Tuesday, March 29, 2016

ძვირფას მეგობარს, წერილი # 1456

რახან ვრცლად ვეღარ ვწერ, იოლ მეთოდს მივმართავ და პუნქტებად ჩამოვაყალიბებ.

ჩემზე:

- წიგნებს ვეღარ ვკითხულობ
- დროს ვერ ვანაწილებ სწორად
- ზაფხული ჯერ არ დამიგეგმავს (ალბათ ვერსად ვერ წავალ და იმიტომ)
- მომავალზე ფიქრის მეშინია
- ჩემი მეგობრები მენატრება, რომლებიც აქ არ არიან

ზოგადად:

 - ყველანაირი ურთიერთობა ზედმეტად ვირტუალური გახდა.
- ფბ-ზე ბავშვის ფოტოები/ბავშვზე სტატუსები ლიდერობენ.

საქართველოში:

 -  ხალხი ბიძინას მიერ ხის გადატანაზე კაიფობს. გესმით? ხუმრობენ, ვიდეოებს აკეთებენ, იცინიან, გულს აყოლებენ. არადა ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, სევდიანი ამბავია რაც ბოლო პერიოდში მოხდა. ჩვენ ამ დროს ვიცინით, სეირს ვუყურებთ.

 - საქართველოში ეკლესიაში გაჩენილ ხანძარზე ქილიკობენ ("აბა სად არის ახლა ღმერთი, ჰე ჰე ჰე?").

 -  აქ ისევ სექსიზმი მძვინვარებს. ყოველდღიურად ვაწყდებით წვრილმან (ხუმრობები "კუხნაზე", ფიზიკურ სისუსტეზე) თუ მსხვილმან პრობლემებს. საქართველოში ქალები ისევ კაცებზე ნაკლები ჰგონიათ.

 - საქართველოში ქალებს იმით ებრძვიან, რომ ინფორმაციას უვრცელებენ, რომ მას სექსი აქვს.

 აი, ასეთი პრობლემებია დღეს აქტუალური.


როგორც ჩემი მეგობარი, დათა იტყოდა, ანუ, ამ ქვეყანაში თუ ბოღმა, ჩათლახი და განდონი არ ხარ, უკვე კაი ტიპი ხარ რა.

9 comments:

  1. მარტის სათქმელი აუცილებლად უნდა თქმულიყო აქ :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰო :))
      გამიხარდა შენი კომენტარი როდე ^_^

      Delete
  2. საოცრად მომბეზრდა ცხოვრება, რომელიც ასე დაემგვანა ვირტუალურს, დაშორდა რეალურს.
    საოცრად მინდა მივიღო წერილი, ხელით დაწერილი, ჩემთვის დაწერილი, თუნდაც მოკლე და ნახევარ გვერდიანი,ოღონდ ,,ცოცხალი", ნამდვილი, გულწრფელი...

    ReplyDelete
    Replies
    1. უნდა დავამატო, რომ პოსტი ძალიან მომეწონა.

      Delete
    2. დიდი მადლობა, ირინა <3

      Delete
  3. ძალიან კარგი ფორმით გვითხარი საჭირო რამეები! :*

    ReplyDelete
  4. Natalia rogor momenatra sheni postebi !! :)

    ReplyDelete
  5. Replies
    1. დიდი მადლობა, ძალიან გამიხარდა :)

      Delete