დღეს ვილაში დავბრუნდი. ვერავინ მიხვდება, რამდენ დარდს იტევს ეს სამსიტყვიანი წინადადება - დღეს ვილაში დავბრუნდი. იმაზე ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა და იმაზე რთულად ვუმკლავდები, ვიდრე მეგონა, გავუმკლავდებოდი. ვიცი, რომ რამდენიმე დღეში გაივლის, უბრალოდ ახალ გარემოსთან ადაპტაცია მჭირდება. მაგრამ ახლა და აქ, ამ პატარა ოთახში, ეს დრო რომ მიიზლაზნება, ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორც პატარა ბავშვს, რომელსაც შუა თამაშისას ყველა სათამაშო წაართვეს.
იმდენად დამთრგუნა აქ დაბრუნებამ, მთელი დღე ვფიქრობდი, "საღამოს იმ სახლში აღარ ვბრუნდები. ვილაში უნდა წავიდე." ლექციების მერე მოვდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. ბარგი ოთახში დავაბინავე, სამზარეულოში ჩასულმა მოღუშულმა დავაწერე ჩემი სახელი ურნებს და არავისთვის არ გამიღიმია (თან, უმეტესობა უცხოა) და სწრაფად ამოვბრუნდი უკან, ოთახში. სავახშმოდაც არ ჩავსულვარ, მხოლოდ სნექები ვიყიდე და ჩუმად ამოვედი ოთახში. "ფრენდსი" ჩავრთე, ვჭამე ჩიფსები, დავაყოლე დოქტორ პეპერი და ცოტა გულზე მომეშვა. ხანდახან, ძალიან იშვიათად, ჯანქ ფუდია ერთადერთი გამოსავალი.
ხვალ ჯიმში წავალ და ჯანსაღ ცხოვრებას დავუბრუნდები.
დღეს კი, ამ პატარა, დახუთულ ოთახში, დრო ძალიან ნელა გადის.
თავს ჩააგონე, ვილა ყიყლიყოა თქო :) და დროც მალე გავა.
ReplyDeleteმეც მქონდა მსგავსი (?) გამოცდილება ჩემს სტუდენტთა სახლში. ზოგი ერთი სემესტრით იყო, ძალიან დავმეგობრდით და როცა წავიდნენ, სახლში მოწყენილობა და სიცარიელე ჩამოწვა. მახსოვს, როგორ განვიცადე მაშინ.
<3