Saturday, May 21, 2016

გდება

 წეღან საწოლზე ვეგდე, Post Industrial Boys ვუსმენდი და მივხვდი, რომ ძაან მომენატრა ეგრე გდება და არაფერზე ფიქრი. აი რომ ხარ, და მეტი არაფერი. ზლაზნია დღეები რომაა, არსად გეჩქარება, არც უახლოესი თუ შორეული მომავლის გეგმების დაწყობით იწუხებ თავს და დღეში ხუთი-ექვსჯერ ჭამ.
  მეც ავდექი და მწნილის ჭამით ამოვიხადე სული, ყავა სამჯერ დავლიე და გრეის ანატომიის ყურებაში ამოვიშრე თვალები.
 ცოტა ხნის წინ, ბოლო ჭამისას, დედა გამოვიდა სამზარეულოში და ისიც შემომიერთდა, რაღაცას მელაპარაკებოდა, მე კიდე ინდუსტრიალ ბიჭების ტმ-ტტმ ტტ-ტტრმ, ტმ-ტტმ ტტ-ტტრმ რიტმში ცეკვა დავიწყე და თან ვფიქრობდი, როგორი მშვიდი საღამოა-მეთქი. აი, როგორც იმ ლექსშია.

ჰო, კიდევ, მთელი დღე ჩემი ძმის ჰუდი მეცვა. აბაზანაში შესვლამდე გავიხადე, დავკეცე და ისევ კარადაში დავდე. იმედია, ვერ მიხვდება, რომ ნაცვამია.


2 comments:

  1. ეგრე მაგარია, ფუფუნებაა ვისაც ასე შეუძლია.
    ეხა წავალ მე, დავწვები და ჩემს ბესთებს ჩავრთავ.

    ReplyDelete