Tuesday, February 28, 2017

2017

რაღა დროს 2017-ის პოსტია, მაგრამ რაღაც რომ გღრღნის და არ გასვენებს ადამიანს, თითქოს აუცილებელია, დაწერო, ახალი წელი დადგა და ახალი მოლოდინებით ვხვდებიო. თან, ამის დაწერას არც ვაპირებ.


ეს ფოტო ჩემზეა. იმდენად ყველა აგინებდა და აფურთხებდა 2016-ს, ცოტა შემეშინდა ხმამაღლა მეთქვა, რომ კარგი წელი მქონდა. ახლა, როცა ემოციები ჩამცხრალია და დაძველებული, უკვე ვაჟღერებ, რომ 2016 წელი ჩემთვის კარგი იყო და თქვენ თუ ცუდად მოგექცათ, ჩემი ბრალი არ არის.

ცოტა ხნის წინ, ფეისბუქზე ამ წლის გეგმები დავაწყვე. "გეგმები" ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თავიდან ვიღლაბუცე, მაგრამ რომ დავწერე და გამოვაქვეყნე, მერე ვთქვი, რომ რატომაც არა, ლუქზ ლაიქ ე ფლენ თუ მი.

მაშ ასე, 2017 წლის განმავლობაში მინდა, რომ ვისწავლო:

1. მარცხენა თვალის დამოუკიდებლად დახუჭვა
2. მანქანის მართვა
3. ცურვა
4. იარაღიდან სროლა
5. ტვერკინგი (Well...)
6. სინდარინი (წელს მაინც, man!)
7. Beef wellington-ის მომზადება
8. ქინძის და ოხრახუშის ერთმანეთისგან გარჩევა
9. SAS
10. Kickboxing
11. წყლის სმა

(80%-იან შედეგს თუ დავდებ, უკვე კარგი იქნება. - ავტ.შენიშვნა)

სხვათა შორის, უკვე წინ მივიწევ, რამდენიმე პუნქტი in progress არის.

შეგიძლიათ, წარმატებები მისურვოთ.

6 comments:

  1. წარმატებები!

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, როდე <3

      Delete
  2. ძვირფასი ლისთია :)

    წარმატებები <3

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, ძვირფასო კიწი <3

      Delete
  3. სასწაული ლისთია 😀
    Sas და სინდარინი რეებია, არ ვიცი.

    ReplyDelete
    Replies
    1. სინდარინი ეერთ-ერთი ელფური ენაა და SAS - სტატისტიკური ანალიზის პროგრამა :დ

      Delete