დეკემბერი მიყვარს. ბევრზე ბევრი ციმციმა ნათურა. მოლოდინი. ამ თვეში ყველაზე მეტად მჯერა ჯადოსნობის. ყველაზე მეტად მჯერა ცხელი შოკოლადის, ჩახუტების და კოცნის. თოვლისაც უფრო მეტად მჯერა, რომ დადებს, თბილისში :) მიყვარს ქუჩებში აჩქარებული ნაბიჯით მოსიარულე ადამიანები. თბილისის ეგ ტემპი მიყვარს, წინასაახალწლო.
მიყვარს, სახლში რომ ვსხედვართ მე და დედა, ის თავისთვის უზის ლეპტოპს, მე - ჩემთვის და უცებ, ვეტყვი - დე, მოდი საახალწლო მენიუ მოვიფიქროთ - და იმასაც თვალები გაუბრწყინდება, ტაშს შემოჰკრავს (მართლა) და მეტყვის - მოდი!
ყოველ წელს თითქმის ერთნაირი მენიუ გვაქვს, მაგრამ ჩვენ მაინც ფურცელზე ჩამოვწერთ ხოლმე და გვიხარია, როცა უკვე თვალსაჩინო ხდება ეს "ტოლმა" და "საცივი", "გოზინაყი" და "კანფეტები".
მამა და მიშკა ჩვენი საახალწლო ჟრიამულისგან განსხვავებით, თავშეკავებულები არიან. მე რომ ნაძვის ხის სურათს გავუგზავნი მიშკას, ყოჩაღ-ო მომწერს, იმაზე, რომ მოვრთე. 12 საათზე, მამა შამპანურს რომ გახსნის, ოდნავ იღიმება, როცა დედა აღტაცებული სათითაოდ გვკოცნის ყველას და გოზინაყის პატარა ნაჭრებს გვაჭმევს.
არც 2016-ის შეჯამებას ვაკეთებ და არც 2017-ის მოლოდინებს ვწერ. პაჟივიომ, უვიძიმ, როგორც ერთ ფილმში იტყოდნენ :)
მეც მიყვარს ციმციმა შუქები და მოლოდინი, რა კარგად აღწერე სახლის სიტუაცია! <3 <3
ReplyDeleteწელს ნაძვისხის მორთულობა კიდევ უფრო ძვირია, ვიდრე შარშან, მაგრამ რამდენიმე სათამაშო მაინც ვიყიდე.
Deleteმე ჯერ არ გავსულვარ საყიდლებზე, კიდევ გაძვირდა? :/
Deleteეროვნული ვალუტა :)
Deleteმეც მიყვარს დეკემბერი, წლის ბოლო თვე, ზამთრის - პირველი და საახალწლო მზადებასთან ასოცირებული <3
ReplyDeleteერთ ფილმში <3
ReplyDeleteმიყვარხარ ♡
უი, ეს ახლა ვნახე. მეც მიყვარხარ! <3
Delete