Friday, February 11, 2011

საუბრების კლუბი

   გამარჯობა ჩემო ტკბილო ადამიანებო.. როგორ ხართ, რა საზრუნავი გაქვთ, რა გაწუხებთ? გაზაფხულის მოსვლას ჩემსავით მოუთმენლად ელოდებით?
 თუმცა, არ ვამბობ მართალს. მე გაზაფხულს მოუთმენლად არ ველოდები. ვიცი, რომ მალე მოვა.

    მომიყევით თქვენი ამბები. აი, ასე - დაჯექით, მკლავები დაიკაპიწეთ და დაიწყეთ.. [თუ თქვენც ჩემი სენი შეგეყარათ - ბევრი რამის თქმა გინდათ და ვერ ამბობთ?..]

   მომიყევით ნებისმიერი რამ. რამ გაგახარათ, რამ შეგაწუხათ. მე მორჩილი მსმენელი ვიქნები - დავჯდები, ნიკაპს ხელისგულზე დავაყრდნობ და თვალებში გიყურებთ. თქვენ კი მესაუბრეთ, უბრალოდ მესაუბრეთ.

   მომენატრა თქვენი მოსმენა. აი, უკვე შემდგარი ექიმი რომ ვიყო, ბევრი ამბები მექნებოდა მოსასმენი. მაგრამ ჯერ არ ვარ და ამბებს იქით დავეძებ.

   ჰოდა, მომიყევით, მომწერეთ - მე თქვენს ამბებს ველოდები.

6 comments:

  1. ჩემო ტკბილო ნატალია, გამომიარე იმ კვირაში, რომელიმე სამუშაო დღეს სამსახურში და ჩაის დაგალევინებ და გამეხარდება რო გამოხვედი. იქნება და მოსაყოლი ამბებიც გამახსენდეს :*

    ReplyDelete
  2. კი, კი ნასტა, მე შენთან გამოსასვლელი ვარ - წიგნი უნდა მოგიტანო თან :)

    ReplyDelete
  3. მე რომ ამბები მოგიყვე, შეგაწუხებ. :მო

    ReplyDelete
  4. nat :* სამსახურში ვზივარ და თავისუფალი დრო მაქვს ცოტა :) მე შენ მენატრები ძალიან. ახლა ვხვდები რა მაგარია კვირა დღე და შაბათი საღამო, სამაგიეროდ ყოველ დილას მზის ამოსვლას ვუყურებ :დ :დ :დ საღამოობით მოვდივარ სახლში ვიწერ რომელიმე ფილმს და მერე ვიძინებ :დ :დ არცერთი ფილმი ჯერ ა რ მინახავს.. ჩემ ირგვლივ არაფერი არ ხდება, საინტერესეო რამე, ხოდა რომ ვკავირდები ახლა რაღაც ისეთი პერიოდია, არავისთან არაფერი არ ხდება.. მართლა, ყველა ისეთი გაჩუმებულია გარშემო :)))) :* შენც მომწერე რა რამე :*
    ana :*

    ReplyDelete
  5. ბოლოს "როგორ გავხდი იდიოტი" და "გაწონასწორებული გაუწონასწორებლობა" მოვყევი ამბად და ცოტა დავაბნიე ხალხი...

    ReplyDelete
  6. გუშინ სიცხე მქონდა, დედამ სკოლაში აღარ გამიშვა დღეს; რა იცი, იქნებ კიდევ მოგცეს სიცხეო.
    სკამზე მოკალათებული ვზივარ, ცხელ შოკოლადს მივირთმევ და ნუტელის ჭამის შემდეგ გამოწვეულ კბილის ტკივილს ვუმკლავდები.
    დღეს ბევრი კარგი ბლოგი აღმოვაჩინე, ერთ-ერთია შენია.
    მშვენიერი დღეა, არ ცივა(ჰოო?), ფანჯრები ღია მაქვს. მზეა, თხლად მაცვია, მცივა, მაგრამ არ ვაპირებ რაიმის შემოცმას. დიდი ხანია მზე არ მინახავს, ამიტომ უნდა დავტკბე. ინტერნეტში ჩიტების ჭიკჭიკი მოვძებნე ჩართული მაქვს და ვუსმენ, მგონია, გაზაფხული ახალი შემობრძანებულია.

    ReplyDelete