Tuesday, November 1, 2016
გავრცელებული სტერეოტიპები:
1. შენ ბევრ საჭმლის ფოტოს დებ, ესე იგი ბევრს ჭამ.
- არა, არ ვჭამ ბევრს. გემრიელად ჭამა რომ მიყვარს და ჩემთვის სულერთი არაა, რას ჩავიყრი მუცელში, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ბევრს ვჭამ.
2. პირველი სტერეოტიპიდან გამომდინარე - რა გენაღვლება, ამდენს ჭამ და არ სუქდები.
- იმიტომ არ ვსუქდები, რომ სინამდვილეში ცოტას ვჭამ. კიდევ იმიტომ არ ვსუქდები, რომ ვვარჯიშობ.
3. შენი პრობლემები მოგვცა რა! რეებზე დარდობ.
- ნეტავ მართლა მოგცათ :) ყველაზე მძიმე და ცუდ საწუხარზე ხმამაღლა არასდროს ვლაპარაკობ. ამიტომ, ჩემგან მხოლოდ იმაზე წუწუნს მოისმენთ, რომ სახლში ყავა გამითავდა ან რამე გემრიელი ნამცხვარი მენატრება. რეალურ პრობლემებზე ასე საჯაროდ ვერ ვლაპარაკობ, ბოდიში.
4. ეს ხომ სულ საჭმელზე ფიქრობს/ეგ სიმღერა/ფილმი/ნაწარმოები როგორ არ იცი? :თვალებისგადატრიალება:
- ის, რომ საკუთარ თავზე ხუმრობა შემიძლია, დაუფარავად ვამბობ, რაც არ ვიცი და არასდროს მომრიდებია ამის აღიარება, არ გაძლევთ უფლებას, რომ იგივე ინტენსივობით მეხუმროთ/დამცინოთ.
ვიცი, რომ ძალიან თინეიჯერული და ცოტა გაბრაზებული პოსტიცაა, მაგრამ ვფიქრობ, ეს საუკეთესო გზაა ბევრ ადამიანთან სათქმელის მისატანად :)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ძალიანაც მშვენიერი პოსტია!!
ReplyDelete