თინეიჯერული ამბები ხომ იცით - ჰორმონები რომ გმართავენ და მუდმივ ეიფორიაში ხარ. მერე იზრდები და ყველაფერი ის, რაც ეიფორიაში გაგდებდა, სასაცილოდ გეჩვენება. თუმცა მაშინდელი ამბებიდან ზოგიერთი ახლაც მომყვება და ერთ-ერთზე უნდა გიამბოთ.
წიგნის პერსონაჟი შეგყვარებიათ? ისე, რომ იდეალად წარმოიდგინო და მასთან შეხვედრაზე იოცნებო. მე მქონდა ასეთი შემთხვევები წლების წინ და ახლაც მაქვს, უფრო მსუბუქ ფორმებში. ამ დღეებში ვიხსენებდი, ვინ შემიყვარდა ისე, რომ დაუფიქრებლად გავყვებოდი ცოლად [აქ ცოტა ვაჭარბებ, სამაგიეროდ, ეფექტი აქვს :)]. აღმოჩნდა, რომ ასეთი არც ისე ბევრია და თან, ყველა ძველი დროის ადამიანები არიან [სასწრაფოდ უნდა ვიპოვო ვინმე თანამედროვე! :)]
ისტორიული ცნობები ბევრს არაფერს ამბობს მასზე და ალბათ, უცნაურიც იქნებოდა, ისტორიიდან რომ შემყვარებოდა გიორგი პირველი [დიდოსტატის მარჯვენა]. აი, წიგნი სხვა რამეა. უნივერსიტეტში ძალიან კარგი ლექტორი მყავდა ქართულში, მისი და გამსახურდიას წყალობით, გიორგი მეფეზე უიმედოდ შეყვარებული გავხდი. ახლა უკვე ვერ ვხვდები, რატომ და როგორ, მაგრამ მაშინ მართლა მომწონდა.
მერე იყო ავთანდილი [ვეფხისტყაოსანი]. აქაც ზემოთხსენებულ ლექტორს მიუძღვის წვლილი, რომელმაც არა მარტო ავთანდილი, არამედ მთლიანად ვეფხისტყაოსანი შემაყვარა [უფრო სწორად, ცოტათი მაინც ჩამახედა მასში და ამის გამო დღემდე მადლიერი ვარ მისი]. ავთანდილს რაც შეეხება, მის პიროვნულ ღირსებებთან ერთად, ეს სურათიც რომ ვნახე, სრულიად უღონო ვიყავი, რომ არ შემყვარებოდა.
ისევ კონსტანტინეს გარშემო ვტრიალებ [რომელიც ჯადოქარია და დიდი ხანია, მისი გავლენის ქვეშ ვიმყოფები]. ნიანია ბაკურიანი [დავით აღმაშენებელი] ალბათ იმის გამო მომეწონა, მარიამ დედოფალი რომ უყვარდა ასე ძალიან. თან, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები მიზიდავს და როგორც წიგნებში, ასევე ფილმებშიც გამოვარჩევ ხოლმე.
საყვარელი, მხიარული, თავისუფალი მანუელო კოსტა [სამოსელი პირველი], რომელიც ერთ-ერთი დიდი კანუდოსელი გახდა. როგორ შეიძლება, არ გიყვარდეს? ეჰ, მანუეელ.. მისი სურათი არ არსებობს, მაგრამ წარმომიდგენია, როგორი ცოცხალი თვალები და ეშმაკური ღიმილი აქვს. აი, დაახლოებით ისეთი, როგორც ჯეიმს ფრანკოს.
ბოლოს, უნკასი, ჩემი საყვარელი მოჰიკანი. რომელიც, უნდა ვაღიარო, ფილმის შემდეგ უფრო შემიყვარდა, ვიდრე წიგნის კითხვისას [თან, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, როცა წავიკითხე]. ალბათ, მსახიობმაც იქონია გავლენა, თავისი გრძელი თმით და შავი თვალებით.
შემდეგში ფილმების პერსონაჟებზეც მოგიყვებით ამბებს.
მე კიდევ ფარენჰაიტიდან გაი მონტეგი მიყვარდა :)
ReplyDeleteertob ucnauria. postis shemdeg vijeqi da vixsenebdi myavda tu ara msgavsi "siyvaruli" magram veraferi gavixsene :D
ReplyDeleteმეც ვიყავი ერთ გმირზე შეყვარებული..
ReplyDelete"თბილისს ვტოვებ ალიონზე" წაკითხული გაქვს?
იქ მთავარი გმირია, მერაბი და ის მიყვარდა..
რეალურ ცხოვრებაში, ბუნებრივია, მის პროტოტიპს არ ვეძებ, მაგრამ სულ ვამბობ, ეგეთი ბიჭი რომ შემხვდეს, არც დავფიქრდები-მეთქი.. :)
მმ, როგორი სასიამოვნოა შენი პოსტების კითხვა, ასეთი საკუთარ მოგონებებთან მიახლოებულის განსაკუთრებით..:))
ReplyDeleteვაიმე ავთანდილი ძალიან დიდი ხანი მიყვარდა. ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ავთანდილი გადაარჩენდა მთელ არაბეთს და ამით შეაყვარებდა თავს თინათინს. :დდდ
ReplyDeleteჯეიმს ფრანკო მართლა ძალიან საყვარელია.
გიორგი მეფე "დიდოსტატის" წყალობით მეც მიყვარდა ძალიან დიდხანს. კიდევ ფაბრიციო დელ დონგო მიყვარდა "პარმის სავანედან" :)
ReplyDeleteმე ფუბუკზე ვარ შეყვარებული "კრძალვითა და ცახცახით"–დან :*
ReplyDeletevasasi, არ მაქვს წაკითხული.. და ისიც კი არ ვიცი, ავტორი ვინ არის :უსერ:
ReplyDeleteKate, აჰ, ესე იგი შენც ავთანდილის კლუბში ხარ? :))
mecmikvarkhar, ეგ ტიპი [ფაბრიციო] რატომღაც საერთოდ არ მომწონდა.
@ნინა, გაი მონტეგი, ოჰ... takes my breath away.
ReplyDelete@ვასასი, მე მაქვს ეგ წიგნში "ყრმობაში" წაკითხული და მართლა კარგი პერსონაჟია. ბევრი კარგი ქართველი ბიჭია ეგეთი, სხვათა შორის და დარწმუნებული ვარ, იპოვი კიდეც ;)
@ნატალია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
პოსტს რაც შეეხება, ავთანდილის და ნიანიას (არც მახსოვს კარგად ეს გმირი) გარდა, აბსოლუტურად ყველა სხვა შენგან ნახსენები პერსონაჟი მეც მიყვარდა და დღემდე მიყვარს. იქნებ, ოდესმე ბლოგზე დავდო კიდეც ჩემი ის მოთხრობა, მანუელო კოსტას (და სანტიაგო ნასარს) შთაგონებით დავწერე. მანუელოა ისე ერთადერთი გმირი, ვისაც დაუფიქრებლად გავყვებოდი ცოლად... დღესვე... :ლოლ: გიორგი მეფე, ხომ საერთოდ, ქართულ ლიტერატურაში (და არა მხოლოდ ქართულში) ყველაზე hot ტიპია, მე თუ მკითხავ =))
რა კარგი პოსტია, მიყვარს ასეთები. ვერ წარმოიდგენ :)
სოფი, მანუელოზე მოთხრობა დადე აუცილებლად რა!
ReplyDeleteგიორგი მეფე ჰო, სულ ვგიჟდებოდი, შორენას ის არსაკიძე როგორ ერჩივნა ასეთ კაცს :D
მეც მომსვლია მსგავსი რამ ადრე , ალბათ იმიტომ რომ მოზარდი ვარ მეც და გარდა ამისა რამის "ამოჩემება" ჩემი დამახასიათებელი ტვისებაა. ხოდა რომ ამოვიჩემედი ერთ ვინმეს აღარ ვეშვებოდი მერე კაი ხანი :))
ReplyDeleteეგეთი გრძNობა ყველა ადამიანმა უნდა გამოცადოს ალბათ, წიგნიდან ადამიანებსა და ურთიერთობებზე ბევრ რამეს ვსწავლობთ, თითქოს იმ სამყაროში ვართ ჩვენც და ამ ორი სამყაროდან იდეალურ პიროვნებად წიგნის გმირები გვესახებიან, არადა ღმერთმა იცის სინამდვილეშ რომ არსებობდნენ რამდენად შევეგუებოდით და გავუგებდით. მაგრამ აქაც მეორე მომენტია მთავარი, როპმ წიგნის ღირებულებაც სწორედ ესაა, რომ იგი გამოგონებულია დფა რაღაცისთვის იქმნება. მოკლედ ძალიან შორს წავედი. იმის თქმა მინდა რომ ის რაზეც ვსაუბრობთ სულაც არ არის ცუდი, სასიამოვნოცაა და არც რამეთი დაგვაზიანებს უბრალოდ საჭიროა ვიცოდეთ ზღვარი, რეალობასა და არარეალობას შორის :)
მე ვაჩე მიყვარდა "გურანდუხტ იადხმობილიდან" <3
ReplyDeleteმე ვამეხ გურამიშვილზე ვგიჟდები გურამ გეგეშიძის "ცოდვილი"-დან. <3<3<3<3<3<3
ReplyDeleteაი მაბოდებს რასაც ჰქვია <3<3
Summer, მადლობა საინტერესო კომენტარისთვის :)
ReplyDeleteKate, kuda, არც ერთი არ ვიცი მე :/ ანუ, არ მაქვს წაკითხული :/
ეგ არაფერი. გათხოვებ თუ გინდა.
ReplyDeleteღმერთო ჩემო უნკასიიიი:)))არ მეგონა ჩემს მეტს თუ კიდევ უყვარდა ვინმეს:)))საოცარია,თქვენს ნაწერებს ვკითხულობ და ვერ ვწყდები,ასე მგონია ჩემი შეგრძნებებით მესაუბრებით:)
ReplyDeleteემო უნკასიიიი
მე კიდევ მიხარია, რომ ადამიანი გამოჩნდა, რომელსაც უნკასი უყვარს! აჰ, მართლა ძალიან მიხარია :)
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteნიანია ბაკურიანზე მეც ვიყავი შეყვარებული :)) და, კიდევ, ნოდარ გელოვანზე "აქტიური მზის წელიწადიდან" :)))
ReplyDeleteნუ, მანუელო კოსტა...მხიარული მწყემსი..სასწაულია.... მაგრამ მე დონ დიეგო მიყვარდა უფრო....