Sunday, April 17, 2016

Sing me and wake me

 ძალიან ძნელია, განსაზღვრო, როდის იყავი ბედნიერი და როდის - უბედური. ცხადია,  არ ვგულისხმობ განსაკუთრებულად დიდ ბედნიერებას ან უბედურებას. დრო გაივლის ხოლმე, გადავხედავ გასულ თვეებს და ვიტყვი - მაშინ რა ბედნიერი ვყოფილვარ-მეთქი. შეიძლება ადამიანს თავდაცვის მექანიზმი აქვს ეგეთი, მარტო კარგი შეგრძნებების დამახსოვრება. თითქოს მაშინ ძალიან გიჭირდა, გაურკვევლობაში იყავი, მაგრამ ახლა რომ იხსენებ, ფიქრობ, რომ ბედნიერი ყოფილხარ მაშინ.

 კიდევ ერთს მივხვდი. ხანდახან ადამიანი კი არ გენატრება, უბრალოდ მასთან ერთად გატარებული დრო და ის, თუ როგორ გრძნობდი თავს მაშინ. ეს ალბათ კარგია, უკეთესია, ვიდრე ის, რომ თავად ადამიანი გენატრებოდეს.

ზამთრის მერე ძალების მოკრება ჯერ კიდევ მიჭირს, დღეები კი ამ სიმღერის ტემპში გადის.

5 comments:

  1. ესეთ რაღაცებზე ერთი მომენტი მახსენდება
    გერმანიაში ერთხელ სეირნობისას მახსოვს გავჩერდი და ის მომენტი დავიმახსოვრე, როცა ყველაფერი კარგად იყო, არაფერი განსაკუთრებული საზრუნავი არ გამაჩნდა, ყველაფერი რიგზე იყო, განსაკუთრებულად ბედნიერი არ ვყოფილვარ მაგრამ მშვიდად და სტაბილურად კარგად ვიყავი
    რამდენიმე ეგეთი მომენტი მახსოვს, რომელიც სპეციალურად დავიმახსოვრე : )

    ReplyDelete
    Replies
    1. მე ეგეთი ერთი მახსენდება ყოველთვის - სტამბულში. ყველაფერი კარგად იყო და სიხარულით ვიყავი სავსე. ბედნიერებაზე როცა ვფიქრობ, სულ ეგ მომენტი მახსენდება :)

      Delete
  2. აუ რამდენი გამახსენდა ახლა კარგი მომენტები

    ReplyDelete
  3. მეც მაქვს მომენტი, როცა კონკრეტული დრო მენატრება იმ ადამიანეთან ერთად ვინც მაშინ იყო.
    თუმცა, როცა ადამიანი გენატრება ეს იმას ნიშნავს, რომ მასთან ადრეც და ახლაც და ყოველთვის კარგად გრძნობ თავს ...

    ReplyDelete
  4. ეს ჩარლის საყვარელი სიმღერა არ იყო ? სულ ამას ახსენებს წიგნში.
    რა კარგი მომენტები გაიხსენე <3

    ReplyDelete