მის შესახებ მხოლოდ ცალკეული ფაქტები ვიცი და აქამდე დიდად არასდროს დავინტერესებულვარ. მაგრამ მაინც, ძალიან უცნაური იქნება, თუ ვიტყვი, რომ ერთი სიმღერით კუბა გავიცანი? არც კი ვიცი, კუბა გავიცანი, თუ რამე სხვა - ეს ხომ ჩვეულებრივი სიმღერაა, ჰიპ-ჰოპი ლათინური რიტმებით, სადაც კუბელები თავის ქვეყანას უმღერიან. მაგრამ მაინც, ჩემი ბავშვობის სიმღერა, რომელიც ასე მიყვარდა ერთ დროს და მტვ-ზე მთელი დღეები ველოდი მის დაწყებას, ახლა უფრო სხვანაირი გახდა - როცა ვუსმენ, გონებაში ათასი სახე გაირბენს: ჩე გევარა, ფიდელ კასტრო, ერთი არგენტინელი მხატვარიც კი [რომელიც დიდი ხანია, უკვე მიყვარს].
მერე ვფიქრობ, რა კარგია, რომ დედამიწაზე ამდენი საინტერესო ადგილი არსებობს. ცხოვრობს განსხვავებული ხალხი, რომლებსაც უყურებ, უყურებ და რწმუნდები, რომ საბოლოოდ ყველა ერთნაირები ვართ, ადამიანები. ყველას უყვარს თავის ქვეყანა, სადაც თამბაქო და შაქრის ლერწამი ხარობს.. ყველას გვაქვს სამშობლო, სადაც მდინარე მოდის.
პოსტი დაუმთავრებელი გამოვიდა. მე თვითონ არ დამიმთავრებია კუბას და სხვა ადგილების აღმოჩენა და იმიტომ :)
"ყველას გვაქვს სამშობლო, სადაც მდინარე მოდის" momewona :)
ReplyDeletekubashi imedi maqvs, odesme amovyof tavs, who knows, magram me vocnebob mainc: )
ააჰ, ნინა, ეხლა უცებ გავიფიქრე, მე და შენ ერთად რომ წავიდოდეთ კუბაში.. :)
ReplyDeleteexla ise minda mogzauroba, nebismier adgilas wavidodi, tan shentan ertad :)))
ReplyDeletekiara espanuris shemswavleli ragac jgufiao da xom ar ginda?
ReplyDeleteდაუმთავრებელი პოსტი თუ ასეთი კარგია, დასრულებული რა იქნება...
ReplyDeleteშენც იქიდან მოდიხარ, სადაც მდინარეა???:დდდ
ReplyDeleteდავასკვენი, შენი ბლოგი ხშირ-ხშირად რომ ვიკითხო, ერთ დღეს ქალად გავიღვიძებ :)))))
ReplyDeleteთან საკაიფო, სექსუალურ და ბუნებრივ ქალად :)))
"ბავშვობის სიმღერაში" შესვლისას სათაური წავიკითხე, ჩემი გაბრწყინებული თვალები, კომპიუტერის მონიტორზეც კი ჩანდა..
ReplyDeleteყოველთვის მიყვარდა ეგ სიმღერა, პირველად 2007 წელს მოვისმინე.. ^^
რაღაცნაირი ზეა.. : ))