დეკემბერი მიყვარს. ბევრზე ბევრი ციმციმა ნათურა. მოლოდინი. ამ თვეში ყველაზე მეტად მჯერა ჯადოსნობის. ყველაზე მეტად მჯერა ცხელი შოკოლადის, ჩახუტების და კოცნის. თოვლისაც უფრო მეტად მჯერა, რომ დადებს, თბილისში :) მიყვარს ქუჩებში აჩქარებული ნაბიჯით მოსიარულე ადამიანები. თბილისის ეგ ტემპი მიყვარს, წინასაახალწლო.
მიყვარს, სახლში რომ ვსხედვართ მე და დედა, ის თავისთვის უზის ლეპტოპს, მე - ჩემთვის და უცებ, ვეტყვი - დე, მოდი საახალწლო მენიუ მოვიფიქროთ - და იმასაც თვალები გაუბრწყინდება, ტაშს შემოჰკრავს (მართლა) და მეტყვის - მოდი!
ყოველ წელს თითქმის ერთნაირი მენიუ გვაქვს, მაგრამ ჩვენ მაინც ფურცელზე ჩამოვწერთ ხოლმე და გვიხარია, როცა უკვე თვალსაჩინო ხდება ეს "ტოლმა" და "საცივი", "გოზინაყი" და "კანფეტები".
მამა და მიშკა ჩვენი საახალწლო ჟრიამულისგან განსხვავებით, თავშეკავებულები არიან. მე რომ ნაძვის ხის სურათს გავუგზავნი მიშკას, ყოჩაღ-ო მომწერს, იმაზე, რომ მოვრთე. 12 საათზე, მამა შამპანურს რომ გახსნის, ოდნავ იღიმება, როცა დედა აღტაცებული სათითაოდ გვკოცნის ყველას და გოზინაყის პატარა ნაჭრებს გვაჭმევს.
არც 2016-ის შეჯამებას ვაკეთებ და არც 2017-ის მოლოდინებს ვწერ. პაჟივიომ, უვიძიმ, როგორც ერთ ფილმში იტყოდნენ :)
Wednesday, December 14, 2016
Friday, November 11, 2016
Move forward
პარასკევი საღამოები გახდა must go out საღამოები, რაღაცნაირად ეგეთი იარლიყი მიენიჭა. მე კიდევ მაინცდამაინც პარასკევობით მინდა ყველაზე მეტად სახლში მიყუჟვა, ღამის სანათის ჩართვა და რამე ძველი, ტკბილი სერიალის ნახვა. თავიდან სინდისი მქენჯნიდა, ჩემს თავს შევძახებდი - "ნატალია! პარასკევია, სადმე წადი, გაერთე." მერე უცებ დავფიქრი, რომ რატომ უნდა წავსულიყავი სადმე, თუ არ მინდოდა. მხოლოდ იმიტომ, რომ პარასკევია? სისულელე.
ახლა სრულიად სუფთა სინდისით, ვზივარ სახლში და ვუსმენ ახალ სიმღერას, რომელიც იუთუბმა შემომთავაზა.
შემსრულებლის სახელი - Goapele წარმოითქმის როგორც "გვაპალეი". ხომ ლამაზი ჟღერადობა აქვს? "წინ იარე"-ს ნიშნავს ერთ-ერთ სამხრეთ აფრიკულ ენაზე. ასეთ სიმბოლოებს სულ ცოტათი მაინც ვანიჭებ მნიშვნელობას. თან ეს სიმღერა ძალიან უხდება მიყუჟულ და ღამის სანათიან პარასკევ საღამოებს.
ყველას თავის პარასკევი საღამო აქვს :)

Tuesday, November 8, 2016
Querencia
შარშან ამ დროს ჩემს Querencia-ს ვეძებდი. კიდევ ერთხელ განვმარტავ ამ ტერმინს: კერენსია არის ადგილი, სადაც თავს მშვიდად, უსაფრთხოდ გრძნობ. ეს არაა რამე კონკრეტული, ფიზიკური ადგილი. უფრო შეგრძნებაა. მოკლედ, ის მდგომარეობაა, რომელიც დღეს მგონი არავის გვაქვს.
შეიძლება ითქვას, რომ შარშანდელზე უკეთეს მდგომარეობაში ვარ. ამით ვხარობ, იმიტომ, რომ თუ გადავხედავთ, ადამიანი რაც უფრო იზრდება, მით უფრო უჭირს კარგად ყოფნა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვარ. შეიძლება არ უნდა განვაზოგადო. მაგრამ ლაღი და უზრუნველი ადამიანების პოვნა ისეთი რთულია, რომ ემპირიული დაკვირვებითაც ადვილია დასკვნების გამოტანა.
ხანდახან განსაკუთრებით მეშინია ხოლმე, რომ უფრო და უფრო ცივი და შეუბრალებელი ვხდები, ემპათიის უნარი მიქვეითდება და რაღაც მომენტებში საკუთარი თავის გამოჭერა, რომ უბრალოდ არ მადარდებს სხვები, ძალიან მაშინებს.
მგონია, რომ ეს გარემოს ბრალია. როგორც იცვლება საზოგადოება, ისევე ადაპტირდება ამ საზოგადოების წევრი ყველა ადამიანი. მათ შორის, მეც. სოც.ქსელებში ხალხს ვაკვირდები და, რაც უფრო cool ხარ, რაც უფრო ნაკლებად მოგეწონება რამე და მეტად გააკრიკიტებ, უფრო კაი ტიპი იქნები. თუ რამე ახალი ფილმი გამოვიდა, რომელიც ყველას მოწონს, შენ აუცილებლად უნდა თქვა რომ "ცუდი არ იყო, თუმცა არც გადაირიე" "ნორმალური იყო" "არაუშავდა" და არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოგცდეს, რომ მოგეწონა. არა, კი არ მოწონთ და მალავენ, არც კი იწონებენ, იმიტომ რომ იციან, რომ მოწონება უკვე მასაში გარევას ნიშნავს, ეს კი არც ისე cool არის. ისე არ იფიქროთ, თითქოს ყველას ერთ ქვაბში ვხარშავდე. რა თქმა უნდა, გამონაკლისი ყველგანაა. აი ახლა ამას იმიტომ ვხსნი, რომ ვიღაც საკუთარ თავზე მიიღებს ზემოთქმულს და გაბრაზდება. ამიტომ არავინ რომ არ დავაზარალო, აქვე აღვნიშნავ, რომ შეიძლება შენ, ვინც ამას კითხულობ, იმ გამონაკლისებში შედიოდე და მართლა არ მოგეწონოს რომელიმე ფილმი ან წიგნი.
ასევე, ადამიანებს აღარ შეუძლიათ ისიამოვნონ რაღაცით ისე, რომ ვინმეს ნიშნი არ მოუგონ. აი, მარტივი მაგალითი - შემოდგომა რომ დადგა და აგრილდა, იმაზე კი არ წერდნენ, რომ რა კარგია, აგრილდა, აღარ ცხელა, არამედ იმ ხალხს მიმართეს, ვისაც სიცხე უყვარდა, აბა ახლა როგორ ხართო, ზაფხულში რომ ტვინი წაიღეთ ამ სიცხითო. მოკლედ, ხომ ხვდებით რასაც ვამბობ.
მე არ მინდა, ეგეთი ვიყო. ალბათ ვარ ხოლმე, მაგრამ მინდა დროულად მივხვდე და გამოვასწორო. როგორც ადრე ვცდილობდი უკეთეს ადამიანად გახდომას, მუდმივად ვმუშაობდი ამაზე, ისევ ისე მინდა გავაგრძელო.
მინდა, რომ არ დავკარგი წვრილმანებით აღტაცების უნარი.
ბედნიერება ხომ დეტალებშია.
მინდა, პირველი თოვლის დანახვისას პირველი ემოცია სიხარული იყოს და არა - "ამ ამინდში სამსახურში რა წავა".
მინდა, რაფაელ ნადალის წაგებებზე გულში ისევ რაღაც ჩამწყდეს, მოგებისას კი ეიფორიას და გულის აჩქარებას ვგრძნობდე.
მინდა, წიგნის კითხვისას ისევ ისე ვეფლობოდე სიუჟეტში, როგორც ბავშვობისას. ლამის სხეულით ვიძირებოდე და არ მესმოდეს, გარშემო რა ხდება, ისევ სადღაც შორიდან ჩამესმას, როგორ მეძახის დედა მეათედ, რომ გამაგონოს.
მინდა ისევ საშინელ გულისწყვეტას ვგრძნობდე, მეგობარი თუ შეხვედრაზე უარს მეტყვის და პირიქით, თუ დამთანხმდებიან, ერთი სული მქონდეს, შეხვედრის დრო როდის მოვა.
მინდა ისევ მახარებდეს ქუჩაში სიმპათიური ყმაწვილის მზერას თუ დავიჭერ. ჰო, ასეთი სასაცილო წვრილმანებით გახარებაც მინდა.
ჩამავალი მზის სხივებით განათებული კორპუსების ესთეტიკით აღფრთოვანება მინდა. კიდევ ზამთრის საღამოებში, ცხელი შოკოლადით ხელში ქუჩაში სიარული და სიხარულის შეგრძნება. პიცის პირველი ლუკმის მოკბეჩისას, დამდნარი ყველი და ცხელი ტომატი რომ ენას დაგწვავს და გაიფიქრებ - "ღმერთო, ამ ჯერზეც ისევ ისეთი სასიამოვნოა". საყვარელი სერიალის ასჯერ ნანახი საყვარელი მომენტის ასმეერთედ ნახვისას ცრემლების გადმოყრა. მეგობართან ერთად გულისწასვლამდე სიცილი. წამიერი ბედნიერების განცდა უმიზეზოდ.
აი, ასეთი რამეების დაკარგვის მეშინია :)

Tuesday, November 1, 2016
გავრცელებული სტერეოტიპები:
1. შენ ბევრ საჭმლის ფოტოს დებ, ესე იგი ბევრს ჭამ.
- არა, არ ვჭამ ბევრს. გემრიელად ჭამა რომ მიყვარს და ჩემთვის სულერთი არაა, რას ჩავიყრი მუცელში, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ბევრს ვჭამ.
2. პირველი სტერეოტიპიდან გამომდინარე - რა გენაღვლება, ამდენს ჭამ და არ სუქდები.
- იმიტომ არ ვსუქდები, რომ სინამდვილეში ცოტას ვჭამ. კიდევ იმიტომ არ ვსუქდები, რომ ვვარჯიშობ.
3. შენი პრობლემები მოგვცა რა! რეებზე დარდობ.
- ნეტავ მართლა მოგცათ :) ყველაზე მძიმე და ცუდ საწუხარზე ხმამაღლა არასდროს ვლაპარაკობ. ამიტომ, ჩემგან მხოლოდ იმაზე წუწუნს მოისმენთ, რომ სახლში ყავა გამითავდა ან რამე გემრიელი ნამცხვარი მენატრება. რეალურ პრობლემებზე ასე საჯაროდ ვერ ვლაპარაკობ, ბოდიში.
4. ეს ხომ სულ საჭმელზე ფიქრობს/ეგ სიმღერა/ფილმი/ნაწარმოები როგორ არ იცი? :თვალებისგადატრიალება:
- ის, რომ საკუთარ თავზე ხუმრობა შემიძლია, დაუფარავად ვამბობ, რაც არ ვიცი და არასდროს მომრიდებია ამის აღიარება, არ გაძლევთ უფლებას, რომ იგივე ინტენსივობით მეხუმროთ/დამცინოთ.
ვიცი, რომ ძალიან თინეიჯერული და ცოტა გაბრაზებული პოსტიცაა, მაგრამ ვფიქრობ, ეს საუკეთესო გზაა ბევრ ადამიანთან სათქმელის მისატანად :)
Wednesday, August 31, 2016
ძვირფას მეგობარს, წერილი # ზაფხულის ბოლო დღე
ყველაზე მეტად არ მიყვარს, ჩემს თავს რომ ვკარგავ. ასეთ დროს მეგობრებსაც ვეღარ მივმართავ ხოლმე. რა უნდა ვუთხრა, არც ვიცი. ნამდვილი ლექსი გრეი ვარ და ეს სულაც არ არის კარგი.
დედლაინები მელოდება და მე ამ დროს ყველაფერი საშინლად მეზარება.
ყველაფერში იგულისხმება ყველაფერი.
მინდა, რომ მთელი დღე საწოლზე ვიწვე და არაფერი ვაკეთო. იუთუბზე სინდარინის გაკვეთილები მიდიოდეს და შიგადაშიგ ვუსმენდე.
წინა პარასკევს, დღის ბოლოს, სამსახურის კიბეებზე რომ ჩავდიოდი, ვიფიქრე, რომ აი ასე, ყოველგვარი მიზეზების გარეშე, ბედნიერი ვარ. ახალგაზრდა ვარ, ცხოვრება ათასი შესაძლებლობითაა სავსე და პარასკევი საღამოა-მეთქი. იმავე ღამეს, სრულიად მოულოდნელად, ბათუმში წავედი. ჩემს საყვარელ ქალაქში.
ახლა კი ასე ვარ. ტყუილად არ მეშინია ხოლმე ბედნიერების : )

Sunday, August 14, 2016
თქვენი ბედნიერება როგორია?
ახლა ვფიქრობდი, ბედნიერების როგორ სხვადასხვანაირი აღქმა გვაქვს ყველას. მე რომ ვიღაც სრულიად უბედურად შეიძლება მეჩვენებოდეს, თავისი ცხოვრების გამო, შესაძლოა ის ამ დროს აბსოლუტურ ჰარმონიაში იყოს და აზრადაც არ მოსდიოდეს, რომ ვიღაცის თვალში უბედური ჩანს. არა, უბედური ჩანს ცუდი ფორმულირებაა. ვიღაცისთვის მისი ცხოვრების წესი უბედურებად აღიქმება - ალბათ ეს უფრო სწორია. ყველა ხომ თავისი point of view-დან უყურებს ყველაფერს. კი, ვცდილობთ რომ სხვის კანშიც შევძვრეთ და გავუგოთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც საკუთარი, სუბიექტური აზრი გვაქვს ყველაფერზე. ამიტომ ბედნიერად ისეთი ადამიანები შეიძლება მომეჩვენოს, ვისი ბედნიერებაც ჩემთვისაც ბედნიერება იქნებოდა. არა, ვერ ვხსნი სწორად. ვისი ყოველდღიური საქმიანობა, ვისი ცხოვრების წესიც ჩემთვისაც მისაღებია ბედნიერების მისაღწევად.
ამას ვწერ და მერე მახსენდება, რომ ყოველთვის ვამბობდი (და ახლაც ვამბობ, აზრი არ შემიცვლია), მთავარია, რომ თავი იგრძნო ბედნიერად, მთავარია განცდა, რომ კარგად ხარ. არ აქვს მნიშვნელობა, რა საქმიანობით, რა ცხოვრების წესით მიაღწევ ამას. მთავარია შენი საქმიანობით სხვა არ დაზარალდეს. ანუ, ვიღაც ბედნიერია იმით, რომ ქმარი და შვილები ჰყავს. მე ამით ახლა ვერ ვიქნებოდი ბედნიერი. მაგრამ მე რომ single ვარ და შემიძლია ვისთანაც მინდა, მასთან მქონდეს ფლირტი, ან უბრალოდ, ბიჭების გარეშეც ვიყო ბედნიერი, იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც დაოჯახებულის ბედნიერება ჩემს ბედნიერებაზე ნაკლებია. და პირიქით.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ბედნიერება პირდაპირ ასოცირებულია დაოჯახებასთან და ამიტომ, პირობითად, ჩემსა და ვინმე ჩემი ასაკის, დაოჯახებულ გოგოს შორის, საქართველოს სტანდარტებით, ჩემზე ბედნიერად დაოჯახებული გოგო მიიჩნევა.
თუმცა ერთ რამეში ზუსტად ვარ დარწმუნებული - single ადამიანებს ბევრად მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე დაოჯახებულ და შვილიან ადამიანებს. თუმცა არც აქ არის მთლად ასე მარტივად საქმე და საერთოდ, არაფრის კატეგორიებად დაყოფა არ შეიძლება, იმიტომ რომ აუთლაიერი ყველგან მოიძებნება.
ხოდა ასე. მე მაინც მგონია, რომ საბოლოოდ ყველა საკუთარი თავის ძიებაში ვართ, საპირისპირო სქესთან ურთიერთობის დაწყებისას, თუ შვილის აღზრდისას. მთავარია, სხვისი უბედურების ან ცუდად ყოფნის ხარჯზე არ ვიპოვოთ ეს საკუთარი თავი :)
აი ახლა, ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს, რომ ზაფხულია, გარეთ ხვატია, ფანჯრები შემოხურული მაქვს, ფრიალა, ყვავილებიანი კაბა მაცვია და ეს სიცხეც კი მსიამოვნებს. დევენდრა ბანჰარტს ვუსმენ და უკვე გაციებულ თურქულ ყავას ვსვამ. ეს არის ჩემი ამჟამინდელი ბედნიერება. თქვენი როგორია?

Saturday, May 21, 2016
გდება
წეღან საწოლზე ვეგდე, Post Industrial Boys ვუსმენდი და მივხვდი, რომ ძაან მომენატრა ეგრე გდება და არაფერზე ფიქრი. აი რომ ხარ, და მეტი არაფერი. ზლაზნია დღეები რომაა, არსად გეჩქარება, არც უახლოესი თუ შორეული მომავლის გეგმების დაწყობით იწუხებ თავს და დღეში ხუთი-ექვსჯერ ჭამ.
მეც ავდექი და მწნილის ჭამით ამოვიხადე სული, ყავა სამჯერ დავლიე და გრეის ანატომიის ყურებაში ამოვიშრე თვალები.
ცოტა ხნის წინ, ბოლო ჭამისას, დედა გამოვიდა სამზარეულოში და ისიც შემომიერთდა, რაღაცას მელაპარაკებოდა, მე კიდე ინდუსტრიალ ბიჭების ტმ-ტტმ ტტ-ტტრმ, ტმ-ტტმ ტტ-ტტრმ რიტმში ცეკვა დავიწყე და თან ვფიქრობდი, როგორი მშვიდი საღამოა-მეთქი. აი, როგორც იმ ლექსშია.
ჰო, კიდევ, მთელი დღე ჩემი ძმის ჰუდი მეცვა. აბაზანაში შესვლამდე გავიხადე, დავკეცე და ისევ კარადაში დავდე. იმედია, ვერ მიხვდება, რომ ნაცვამია.

Wednesday, May 18, 2016
Rigid and stiff
"Feel it. The thing that you don’t want to feel. Feel it, and be free."
რამდენიმე დღის წინ, სადღაც წავიკითხე ეს. უცებ გონება გამინათდა. უკვე რამდენი ხანია ვიბრძვი, რომ არ ვიგრძნო. ყოველდღე მიწევს ამ ბრძოლის გადატანა. ისეთი რთულია, ისეთი, მგონია, ერთ დღესაც ვეღარ გავუძლებ და ათას ნაწილად დავიშლები.
ასე მგონია, ოკეანეში ვარ, ვერც წყლის ზედაპირზე ამოვდივარ, მაგრამ არც ბოლომდე ვიძირები. ჩემს თავს ვეუბნები, რომ მარტომ უნდა გავიარო ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ დღის ბოლოს ყველა მაინც მარტო რჩება ფიქრებთან, ვერავინ შემოვა შენს გონებაში და დაგიცავს ამ ფიქრებისგან. მაგრამ, როგორც ჩანს, არასწორად ვფიქრობ და ვერ გავდივარ მარტო. მთელი ძალებით, მთელი არსებით ვცდილობ არგრძნობას, მაგრამ არაფერი გამოდის. ალბათ უნდა შევწყვიტო წინააღმდეგობა, ფსკერამდე დავეშვა, ეს გრძნობებიც გავათავისუფლო, ერთიანად შევიგრძნო და მერე შევძლებ ზედაპირზე ამოყვინთვას.
ხოდა პირველი აქ ვაღიარებ. იქნებ ეს პოსტი გათავისუფლების დასაწყისი გახდეს.
Thursday, April 28, 2016
ნატალია ბეტმენი
გუშინ სამსახურის ლეპტოპს ვალაგებდი და ერთ ფოლდერში ვორდის დოკუმენტი ვიპოვე, ადრე მოთხრობის წერა დამიწყია. ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ მახსოვს კარგად, ნოემბერში დავიწყე, სოფელში. იქნებ დავამთავრო კიდეც.
მანამდე კი, ცეკვას დავუმეგობრდი. აქამდე მხოლოდ მიყვარდა, ახლა უკვე ვმეგობრობთ კიდეც. ოჰ, როგორ ვმეგობრობთ! მარტო ცეკვა საუკეთესო რამ ყოფილა : ) თვალები დახუჭული თუ გაქვს - კიდევ უკეთესი.
არ უნდა დავივიწყო, რომ I am Batman. I can do this.
საკუთარი თავის შეგონებები უფროა ეს პოსტები, ვიდრე სხვებისთვის წასაკითხი :) მაგრამ, ვფიქრობ, ბლოგებმა ეს ნიშა დაიკავეს ისედაც, სხვა ფუნქციები ჩამოშორდა. მარტო პირადი პოსტები უნდა ვწეროთ, სხვა გზა არაა.
სხვებმაც წერეთ რა.
პ.ს ძალიან მინდა, რომ დევენდრა ბანჰარტმა ჩემზე სიმღერა დაწეროს.

Sunday, April 17, 2016
Sing me and wake me
ძალიან ძნელია, განსაზღვრო, როდის იყავი ბედნიერი და როდის - უბედური. ცხადია, არ ვგულისხმობ განსაკუთრებულად დიდ ბედნიერებას ან უბედურებას. დრო გაივლის ხოლმე, გადავხედავ გასულ თვეებს და ვიტყვი - მაშინ რა ბედნიერი ვყოფილვარ-მეთქი. შეიძლება ადამიანს თავდაცვის მექანიზმი აქვს ეგეთი, მარტო კარგი შეგრძნებების დამახსოვრება. თითქოს მაშინ ძალიან გიჭირდა, გაურკვევლობაში იყავი, მაგრამ ახლა რომ იხსენებ, ფიქრობ, რომ ბედნიერი ყოფილხარ მაშინ.
კიდევ ერთს მივხვდი. ხანდახან ადამიანი კი არ გენატრება, უბრალოდ მასთან ერთად გატარებული დრო და ის, თუ როგორ გრძნობდი თავს მაშინ. ეს ალბათ კარგია, უკეთესია, ვიდრე ის, რომ თავად ადამიანი გენატრებოდეს.
ზამთრის მერე ძალების მოკრება ჯერ კიდევ მიჭირს, დღეები კი ამ სიმღერის ტემპში გადის.

Tuesday, March 29, 2016
ძვირფას მეგობარს, წერილი # 1456
რახან ვრცლად ვეღარ ვწერ, იოლ მეთოდს მივმართავ და პუნქტებად ჩამოვაყალიბებ.
ჩემზე:
- წიგნებს ვეღარ ვკითხულობ
- დროს ვერ ვანაწილებ სწორად
- ზაფხული ჯერ არ დამიგეგმავს (ალბათ ვერსად ვერ წავალ და იმიტომ)
- მომავალზე ფიქრის მეშინია
- ჩემი მეგობრები მენატრება, რომლებიც აქ არ არიან
ზოგადად:
- ყველანაირი ურთიერთობა ზედმეტად ვირტუალური გახდა.
- ფბ-ზე ბავშვის ფოტოები/ბავშვზე სტატუსები ლიდერობენ.
საქართველოში:
- ხალხი ბიძინას მიერ ხის გადატანაზე კაიფობს. გესმით? ხუმრობენ, ვიდეოებს აკეთებენ, იცინიან, გულს აყოლებენ. არადა ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, სევდიანი ამბავია რაც ბოლო პერიოდში მოხდა. ჩვენ ამ დროს ვიცინით, სეირს ვუყურებთ.
- საქართველოში ეკლესიაში გაჩენილ ხანძარზე ქილიკობენ ("აბა სად არის ახლა ღმერთი, ჰე ჰე ჰე?").
- აქ ისევ სექსიზმი მძვინვარებს. ყოველდღიურად ვაწყდებით წვრილმან (ხუმრობები "კუხნაზე", ფიზიკურ სისუსტეზე) თუ მსხვილმან პრობლემებს. საქართველოში ქალები ისევ კაცებზე ნაკლები ჰგონიათ.
- საქართველოში ქალებს იმით ებრძვიან, რომ ინფორმაციას უვრცელებენ, რომ მას სექსი აქვს.
აი, ასეთი პრობლემებია დღეს აქტუალური.
როგორც ჩემი მეგობარი, დათა იტყოდა, ანუ, ამ ქვეყანაში თუ ბოღმა, ჩათლახი და განდონი არ ხარ, უკვე კაი ტიპი ხარ რა.

Thursday, February 25, 2016
I am Batman. I can do this.
I'm fucking ok, ok?
სანამ ვზივარ და ლექციის დაწყებას ველოდები [ონლაინ ლექციაა. სახლში ვარ, ხალათშემოხვეული და საღეჭ რეზინ "Love is.."-ს (ანუ ლოვეს კევს) ვაღლაჭუნებ], ვცდილობ ყველანაირი ფორმით უსაქმურობა მოვასწრო - თამბლერი ვსქროლო, ფეისბუქზე უმიზნოდ დავალაიქო ერთი-ორი პოსტი და ბლოგროლს დავხედო.
ეს ფოტო არის ჩემი ამჟამინდელი ყოფის ილუსტრაცია. როგორც მანქანების ფარებია წაშლილი და ერთ დიდ ხაზად გადღაბნილი სიჩქარის გამო, ეგრე ვარ მეც. ბევრი რამე უნდა მოვასწრო.
ამიტომ, პოსტის პირველი წინადადება ზუსტად ისაა, როგორც ვარ. გესმით ხომ?

Saturday, January 16, 2016
#პოსტისსათაური
იანვრის 16, შაბათი. გარეთ მზიანი დღეა. ჩემს ოთახში ყავის და ციტრუსების სუნი დგას.
შუადღისკენ, ოთახის მილაგებას რომ მოვრჩი და ყავა დავისხი, მომინდა ჩამოვმჯდარიყავი ლეპტოპთან და ბლოგებისთვის ჩამომევლო. ზუსტად ისეთი პოსტების წაკითხვა მომენატრა, რაც ყველაზე ხშირად იწერებოდა (და კრიტიკდებოდა) ოდესღაც - დღეს ესა და ეს ვჭამე/დავლიე. ყოველდღიურობა, მოკლედ.
ბლოგზე რომ შემოვედი და უახლეს პოსტებს გადავხედე, აღმოჩნდა, რომ აღარავინ წერს. ამიტომ ისევ ოფისს ვუყურე. ერთ-ერთ საუკეთესო სატელევიზიო შოუს ისტორიაში. ბოლო სეზონზე ვარ უკვე და რომ მოვრჩები, იმ სიცარიელის შეგრძნება არ მინდა, "ახლა რაღას ვუყურო"-ს რომ მოაქვს.
ფილმებს ვეღარ ვუყურებ. ბევრი ვიცი, ვინც იგივეთი იტანჯება. ალბათ სერიალების ბრალია. უფრო მცირე ხანგრძლივობისაა თითქოს, მაგრამ ერთდროულად იმდენ სერიას ვუყურებ, საბოლოოდ არაერთ ფილმს რომ ვნახავდი.
ორშაბათის ლექციისთვის რაღაც მაქვს მოსამზადებელი და უკვე შევუდექი პროკრასტინაციას - ჩავმოვსქროლე ფეისბუქი და თამბლერი, გადავამოწმე ყველა მეილი, იუთუბზე ჩავრთე უცნობი რექომენდიდ სიმღერა (იხ.პოსტის ბოლოში), დავიწყე ამ პოსტის წერა. Damn, I'm really good at procrastinating.
ყოველ წუთს თითებს ვყნოსავ, ფორთოხალ-მანდარინის სუნი მაქვს და ტუჩებზე ჯერ კიდევ შემომრჩა ფორთოხლის მომჟავო, მწკლარტე გემო. წუხანდელი სიზმარი არ მინდა მახსენდებოდეს (არაფერი პერვერტული) ყოველ წუთს. როგორც სჩანს, ჩემს ქვეცნობიერს ძალიან უყვარს რაღაცების შელამაზება და სიზმარში შემოპარება.

Subscribe to:
Posts (Atom)