ყველაზე მეტად არ მიყვარს, ჩემს თავს რომ ვკარგავ. ასეთ დროს მეგობრებსაც ვეღარ მივმართავ ხოლმე. რა უნდა ვუთხრა, არც ვიცი. ნამდვილი ლექსი გრეი ვარ და ეს სულაც არ არის კარგი.
დედლაინები მელოდება და მე ამ დროს ყველაფერი საშინლად მეზარება.
ყველაფერში იგულისხმება ყველაფერი.
მინდა, რომ მთელი დღე საწოლზე ვიწვე და არაფერი ვაკეთო. იუთუბზე სინდარინის გაკვეთილები მიდიოდეს და შიგადაშიგ ვუსმენდე.
წინა პარასკევს, დღის ბოლოს, სამსახურის კიბეებზე რომ ჩავდიოდი, ვიფიქრე, რომ აი ასე, ყოველგვარი მიზეზების გარეშე, ბედნიერი ვარ. ახალგაზრდა ვარ, ცხოვრება ათასი შესაძლებლობითაა სავსე და პარასკევი საღამოა-მეთქი. იმავე ღამეს, სრულიად მოულოდნელად, ბათუმში წავედი. ჩემს საყვარელ ქალაქში.
ახლა კი ასე ვარ. ტყუილად არ მეშინია ხოლმე ბედნიერების : )
ერთხელ, ფეისბუქის გარიჟრაჟზე, როცა ისევ სკაიპი იყო როლში, ასეთი სტატუსი დავაყენე:
ReplyDeleteTristeza não tem fim...Felicidade sim... (სევდას არ აქვს ბოლო, ბედნიერებას - კი.
ერთი სიმღერის სიტყვებია (A Felicidade ტომ ჟობიმის)
ერთი ბრაზილიელი დაქალი მყავდა. ლამის ფეხით გამოჰყვა იმ სტატუსს. ეს არ არის ასე და ახლავე წაშალეო. კინაღამ მიმახრჩო! :)))
ხანდახან კარგია ტრისტესა. სულ მცირე, კარგ პოსტებს დაგაწერინებს. <3
მეც ეგეთ ხასჯათზე ვარ ახლა ზუსტად, მეზარება ყველაფერი და ჩემს შემთხვევაშიც ყველაფერში აბსოლიტურად ყველაფერი იგულისხმება...
ReplyDelete