Monday, May 16, 2011

თმა

  ამ ბოლო დროს ვხვდები, როგორ დიდ ყურადღებას ვაქცევ თმას. თუ გგონიათ, ათას ნიღაბს ვიკეთებ, ძვირფასი შამპუნით ვიბან და შემდეგ ასევე ძვირფას თმის კონდიციონერს ვიყენებ, ძალიან შემცდარხართ!

  სინამდვილეში, უბრალოდ ვდგავარ და ქუჩაში სხვის თმებს ვაკვირდები.  ერთი სული მაქვს, როდის გაიზრდება ჩემი თმა, რომელიც შარშან ზაფხულს უმოწყალოდ მოკლედ შევიჭერი. თავიდან მომწონდა და ვფიქრობდი, თმას აღარ გავიზრდი-მეთქი. თან, ასაკით პატარას ვგავდი, ყველას 15-16 წლის ვეგონე, რაც ისე მახარებდა, თითქოს შუახანს გადაბიჯებული შინაბერა ვიყავი.

 მერე ნელ-ნელა მივხვდი, როგორ მყვარებია და  მომენატრა გრძელი თმა. ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ ბუნებრიობას ყველაფერზე წინ ვაყენებ, ამიტომ ყველაფერს მაინც გრძელი, გაშლილი თმა მირჩევნია, ჯანსაღი და მბზინვარე.

 ჩემი ბოლოდროინდელი ახირება კი წითელი თმაა. ძალიან, ძალიან მომწონს, მაგრამ ჯერჯერობით შეღებვას ვერ ვბედავ.

 ფავორიტი რედჰედები:

 მარსია კროსი, სასოწარკვეთილი ბრი ვან დე კამპი –


 ნახეთ, როგორი ცეცხლოვანი თმა აქვს!



   ჟოზეფინი [Joséphine de La Baume – ფრანგი მოდელი და მსახიობი] სულ შემთხვევით აღმოვაჩინე მანგოს ბლოგზე და მაშინვე თმამ მომტაცა თვალი.

დატკბით ^^




  ესენი კი უკვე არა–რედჰედები არიან, ლამაზი და გრძელი თმით <3

Penelope Cruz
Anne Hathaway

Nicole Scherzinger

Maria Francisca Perello

7 comments:

  1. თმა <3 ვგიჟდები საკუთარ თმაზე.. აი, ვერასოდეს შეველევი, ისე მიყვარს. თუმცა ღებვა მიზიანებს ცოტა :(

    ReplyDelete
  2. მარი, თან შენ როგორი კარგი თმა გაქვს! <3 ნუ, ფოტოებიდან ასე ჩანს :)) არ ვიცოდი, თუ იღებავდი :)

    ReplyDelete
  3. მეც წელიწადი ვატარებდი შედარებით მოკლე, მაგრამ ახლა ვიზრდი, ვიზრდი და იმ დღეს ვფიქრობდი, რომ ძალიან ნელა მეზრდება და გამიკვირდა.. ზუსტად ახლა ვფიქრობ, რა ფერი მივცე და არ ვიცი.
    ბრი მომწონს და გაბისაც კარგად აქვს ხოლმე თმა.
    ერთი ეგაა, ბრის ფერს ვერ მოვიხდენ , თორემ შეიძლებოდა გარისკვა :)

    ReplyDelete
  4. გიხდებოდა მოკლე თმა, ნატალია, ზაფხულში როგორც გქონდა, მომეწონა, თუმცა გრძელ თმას არაფერი ჯობია ნამდვილად.
    მე უკვე ოქტომბრიდან წითელთმიანი აღარ ვარ და ამ ბოლო დროს სასწაულად მომენატრა, მაგრამ ქორწილამდე ექსპერიმენტებს ვერიდები :დ

    ReplyDelete
  5. და წითელთმიანი ჯესიკა, მე რომ დავდ ფეისბუქზე? <3 მეც ძალიან მინდა ჟღალი თმა : (

    ReplyDelete
  6. მეც სულ ვიზრდი თმას, ვიზრდი.. და ზაფხული როგორც კი მოვა ვიჭრი... ძალიან სქელი და ტალღოვანი თმა მაქვს, ამიტომ ზაფხულში მცხელა...და ამას ეწირება მთელი წლის ნაზარდი კულულები :)

    ReplyDelete
  7. ბავშვობაში, როცა გავიგებდი, ზურა, დღეს თავი უნდა დაგბანოთო, ეს იმას ნიშნავდა, საკუთარ თმას რასაც მსურდა, იმას მოვწევდი. შედეგად, სილით გატენილი თავით მივეშურებოდი სააბაზანოსაკენ :დ

    ReplyDelete