Wednesday, May 25, 2011

Stand by me

  ღმერთო ჩემო, ხომ შეიძლება, ყველაფერი გაცილებით მარტივად იყოს?

   მინდა სიმშვიდე, კარგ ადამიანებთან ერთად. როცა მათთან ყოფნა გიხარია, შეგიძლია იჯდე და უბრალოდ უსმინო. მზერა გადაიტანო ერთიდან მეორეზე, გიყვარდეს და ბედნიერი იყო იმ მომენტით. ხომ ყველას გვაქვს არქივში ასეთი ეპიზოდები? რომელსაც მოულოდნელად აფიქსირებ და მერე ტკბები.



  როგორ მომენატრა და მჭირდება.

   მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ურთიერთობის მერე განმარტოებას ვცდილობ და თავშესაფრისკენ გავრბივარ, ადამიანები მჭირდება. მე ასეთი ტიპის პიროვნება ვარ – ურთიერთობები ძალას მაძლევს. ისეთი უმნიშვნელო დეტალები, როგორიცაა ქუჩაში მეზობელთან ორსიტყვიანი, ღიმილიანი დიალოგი მავსებს და ენერგიას მაძლევს. როცა  იგივე წარმატებით ყველაფერ დადებითს  წამართმევს შეხვედრა უსიამოვნო ადამიანთან. მთელი დღის განმავლობაში მიმყვება ეს დადებითი თუ უარყოფითი მუხტები და ღამით ძილი განმუხტავს ხოლმე.

   ადამიანებო, თქვენ ვერც კი შენიშნავთ, როგორ დამცლით უცებ, მერე კი  უდარდელად გააგრძელებთ ცხოვრებას.

    ის შემთხვევითი უცნობები კი, დადებით ენერგიას რომ მიტოვებენ, არც თუ ისე ბევრნი არიან.  ამიტომ მჭირდება ხშირად ზემოთხსენებული სიმშვიდის ეპიზოდები.



  უფრო სხვა მიმართულებით ვაპირებდი პოსტის დაწერას – საწყისი იდეა მხოლოდ ამ ფოტოების გაზიარება იყო – სიმშვიდის და ადამიანური მომენტების ამსახველი  :)

ჰოლი, ჰოლი – ჩვენთან რატომ არ არსებობს მსგავსი უბრალო, ადამიანური დღესასწაულები?

ეს ფოტო ისეთი მშვიდი და ლამაზია..













11 comments:

  1. მომეწონა :)

    ReplyDelete
  2. მეც ბევრი ურთიერთობის მერე განმარტოებას ვცდილობ, მაგრამ ცოტა უჟმური ვარ :დ ეს ბევრი ურთიერთობაც იშვიათად მაქვს ხოლმე :ხ

    :უსერ:

    ReplyDelete
  3. პ.ს ფოტოები ძალიან მომეწონა ^_^

    ReplyDelete
  4. სიმშვიდე ბედნიერებაა, ახლა გადმომედო მეც, მადლობა ;) წავალ მშვიდ მუსიკას მოვუსმენ

    ReplyDelete
  5. ეე მაჩუ პიკჩუ <3
    აი ასე რომ წამოვწვები იქ, ვიტყვი, ჟიზნ უდალას :))

    ReplyDelete
  6. არადა ყველგან ერთი და იგივე პრობლემებია. ადამიანები ყველგან ამას წუწუნებენ, რომ უნდათ ჰოლისნაირი დღესასწაული, ამ დროს ავიწყდებათ ინდოეთში ყველა ასე ფერადად ნამდვილად არ ცხოვრობს და რასაც ფოტოებზე ვხედავთ, მასის 1%–ია :/ მაჩუ–პიკჩუზე მოხვედრა ფული ღირს, და საერთოდაც, it's a material world.
    რა თქმა უნდა, საქართველოს სიტუაციას ვერ შევადარებ იმ ქვეყნებისას, სადაც ყოველ წელს მთავრობის გადაგდების მუქარით არ გამოდიან, მაგრამ არსადაა სულიერი სიმშვიდე და სიმწვანე. მხოლოდ ჩვენს თავში თუ იქნება.d

    ReplyDelete
  7. უბრალო,მასობრივი და ადამიანური დღესასწაულები კარგია ,მინდაა, ჩვენ მარტო დემონსტრაციები შეგვიძლია უბრალო, მაოსბრივი და ადამიანური :(

    საოცარი ფოტოებიაა
    და ყოველთვის ძალიან საჭიროა "სტანდ ბყ მე"

    ReplyDelete
  8. Anonymous, მადლობა და მიხარია, რომ მოგეწონა :)

    როდრიგო :)

    ნინა, აუ ჰო, მაგ ფოტოს რომ ვუყურებ, როგორ უდარდელად არიან წამოწოლილები, მეც ასე რომ ვიყო, ალბათ არანაირი პრობლემა არ გამახსენდებოდა იმ მომენტში :)

    სოფი, ეგ იდეა საერთოდ არ მქონია პოსტში, რომ სხვა ქვეყანაში, სადაც ადამიანური და უბრალო დღესასწაულები აქვთ, პრობლემები არ არის. მაგრამ იმ დღესასწაულის დღეს ხომ არიან ბედნიერები? ცოტა ხნით მაინც. ჩვენ ესეც არ გვაქვს. ყველას აქვს პრობლემა და ამაზე არც იყო აქცენტი აქ გაკეთებული. ყველა სურათზე ადამიანები არიან, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ. აი რა იყო მთავარი აქ :)

    პელაგია, არადა რა კარგი იქნებოდა, ასე მგონია, რომ ცოტა უფრო კარგები ვიქნებოდით, თუნდაც იმ ერთ დღეს :/

    ReplyDelete
  9. კარგი ფოტოებია, ჰოდა მოდი და დავლიოთ ჭიქა ჩაი ან ყავა როცა გინდოდეს და სადაც გინდოდეს :) და ავივსოოთ

    ReplyDelete
  10. აუ მეც როგორ სასწაულად მინდა, ვერ წარმოიდგენ.

    ReplyDelete
  11. კარგად გადმოცემ..მომეწონა კარგი პოსტია <3

    ReplyDelete