Monday, May 23, 2011

Road to Roland Garros

  კვირას ჩოგბურთის ერთ–ერთი დიდი ტურნირი – როლან გაროსი [თუ როლან გარო] დაიწყო. საფრანგეთის ღია პირველობა ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ტურნირია და დაწყებისთანავე თავისებური, მისთვის დამახასიათებელი განწყობა შემიქმნა. თქვენთვის უკვე მაქვს ნათქვამი, თუ როგორ მიყვარს ის.

  [მათ, ვისაც ჩოგბურთი არ გაინტერესებთ, კითხვა არ შეწყვიტოთ; ვფიქრობ, თქვენთვისაც მოიძებნება რაღაც საინტერესო :)]

  ამ ინტერნეტის ეპოქაში, უკვე ბევრი რამ არის ხელმისაწვდომი უბრალო მოკვდავთათვის. მაგალითად, ფეისბუქის საშუალებით შეგიძლია 'დაესწრო' რაფაელ ნადალის ვარჯიშს, რომელზეც ის თვითონ მიგიწვევს. ტვიტერი კი პირდაპირ მოვლენების ეპიცენტრში გამყოფებს.

   როლან გაროსის მესვეურნი ტვიტერს აქტიურად იყენებენ  და მსოფლიოს დილიდანვე ამცნობენ, ვინ როდის და სად ვარჯიშობს თუ თამაშობს, ინტერვიუს იძლევა ან ავტოგრაფებს არიგებს. მოკლედ, თუ ტვიტერზე მათი მიმდევარი ხარ, თავი შეგიძლია სულ ცოტათი მაინც იგრძნო იქაურობის მონაწილედ. მითუმეტეს, რომ ზოგიერთი ჩოგბურთელიც ჩაბმულია ამ 'აურზაურში' – მაგალითად, გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი  ფოტოს  პოსტავს და ამბობს, რომ მას უფრო გაუმართლა სასტუმროს ნომრის ხედში, ვიდრე ივო კარლოვიჩს.

  მეც ასე ვადევნებ თვალყურს, მაგრამ, მგონი არასდროს მიმიწერია ცნობილი ადამიანებისთვის. ორიოდე დღის წინ კი, თვით როლან გაროსს მივწერე, რაფა ჯერ არ მოსულა სავარჯიშოდ–მეთქი? რა თქმა უნდა, პასუხს არ ველოდი, წარმომიდგენია დღეში რამდენი ადამიანი წერს მათ.
  რამდენიმე ხნის შემდეგ კი, შევდივარ ჯიმეილზე და ინბოქსში მხვდება მეილი, რომ როლან გაროსმა ტვიტერზე პმ მომწერა! გული ამიჩქარდა სიხარულისგან, გავხსენი და ეს დამხვდა –

გადიდებისთვის დააკლიკეთ :)


  ალბათ, პარიზში ვეგონე მათ და ზუსტი დრო მომაწოდეს, რომ ვარჯიშზე მივსულიყავი. უცებ წარმოვიდგინე, მართლა რომ ვყოფილიყავი იქ, 3 საათისთვის გავეშურებოდი როლან გაროსისკენ რაფას ვარჯიშზე დასასწრებად [ჰო, მაგ დღეს ბრიტანელ ენდი მარეისთან ივარჯიშა რაფამ]. მერე კი, ტვიტერზე დავპოსტავდი ფოტოებს ჩემი ჩოგბურთის მეგობრებისთვის და ყველა დეტალს მოვუყვებოდი მათ.

  წლევანდელი როლან გაროსი კიდევ ერთი რამის გამოა განსაკუთრებული  – ქართველი ანა ტატიშვილი ძირითად ბადეში მოხვდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი წინასწარი წინააღმდეგობების გარეშე, პირდაპირ ცენტრალურ კორტზე მოუწია თამაში, ფრანგ მარიონ ბარტოლისთან. რა თქმა უნდა, ამხელა პუბლიკის წინაშე და თან ფრანგის წინააღმდეგ თამაში დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იყო ანასთვის. ალბათ ამის და სხვა წვრილმანი მიზეზების გამო, ანამ საბოლოოდ წააგო. მაგრამ მე კმაყოფილი ვარ ზოგადად, ძალიან სასიამოვნო იყო საკუთარ ჩოგბურთელს რომ ვგულშემატკივრობდი, აბსოლუტურად განსხვავებული შეგრძნებაა.

ანა როლან გაროსზე
  წარმატებას ვუსურვებ ანას მომავალში, ეს გამოცდილება აუცილებლად გამოადგება. და თუ კიდევ ითამაშებს მსგავს ტურნირზე, ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ :)

პ.ს არა, რაფას ჯერ არ უთამაშია :)

2 comments:

  1. მე ხო ყველა, ყველა ტურნირი გამოვტოვე, რაც გერმანიაში ვარ :/
    ყოჩაღ ანას. წარმოვიდგინე, მეც ის წნეხი, რაც მაგას ექნებოდა + დაუმატე ბარტოლისთან თამაში, რომელიც ვითომ არაფერი, მაგრამ როგორც რუსები იტყვიან სასწაულად коварная მოთამაშეა, არ დამავიწყდება, ერთხელ ჟუსტინ ენინი რა დღეში ჩააგდო, მიუხედავად იმისა, რომ უცნაურად თამაშობს. რანაირად აწოდებს, ნახე? თან ორივე ხელით უჭირავს ჩოგანი დამწყებივით და მაინც როგორ გაძვრება ხოლმე და პირველ–მეორე ჩოგნებს ამწარებს.

    უჰ, ნატალია, შენი ბლოგი რომ არ იყოს, მე სად მოვიოხებდი გულს ჩოგბურთზე საუბრით :)
    მადლობა და აუცილებლად, აუცილებლად წერე, ნახვას ვერ ვახერხებ და წავიკითხო მაინც ტურნირის ამბები.
    გთხოვ, ვოზნიაკის და კლისტერსის ამბები არ გამოგრჩეს, თამაშობენ???

    ReplyDelete
  2. ბარტოლის მართლა უცნაური და სასაცილო მოწოდება აქვს, ჯერ ბურთთან ერთად ხტუნავს და მერე ჩოგანს დამწყებივით იქნევს :)) ჰქონდა ანას შანსი, მოეგო. ტრავმა აქვს ბარტოლის, მაგრამ თავისი ხალხის წინაშე არ წააგებდა, ვიცოდი.

    კიმი და კაროლინი თამაშობენ კი, კაროლინს ანას მერე ჰქონდა მატჩი როგორც ვიცი და შედეგებს მოგწერ აუცილებლად. როჯერმა მოიგო დღეს, სამ სეტში :))

    ReplyDelete