Tuesday, February 15, 2011

ცხოვრება, როგორც კინო

   რა კარგი იქნებოდა, ჩვენს ცხოვრებას ვიდეოფირზე რომ იწერდეს ვინმე. როცა მოგვინდებოდა, ჩამოვჯდებოდით და რომელიმე საინტერესო ეპიზოდს ვუყურებდით.  ან, მუსიკა ახლდეს სხვადასხვა მოვლენას, როგორც ფილმებში. უფრო საინტერესო გახდებოდა ყველაფერი, ისევე როგორც კინო ხდება, კარგი საუნდტრეკის წყალობით.

   ისეთივე ლამაზი ქალები რომ არსებობდნენ ჩვენ გარშემო, როგორიც ფაბიან პერესის ნახატებშია. ფაბიანთან კი ყველანაირ ქალს შეხვდებით - ქერას, წითურს, მეძავს, ორსულს..  ერთი უინტერესოდ იყურება კაფის ვიტრინიდან, მეორე ბართან ზის და მაცდურად იღიმება. ყველა მათგანს შესანიშნავი მკერდი და ლამაზი წვივები აქვს..


   დროში მოგზაურობა უნდა არსებობდეს. უსამართლობაა, რომ არ შემიძლია დავით აღმაშენებლის ეპოქაში გადასვლა, ან ჯეინ ოსტინის გაცნობა.

  იმ პერსონაჟად გადაქცევა უნდა შემეძლოს, რომელიც ასე მომწონს. მერე კი ისევ ვუბრუნდებოდე ჩემს თავს.

ცხოვრება კინოს უნდა ჰგავდეს - ისეთი რაღაცეები ხდებოდეს, რაც რეალურად არასდროს მოხდება.

10 comments:

  1. ჰეჰ, მაგაზე დაწერილი მაქვს - ცოტა სხვანაირად, მაგრამ იდეაში ჩვენი აზრები დაემთხვა ერთმანეთს - აქ :)

    ReplyDelete
  2. Dvorsky, ვაჰ, სპამებში დამხვდა შენი კომენტარი. ალბათ, ლინკი რომ მოყვებოდა იმიტომ.
    არ მქონდა წაკითხული ეგ პოსტი, რა კარგი იყო! უფრო ისეთი, ექშენი ქონდა, როგორც ფილმს :)

    ReplyDelete
  3. უი ეს რა კარგი მხატვარი ყოფილა, არ ვიცოდი. სამივე ნამუშევარი მომეწონა.


    მეც მინდა ეგრე დროში მოგზაურობა. აი "Kate and Leo"–ში როგორც ხდება მეგ რაიანისა და ჰიუ ჯეკმანის შემთხვევაში. მიყვარს ეგ ფილმი. მე ალბათ მაგ ფილმის "kate" ვარ.

    შენ ალმადოვარისთვის მემეტები მხოლოდ.

    ReplyDelete
  4. Life as a movie, right? :)) chemi cxovreba ki hgavs kinos, ise hgavs, xan mashinebs kidec... mapatie latinuri shriftit rom vwer, ucxo kompiuterze var da ar aris qartuli, bunebrivia.
    zalian gemriel postebs wer am bolo dros, ishviatad, magram zalian ucnaurad gemrielebs :)

    ReplyDelete
  5. Kate, ძალიან მომწონს მეც პერესი, რამდენი ხანია მინდოდა დამეწერა აქ მის შესახებ :)
    ააჰ, მე ალმოდოვარის ფილმების პერსონაჟი? :))

    Sophie, ოღონდ წერე და თუნდაც რუსული შრიფტით იყოს :)

    ReplyDelete
  6. ძალიან მომწონს ნახატებიც და შენი პოსტებიც :)

    ReplyDelete
  7. მე ძალიან ადრე მაქვს მისი ნახატები დათვალიერებული და თავიდანვე ძალიან მოვიხიბლე.
    ჰო, კარგი იქნებოდა, წარსულის სასიამოვნო მოვლენების ნახვა რომ შეგვეძლოს, თუმცა უფალმა მეხსიერება ტყუილად კი არ მოგვცა. დღემდე მახსოვს ყველა ის ეპიზოდი, რომელმაც ჩემში ესა თუ ის ემოცია გამოიწვია.
    საერთოდ ადამიანს ის ამახსოვრდება ყვეკალაზე მეტად, რაც მასში ემოციას იწვევს.

    ReplyDelete
  8. აქამდე მოდილიანის ქალები მომწონდა :) ახლა პერესის ქალებიც მომწონს :)

    ცხოვრება კინოსავით უნდა იყოს - გადახვევა, თავიდან დაწყება და განსაკუთრებით გემრიელი ეპიზოდების გამეორება უნდა შეიძლებიდეს...

    ReplyDelete
  9. რამოდენიმე ნამუშევარი მაქვს ამ მხატვრის და სულ მაინტერესებდა ავტორი ვინ იყო:)) შენმა პოსტმა გამახარა ამ მხრივაც და მეორე : _
    ნეტა მართლა კინო ყოფილიყო ცხოვრება..

    ReplyDelete
  10. მომწონს შენი post-ები ძალიან კარგად წერ :)

    ReplyDelete