Sunday, May 15, 2011

Strong is beautiful

  What are the little girls made of? They are made of sugar and spice...


   წარმოიდგინეთ მაღალი, ლამაზი ქალი.. მას მსუბუქი ქსოვილის კაბა აცვია.

   კადრში ნელა შემოდის. გრძელ თმას ქარი უფრიალებს. სხეულის ყველა კუნთი ტონუსშია და მზად არის..

 მზად გადამწყვეტი დარტყმისთვის.

  ის არ არის გამხდარი და არ აქვს იდეალური პარამეტრები. 

  მაგრამ მისი სხეული ჯანმრთელია და – ძლიერი.

 ის მაინც ქალია, ლამაზი ქალი.




 
   ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის ეს წამოწყება ძალიან საინტერესო და ჭკვიანურია. სხვადასხვა რაღაცის აკრძალვას და ამაზე სარეკლამო კამპანიების გაკეთებას [ნარკოტიკები, ნიკოტინი..], ჯობია ის ვუთხრათ ადამიანებს, რა არის კარგი.

   ჩოგბურთია კარგი და ჯანსაღი.

  ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანი კი – ყველაზე ლამაზი.

  

4 comments:

  1. chemi Ana ki kvelaze lamazi

    @Tamuna :)

    ReplyDelete
  2. თამუნა, ანა მართლა ძალიან ლამაზია და აი შარაპოვა რატომ არ არის ამ კამპანიაში, მაგას ვერ ვხვდები :/

    ReplyDelete
  3. ეჰ, კარგია, მაგრამ როგორი ძვირია ეს სიამოვნება, ვიცით მე და შენ :/

    კაროლინ ვოზნიაკი რა ლამაზი და საყვარელია, ვგიჟდები. თავის დროზე მარტინა ჰინგისი რომ მიყვარდა, ლამის ისე შემიყვარდეს :) თან სულ რომ იცინის და თვალები უბრჭყვიალებს.

    ReplyDelete
  4. სოფი, მართალი ხარ, ძალიან ძვირია და სულ გული მწყდება, რომ უხშირესად შორიდან ვოცნებობ ჩოგბურთის თამაშზე :/
    მაგრამ ამ შემთვევაში, უფრო ის მომენტია, რომ გოგონების მისაბაძი ეს ადამიანები გახდნენ და არა ვიღაც ჩონჩხი მოდელები :)) მაინცდამაინც როგორც ჩოგბურთელები თუ არა, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები მაინც :)

    ReplyDelete