და ძირითადად სასადილოში იკრიბებიან. ამ დროს არის ალიაქოთი და ხმაური. How was your day?! შემოგძახებს სანი, ტაილანდელი ბიჭი, რომელიც ყველაზე აქტიური, მხიარული და კომუნიკაბელურია. სანს მაროკოელი ზაჰირას გაკეთებული ბაქლავა ისე მოეწონა, რომ მერე თვითონაც გააკეთა და გვაჭამა. სხვათაშორის, ძალიან გემრიელი გამოუვიდა. ამჟამად სამოგზაუროდაა წასული და ვილაში სრული სიმშვიდე სუფევს.
თუ არ ჩავთვლით გაელის ხმამაღალ შეძახილებს.
გაელი 1 წლისაა და ვენესუელელი წყვილის შვილია. სრულიად საყვარელი და სასაცილო არსებაა, თითქმის არასდროს იცინის და ძირითადად უკმაყოფილო შეძახილები აქვს, მაგრამ ის იშვიათი შემთხვევები, როცა გაიცინებს, ერთ რამედ ღირს. ერთ დილას, საშინაო დავალებას სასადილოში ვწერდი, ვერ ვასწრებდი და ამიტომ საუზმის პარალელურად ვაკეთებდი, ამ დროს უცებ გაელი მობაჯბაჯდა და ხელები დამადო, აბა როგორ არ უნდა ამეყვანა ხელში! რომ ავიყვანე ძალიან სერიოზული და კოპებშეკრული შემომცქეროდა სახეში, მერე კი კომუნიკაცია ცხვირის შეჭმუხვნით გააგრძელა :) კალთაში ჩამიჯდა და ლეპტოპის კლავიატურას ეთამაშა. მისმა დედამ, მარიამ, ინგლისური ცუდად იცის, მაგრამ მაინც მოახერხა და მითხრა, you are very nice to kids-ო, სხვანაირად ურთიერთობ მათთან და ძალიან კეთილად ექცევიო. რაღაცნაირად გამიხარდა. იმის მერე, რომ დამინახავს, მარია სულ გაღიმებული მესალმება. მე და გაელიც უფრო დავმეგობრდით, შედარებით ხშირად მიღიმის :)
[ახლაც, პოსტის წერის დროს, გაელი დაქრის სასადილოში და ჭყლოპინებს, მარია უკან დასდევს]
შაბათი-კვირა შედარებით უფრო ზანტია ვილაში. ხშირად სასადილოს მუსიკის ჰანგები ავსებს - ფრანცისკა უკრავს პიანინოზე. ფრანცისკა გერმანელი გოგოა, დიდი კონტაქტი არ მქონია მასთან, მხოლოდ ღიმილიანი მისალმებით შემოვიფარგლებით. როცა ის პიანინოსთან ჯდება, მთელს ვილაში სიმყუდროვე ისადგურებს - ყოველთვის ისეთ მელოდიებს უკრავს, აი ამელის საუნდტრეკების სტილში.
მეორე სართულზე ბიბლიოთეკაა, მეცადინეობისას სულ იქ გავდივარ, ჩემი ოთახი ძალიან ბნელია. იქ გასასვლელად საგანგებოდ ვემზადები, ვინაიდან კონდიციონერი ზედმეტად ძლიერად და ცივ ჰაერს უბერავს. ამიტომ საგულდაგულოდ ვიფუთნები, თუმცა მაინც ვიყინები. დღეს თბილი ჰუდი მეცვა, თავზეც მქონდა წამოფარებული და ისე ვკითხულობდი ეპიდემიოლოგიას, როცა ინდოელმა ბიჭმა გამოიარა და მითხრა, ეგრე რომ ზიხარ ლეპტოპთან, ჰაკერს გავხარო :D
დამთავრდა ჩემი შესვენება - მეცადინეობა უნდა გავაგრძელო.
ვილაში საერთო სამზარეულოა, სადაც ყველას თავისი ურნები გვაქვს (ნაგვის არ გეგონოთ, უბრალოდ სხვა სახელი ვერ მოვუფიქრე), ჩვენი პროდუქტების შესანახად. ურნას შენს სახელს დააწერ და ყველა პროდუქტს აქ ინახავ. თუ რამე გარეთ დაგრჩა და ზედ სახელი არ აწერია, კონფისკაციას ექვემდებარება - ასე გამაფრთხილა პირველივე დღეს ბალამ და მეც ზედმიწევნით გულმოდგინედ ვიცავ ამ წესს.
სამზარეულოს სისუფთავე და წესრიგში ყოფნა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, რასაც გააკეთებ - ნარჩენები მოასუფთავე და გადაყარე, რაზეც შეჭამ - გარეცხე და ადგილზე დადე. ცხადია, ამას ყოველთვის და ყველა არ იცავს, ამიტომ სამზარეულოში შესვლისას დაგხვდებათ დიდი მუყაოს პოსტერი წარწერით This is Disgusting! და გვერდით ყველა უპატრონოდ მიტოვებული პროდუქტი თუ გასარეცხი ჭურჭელი უდევს. ანუ, ერთგვარი სირცხვილის დაფაა.
სასადილო ოთახს იქით საჭმლის და სასმლის გატანა არ შეიძლება, ამიტომ პირველივე დღეს თურქული ყავით ხელში რომ შემოვბრძანდი, ყავა შესასვლელში დამატოვებინეს და მერე სასადილო ოთახში მომიწია დალევა.
სასადილო და ლეოს თათები |
კამილის ნამცხვარი |
პიკის საათი უფრო საღამოობითაა, როცა ყველა დაბრუნებულია და ძირითადად სასადილოში იკრიბებიან. ამ დროს არის ალიაქოთი და ხმაური. How was your day?! შემოგძახებს სანი, ტაილანდელი ბიჭი, რომელიც ყველაზე აქტიური, მხიარული და კომუნიკაბელურია. სანს მაროკოელი ზაჰირას გაკეთებული ბაქლავა ისე მოეწონა, რომ მერე თვითონაც გააკეთა და გვაჭამა. სხვათაშორის, ძალიან გემრიელი გამოუვიდა. ამჟამად სამოგზაუროდაა წასული და ვილაში სრული სიმშვიდე სუფევს.
თუ არ ჩავთვლით გაელის ხმამაღალ შეძახილებს.
გაელი 1 წლისაა და ვენესუელელი წყვილის შვილია. სრულიად საყვარელი და სასაცილო არსებაა, თითქმის არასდროს იცინის და ძირითადად უკმაყოფილო შეძახილები აქვს, მაგრამ ის იშვიათი შემთხვევები, როცა გაიცინებს, ერთ რამედ ღირს. ერთ დილას, საშინაო დავალებას სასადილოში ვწერდი, ვერ ვასწრებდი და ამიტომ საუზმის პარალელურად ვაკეთებდი, ამ დროს უცებ გაელი მობაჯბაჯდა და ხელები დამადო, აბა როგორ არ უნდა ამეყვანა ხელში! რომ ავიყვანე ძალიან სერიოზული და კოპებშეკრული შემომცქეროდა სახეში, მერე კი კომუნიკაცია ცხვირის შეჭმუხვნით გააგრძელა :) კალთაში ჩამიჯდა და ლეპტოპის კლავიატურას ეთამაშა. მისმა დედამ, მარიამ, ინგლისური ცუდად იცის, მაგრამ მაინც მოახერხა და მითხრა, you are very nice to kids-ო, სხვანაირად ურთიერთობ მათთან და ძალიან კეთილად ექცევიო. რაღაცნაირად გამიხარდა. იმის მერე, რომ დამინახავს, მარია სულ გაღიმებული მესალმება. მე და გაელიც უფრო დავმეგობრდით, შედარებით ხშირად მიღიმის :)
[ახლაც, პოსტის წერის დროს, გაელი დაქრის სასადილოში და ჭყლოპინებს, მარია უკან დასდევს]
შაბათი-კვირა შედარებით უფრო ზანტია ვილაში. ხშირად სასადილოს მუსიკის ჰანგები ავსებს - ფრანცისკა უკრავს პიანინოზე. ფრანცისკა გერმანელი გოგოა, დიდი კონტაქტი არ მქონია მასთან, მხოლოდ ღიმილიანი მისალმებით შემოვიფარგლებით. როცა ის პიანინოსთან ჯდება, მთელს ვილაში სიმყუდროვე ისადგურებს - ყოველთვის ისეთ მელოდიებს უკრავს, აი ამელის საუნდტრეკების სტილში.
ბიბლიოთეკა |
მეორე სართულზე ბიბლიოთეკაა, მეცადინეობისას სულ იქ გავდივარ, ჩემი ოთახი ძალიან ბნელია. იქ გასასვლელად საგანგებოდ ვემზადები, ვინაიდან კონდიციონერი ზედმეტად ძლიერად და ცივ ჰაერს უბერავს. ამიტომ საგულდაგულოდ ვიფუთნები, თუმცა მაინც ვიყინები. დღეს თბილი ჰუდი მეცვა, თავზეც მქონდა წამოფარებული და ისე ვკითხულობდი ეპიდემიოლოგიას, როცა ინდოელმა ბიჭმა გამოიარა და მითხრა, ეგრე რომ ზიხარ ლეპტოპთან, ჰაკერს გავხარო :D
დამთავრდა ჩემი შესვენება - მეცადინეობა უნდა გავაგრძელო.
Friday, September 14, 2018
მარადმწვანე სტუდენტი ჰოტლანტაში
შემდეგი ლექციის დაწყებამდე ნახევარი საათი დარჩა, სტარბაქსში ამერიკანო ავიღე და საკლასო ოთახის წინ ვზივარ. ჯერ არ შევალ, ისედაც შემდეგი 2 საათი გამყინვარებაში ჯდომა მიწევს. დღეს შემთხვევით იდეალური ყავა შევქმენი, ამ ამერიკანოს დავამატე ცოტა თეთრი შაქარი და ცოტა - ყავისფერი შაქარი დარიჩინით. შესანიშნავი გემო მივიღე! სიტკბო იდეალურად აქვს და ბოლოში ოდნავ გაჰყვება დარიჩინის არომატი. იმედია, ლექციამდე შეინარჩუნებს სითბოს - აქ შენობებში ძალიან ცივა, ზამთრის ტანსაცმლით უნდა იჯდე, რომ არ გაიყინო. მაგალითად, გუშინ ორივე ლექცია (ანუ 4 საათი) ერთ ოთახში მქონდა, სადაც ყველაზე მეტად ცივა და მიუხედავად იმისა, რომ მომზადებული ვარ და შემოსაცმელი სულ დამაქვს,
ბოლოსკენ სიცივე ძვალსა და რბილში გამიჯდა და აზროვნების უნარი დავკარგე.
დილას ერთი ლექცია უკვე მქონდა. იქამდე ნახევარი საათია ფეხით, რაც ერთი შეხედვით არაფერია - 40 წუთით ადრე გავდივარ სახლიდან და ჩემი ტემპით 10 წუთით ადრე ადგილზე ვარ. მაგრამ როცა საქმე ატლანტის ტენიანობას ეხება, ნახევარი საათი ფეხით სიარული ნიშნავს დანიშნულების ადგილამდე აბსოლუტურად სველ მდგომარეობაში მისვლას. ამიტომ ეძახიან აქაურობას Hotlanta-ს, ყოველდღე ერთი და იგივე ამინდია - 30-32 გრადუსი. სიცხე. თუმცა დადებითი მხარეც აქვს, წონაში დავიკელი.
ფეხით სიარულთან ერთად ისიც მეხმარება, რომ ვილაში საჭმლის ოთახში ატანა არ შეიძლება და ამიტომ სუსნაობა ამოვიღე ჩემი ცხოვრებიდან, შებრაწული და დამარილებული ნუშის საჭმელად ყოველწამს სასადილოში ჩასვლა მეზარება (ამიტომ ერთ ჩასვლაზე ბევრს ვჭამ!).
[ლექციამდე 10 წუთი დარჩა, შევალ და პოსტს საღამოს დავამთავრებ]
საშინაო დავალებები უფრო და უფრო მემატება და მეც უფრო და უფრო ვხვდები, როგორი მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად და სტაბილურად ვიმეცადინო. პროკრასტინაციის დემონთან ბრძოლის ახალი ხერხი მოვიფიქრე - თუ ერთი დავალების კეთებისას პროკრასტინაცია დამეწყო და მომინდა, რამე სხვა ვაკეთო, მეორე საგანზე გადავდივარ. როცა იქ მეწყება პროკრასტინაცია, ისევ პირველზე გადმოვდივარ და ასე, წინ და უკან.
ვცდილობ შეძლებისდაგვარად ჯანსაღად ვიკვებო. უფრო სწორედ, ვცდილობ, ძალიან არაჯანსაღად არ ვიკვებო. მაგრამ დღეს ცდუნებას ვეღარ გავუძელი და ლანჩზე როლინსის კაფეტერიაში პიცა პეპერონი ვიყიდე. არც ამხელას ველოდი და არც ის გამითვალისწინებია მეკითხა, ნახევარი პიცის არჩევის ოპციაც ხომ არ ჰქონდათ. ამიტომ მხოლოდ სამი ნაჭერი შევჭამე და ახლა ლექციიდან ლექციაზე დავატარებ.
კაფეტერიაში შიგნით ადგილი არ იყო და გარეთ, მზის გულზე დავჯექი. პირგამოტენილმა გვერდით მაგიდას გავხედე, ერთი ბიჭი იჯდა და მწვანე ვაშლს ჭამდა :) ხვალიდან ისევ სალათებს ავიღებ.

გზად იმ ლექციისკენ |

Friday, September 7, 2018
From Georgia to Georgia
სასადილო ოთახში ვზივარ, დილის 9-ის ნახევარია. დღეს ადრიანად, 6 საათზე გამეღვიძა. ძილის შებრუნება ამაოდ ვცადე, ამიტომ ცოტა ძილბურანში ვარ, ყავას ვსვამ და დარჩენილ ავოკადოს ორ ნაჭერს ვუყურებ. ალბათ ვეღარ შევჭამ, საუზმისთვის მთლიანი ავოკადო არც ისე მსუბუქი აღმოჩნდა. მინის კარებიდან ვხედავ, როგორ გადიან ვილას მაცხოვრებლები და ემორისკენ ან CDC-სკენ მიიჩქარიან.
ჩემი ლექცია 10-ზე იწყება, პირველად მივდივარ ამ ლექციაზე, ნახევარი საათის გზაა ფეხით, იმედია, მივაგნებ.
დღეს ბოლო ლექცია მიცდება, ალბათ ეგრევე სახლში დავბრუნდები და საშინაო დავალებებს მივხედავ. ა, კიდევ, social security number მაქვს ასაღები და მაგაზეც უნდა ვიზრუნო. დღეს ხუთშაბათია, პარასკევობით ლექციები არ მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის ვიქენდი დღეს იწყება.
ლეო მოიყურსა კნავილით, თავზე მოვეფერე და წავიდა. ახლა სკამზე ზის ჩემ წინ და კუდს ნებიერად აქნევს. ამას მოვწონვარ და ხშირად მოდის ჩემთან, ცოტას მოვეფერები და წავა, ასეთი ურთიერთგაგება გვაქვს, ზედმეტად არ ვაწუხებთ ერთმანეთს.
"ოფისს" ვუყურებ ეს დღეებია, საქართველოში დავიწყე რევოჩი და ახლა მერვე სეზონზე ვარ. საღამოობით სასადილოში ჩამოვიტან ხოლმე ლეპტოპს, ჩავრთავ, გარშემო ხალხი ირევა, ჭამენ, იცინიან, შიგადაშიგ გამომელაპარაკებიან და მე, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია ზევით, ოთახში, სიწყნარეში ვუყურო სერიალს, აქ ყოფნა მირჩევნია, ამ აურზაურში.
აქ დიდი ტელევიზორი გვაქვს და ზოგჯერ ღამით ფილმს ვუყურებთ. ორი დღის წინ "მუმია" ვნახეთ და გერმანელი გოგო მთელი ფილმი ბუზღუნებდა რომ სისულელეს ვაყურებინებდით (მანამდე არ ჰქონდა ნანახი). გუშინ "ჰარი პოტერის" ნახვას აპირებდნენ, მე მეძინებოდა და არ დავრჩი.
ხანდახან მგონია რომ სიზმარში ვარ. ეს ყველაფერი იმდენად ამაღელვებელია, რომ თავს ვერ ვაკონტროლებ. Is this a real life? Is this just fantasy?
პ.ს დღეს ჯიმში ვაპირებ წასვლას. არ დამეზაროს, რა!

Thursday, January 18, 2018
საყვარელი ფილმი
საყვარელ ფილმს რა ნიშნით არჩევთ? როდესაც გკითხავენ, შენი საყვარელი ფილმი რომელიაო და პასუხი მაშინვე მზად გაქვთ ერთი, ორი ან სამი ფილმის სახით. რას აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას? რეჟისურა? შინაარსი? მუსიკა? მსახიობების ოსტატობა? ფერები? თუ კადრები?
ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, ფილმმა აღმაფრთოვანოს. ძლიერი და სასიამოვნო ემოციები გამოიწვიოს. მეორე დილას, თვალს რომ გავახელ, ისევ ამ ფილმზე ვფიქრობდე. მესამე დღესაც. მახსენდებოდეს კადრები, მუსიკა, პერსონაჟის ღიმილი თუ ქმედება. მინდოდეს, კიდევ ვნახო, მაგრამ თავს ვიკავებდე; ამ მოლოდინს ვახანგრძლივებდე, რომ დროის გასვლასთან ერთად, მივიწყებული ემოციები ისევ ძლიერად, ქარიშხალივით გააღვიძოს ზედმეტი დრამატიზმის, ექშენის გარეშე, მარტივად.
და მთავარი - ცვლილებების სურვილი. თუ ფილმი ჩემში ცვლილებებს ახდენს, მინდება, ცოტა უკეთესი, ან უფრო სხვანაირი ვიყო, ვიდრე მანამდე ვიყავი. სხვა თვალით შევხედო ჩემს ცხოვრებას, სხვების ცხოვრებას, ადამიანებს.. უფრო მეტად შემწყნარებელი გავხდე და მეტად გავუგო სხვებს.
თუ ამ ყველაფერს ერთად ახერხებს ფილმი, მაშინ ვხვდები, რომ თამამად შემიძლია, დაუფიქრებლად, ყოყმანის და ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე ვუპასუხო კითხვაზე - შენი საყვარელი ფილმი რომელია?
ამჟამად ორი საყვარელი ფილმი მაქვს:
1) ამელი
და
2) პატერსონი
არა, ამ ფილმებზე არაფრის დაწერას ვაპირებ. ხომ ვთქვი, ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე ვპასუხობ-მეთქი :)
Subscribe to:
Posts (Atom)