პარასკევი საღამოები გახდა must go out საღამოები, რაღაცნაირად ეგეთი იარლიყი მიენიჭა. მე კიდევ მაინცდამაინც პარასკევობით მინდა ყველაზე მეტად სახლში მიყუჟვა, ღამის სანათის ჩართვა და რამე ძველი, ტკბილი სერიალის ნახვა. თავიდან სინდისი მქენჯნიდა, ჩემს თავს შევძახებდი - "ნატალია! პარასკევია, სადმე წადი, გაერთე." მერე უცებ დავფიქრი, რომ რატომ უნდა წავსულიყავი სადმე, თუ არ მინდოდა. მხოლოდ იმიტომ, რომ პარასკევია? სისულელე.
ახლა სრულიად სუფთა სინდისით, ვზივარ სახლში და ვუსმენ ახალ სიმღერას, რომელიც იუთუბმა შემომთავაზა.
შემსრულებლის სახელი - Goapele წარმოითქმის როგორც "გვაპალეი". ხომ ლამაზი ჟღერადობა აქვს? "წინ იარე"-ს ნიშნავს ერთ-ერთ სამხრეთ აფრიკულ ენაზე. ასეთ სიმბოლოებს სულ ცოტათი მაინც ვანიჭებ მნიშვნელობას. თან ეს სიმღერა ძალიან უხდება მიყუჟულ და ღამის სანათიან პარასკევ საღამოებს.
ყველას თავის პარასკევი საღამო აქვს :)
2 ბლოგი რო გქონია შენ, რატო გავქს გაყოფილი? <3
ReplyDeleteპ.ს ეგეთი პარასკეობის უფლება მარტო ხანდახან უნდა მივცეთ-ხოლმე საკუთარ თავებს ya tak dumayu :3
აქ პირად პოსტებს ვწერ და იქ უფრო თემატურს ^_^
Delete<3
Delete