Sunday, May 1, 2011

Gracias a La Vida

  

   დილით მაღვიძარა რეკავს. მერე გამოფხიზლების პროცესი იწყება. საკმაოდ რთული, სხვათაშორის. დაკვირვებიხართ, რომ დილა ახლიდან დაბადებას ჰგავს? როგორ გითხრათ, თითქოს ყველაფერს თავიდან იწყებ. ჯერ სიარულს, მერე ჭამას.. და სხვა დანარჩენს.

   საუზმე. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია დღის დასაწყებად. ვისურვებდი, რომ უფრო მეტ დროს ვუთმობდე ამ ეპიზოდს, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, 10 წუთით მეტი ძილი ყოველთვის იმარჯვებს მასზე. ჰო, ძნელია საკუთარ თავთან ბრძოლა.

 მიუხედავად ჩემი ყავისადმი დიდი სიყვარულისა, დილით არასდროს ვსვამ მას. მე არ ვარ ’ვიღვიძებ თუ არა, ეგრევე სამზარეულოში მივლასლასებ და ყავას ვადგამ’ ტიპი. დროს სპეციალურად ვახანგრძლივებ, რომ მერე უფრო ვისიამოვნო.

  10 წუთის სავალი გზა გამამხნევებლად მოქმედებს. ყოველდღე მხვდებიან დედები, რომლებსაც შვილები სკოლაში მიყავთ. მანამდე კი კაცი მხვდება, ძაღლთან ერთად რომ სეირნობს. ტრანსპორტშიც კი ერთი და იგივე ადამიანები ამოდიან და ასე, თავისდაუნებურად, ყველა დღეს ერთად ვიწყებთ.

   დილის ყავის ჯერიც დგება.

  მერე სხვა ამბები.

  ისევ ყავა.

 მერე ისევ ის სხვა ამბები.

  საღამოს მთელ ქუჩაზე ათასგვარი სუნამოს სურნელი ტრიალებს. ხან ერთი ძლიერდება, ხან მეორე..

 ისევ 10 წუთის სავალი გზა, რომელიც უფრო ძნელი გასავლელია, ვიდრე დილით.

  ბოლოს კი ტკბილი, ტკბილი ბალიში.

  თუ დილა ახლიდან დაბადებას ჰგავს, მაშინ ძილი.. თუმცა, რა საჭიროა ამაზე გაგრძელება?


8 comments:

  1. http://www.youtube.com/watch?v=tGsU4vuJAIo&NR=1

    ნატალია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
    მომენატრე.
    მეც ასე ვსვამ ყავას, ძალიან იშვიათად. სიამოვნებისთვის და არა გამოღვიძებისთვის.

    ReplyDelete
  2. უცნაურია, მაგრამ მე ყავა უფრო მაძინებს, თუ მეძინება :დ
    მე საერთოდ არ მაქვს ეს დილის რიტუალები, ტყუილად კი არ მივაწერე ბლოგს ბოჰემურის ჩანაწერები ))) და ახლა ვიგრძენი, როგორ მომენატრა ასეთი სტანდარტული, ფუსფუსა რუტინული დილები და მომბეზრდა ფრილანსერობა )))

    სად ხარ დაკარგული? :* პიკნიკის მოწყობას ვაპირებთ და ყავას ვიცი უკვე ვინც წამოიღებს :))) (ხო წამოხვალ?)

    ReplyDelete
  3. გუშინ მთელი დღე ამ სიმღერას ვისმენდი, დღეს შემოვედი აქ ახალდაბადებული (სხვათაშორის ვერ გადამიწყვეტია სამახურის ყავის ჩამოსასხმელი აპარატით ვისარგებლო თუ ჩაი გავიკეთო ჩემს სტარბაქსის ტერმოსში) და ახლა შემოვედი და აქ დამხვდა სოსა.

    სამწუხაროა, რომ სამსახურშჳ ვარ და აქ ვერ მოვუსმენ :)

    ReplyDelete
  4. Sophie, <3

    Nina, მე კიდევ სულ მჭირდება რეჟიმში ყოფნა, თორემ ისე ძალიან მოუწესრიგებელი ვხდები :) პიკნიკი? მინდა, როგორ არ მინდა! <3

    Anuschka, აი, მეც ახალდაბადებული და თავმტკივანი ვზივარ და აპარატის ყავას ვსვამ. გარეთ მზე ანათებს და ერთადერთი ეს სიმღერა მაკლია, რომელსაც შენი არ იყოს, ვერ მოვუსმენ აქ :)

    ReplyDelete
  5. მეც ის კატეგორია ვარ, რომელიც ყავას გამოსაფხიზლებლად არ სვამს, თუმცა- არც ყოველდღე.
    იშვიათად ვსვამ, რიტუალურად, სიამოვნებით და ტკბობით.
    ჩაის უფრო ხშირად, მაგრამ ყავას სხვა განწყობა აქვს ჩემთვის:)
    ასეთი სიამოვნებები თუ ახალისებს რუტინას,თორე ყოველდღე გაიღვიძო-დაიძჳნო მართლა მოსაწყენი იქნებოდა, თან სამსახურის რიტმში :)

    ReplyDelete
  6. გამოდის, რომ მარტო მე ვყოფილვარ ის ტიპი, დილით რომ სამზარეულოში ყავისთვის მილასლასებს :)) ყოველთვის ვსვამ დილით ყავას, ოღონდ თურქულს. რომც არ დავლიო არ დავეცემი ქუჩაში და გონს არ დავკარგავ, მაგრამ დილის რიტუალია რა, სასიამოვნო <3

    ReplyDelete
  7. http://www.youtube.com/watch?v=CgYnRh8ACGQ
    ესეც მოუხდებოდა. ეს ხომ ყველაფერს უხდება :დ

    ReplyDelete
  8. შენ ზუსტად ჩემს აზრებს რატომ გადმოსცემ???
    ზუსტად ეგეთი პოსტი მიდევს დრაფტებში...
    ღმერთო ჩემო.
    აკვირდები???
    მე და შენ ერთნაირები ვართ.
    ტოტალურად.
    და არ ვიცი შენ როგორ ხარ ამ ამბავთან, მაგრამ მე ძალიან მიხარია.

    ReplyDelete