Sunday, February 13, 2011

ახალი სამყაროს შვილები

    ადამიანები სრულყოფილებისკენ მიისწრაფიან, ან უკვე სრულყოფილები ჰგონიათ თავი. ძლიერი ერები სუსტებს ჩაგრავენ, ვინაიდან მათზე მაღლა მდგომები არიან - ასე ფიქრობენ თვითონ. მსოფლიო ვითარდება, ვითარდება და ვითარდება. უკვე ისეთი რამეებს იგონებენ, გონებით ვერ მივყვები და აღარც მინდა, მივყვე. იმიტომ რომ, მეშინია. სადამდე მივა ეს ყველაფერი.. ეს განვითარება, რას მოგვიტანს ადამიანებს?

    ცოტა ხნის წინ, ჯონ მილის ნაწარმოები წავიკითხე - 'თავისუფლების შესახებ'. მიხარია, რომ რაღაც  გარემოებების გამო, ამ წიგნის წაკითხვა მომიხდა. ვკითხულობდი და ვხვდებოდი, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს ადამიანი, ქვის იარაღიდან ატომურ ბომბამდე, მაინც არაფერი იცვლება და მისი ცნობიერება ზუსტად ისეთი რჩება, როგორიც დასაბამიდან იყო. მილის შესახებ მანამდე არაფერი ვიცოდი და ვიკიპედიაში რომ ვნახე,  მე-19 საუკუნის მოღვაწე ყოფილა, გავოცდი. არადა, ისეთ პრობლემებზე წერდა, რაც დღესაც ცხადად დგას ჩვენს წინაშე.

   ინდიელები მიყვარს, ადრეც მითქვამს. ბოლო დღეებში, სულ მათ გარშემო ვტრიალებ - ფილმებს ვუყურე, წიგნები წავიკითხე. New World - ასეთი ფილმი, გსმენიათ? პოკაჰონტასის ისტორიას მოგვითხრობს. ცოტა უცნაური ფილმია, არასტანდარტული. ბუნების ხმიანობა ისმის სულ.

 მერე უკანასკნელ მოჰიკანს ვუყურე კიდევ ერთხელ და დავრწმუნდი, როგორი საოცარი ფილმია..

 იცოდით, რომ ფილმში, ინდიელების სამივე მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ინდიური წარმოშობისაა?

რასელ მინსი [ჩინგაჩგუკი] ამერიკელი ინდიელების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერიც კი იყო და დღემდე ინდიელების უფლებებს იცავს.

ვეს სტადი [მაგუა]  - მის ბიოგრაფიას გადავხედე და ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. ინდიურ სკოლაში დადიოდა და სკოლის დამთავრებამდე, მხოლოდ იროკეზების ენაზე ლაპარაკობდა.

ერიკ შვაიგი  [უნკასი] მამით გერმანელი, თუმცა გერმანელს ყველაზე ნაკლებად ჰგავს. დედისგან მასაც  ინდიური გენი გამოჰყვა. 

  ინდიელები, ეს გულუბრყვილო არსებები, მშვიდად ცხოვრობდნენ. ეთაყვანებოდნენ 'დიდ სულს' და სწამდათ, რომ სიკვდილის შემდეგ, ადამიანი დიდი სანადირო ადგილებისკენ მიემგზავრება, სადაც ნაკადულები და საამური ტყეებია. ისინი სრულყოფილი არსებები იყვნენ - უნაკლო გარეგნობით და საკუთარი ტრადიციებით, რომელსაც მტკიცედ მისდევდნენ. მერე კი, განათლებული და დახვეწილი ევროპელები ჩავიდნენ და მათ მიწები და უფლებები წაართვეს.

  ინდიელების სიყვარული შეიძლება მართლაც რომანტიზმის გამოვლინებაა. მაგრამ მათზე ფიქრისას, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სამწუხაროდ, სუფთა და მართალი გულის ადამიანები, ყოველთვის მარცხდებიან ამ ცხოვრებაში. სამყაროს ვერაგი, ამპარტავანი ხალხი სჭირდება, რომელიც სანახაობას ქმნის დანარჩენებისთვის. ეს ასე იყო, დღესაც არის და სამწუხაროდ, მომავალშიც ასე იქნება.

7 comments:

  1. რა არის ნატ რა გულდაწყვეტილი პოსტია :))

    ReplyDelete
  2. არ დამინდო. ჩემი ანდროიდული პოსტის დეპრესიული გავლენა იგრძნობა დასაწყისში ))))

    ReplyDelete
  3. ნინა, კი, კი, შესავალს რომ ვწერდი, მართლა შენი პოსტი მახსენდებოდა :)) მაგრამ დანარჩენი ჩემი ამბავია უკვე :)

    ReplyDelete
  4. პოკაჰონტასი ნამდვილად შენია :)) მაგრამ დასასრული ვისია ეგ ვეღარ გავიგე :/

    ReplyDelete
  5. Nina, ეგ დასასრული ჩემი dark side-ია :))

    ReplyDelete
  6. http://www.norteri.com/2010/10/blog-post.html

    ai, chemi sayvareli indieli. rogor mixaria, rom shenc dawere amaze da fiqrob indielebze.

    ReplyDelete
  7. Sophie, მადლობა, რომ ეგ პოსტი გამახსენე. თავის დროზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა მაშინ ასე ხშირად და ამგვარად არ ვფიქრობდი ინდიელებზე. ამ ბოლო დროს უფრო სერიოზულად დავფიქრდი, რაც მეც ძალიან მახარებს.

    ReplyDelete