Wednesday, February 23, 2011

All by Myself

   ოპერაციის შემდეგ პირველი 24 საათი კრიტიკულია. ყოველი ჩასუნთქვა და გამოყოფილი სითხე დაწვრილებით იზომება და იწერება, და სიხარულით ან მწუხარებით აღინიშნება..
  მაგრამ, რა იქნება შემდეგ 24 საათში? რა მოხდება, როცა პირველი დღე კვირებად, შემდეგ კი თვედ გადაიქცევა? რა ხდება, როცა უშუალო საფრთხემ გაიარა, როცა აპარატი გამორთულია და ექიმების ჯგუფიც გვერდით აღარ არის? 
  ოპერაცია ნიშნავს, რომ გადარჩი. მაგრამ პოსტოპერაციული, შემდგომი პერიოდი, არის როცა განკურნებას იწყებ.  რა იქნება, თუ ასე არ მოხდა?
ყოველი ოპერაციის მიზანი არის სრული გამოჯანმრთელება. გახდე უფრო უკეთ, ვიდრე მანამდე იყავი. 
   ზოგიერთი პაციენტი სწრაფად იკურნება და შვებას გრძნობს. სხვებისთვის კი გამოჯანმრთელებას თვეები, ზოგჯერ კი წლებიც სჭირდება. როცა ხვდები, რომ აღარ გტკივა.

 ამგვარად, ყოველი ოპერაციის პირობაა, რომ იყო მოთმინებით. თუ შეძლებ, პირველი კვირების და თვეების განმავლობაში და თავს დაარწმუნებ, რომ გამოჯანმრთელება შესაძლებელია, მაშინ დაიბრუნებ შენს ცხოვრებას.


 მაგრამ ყველაფერს წინ უძღვის დიდი თუ.



   ყოველთვის მსიამოვნებს, როცა სხვას ვეხმარები და ცოტა მაინც ვუმსუბუქებ დარდს, თუმცა მე იშვიათად ვაკითხავ იგივე მიზნით ვინმეს. თავს თუ ცუდად ვგრძნობ, რამე პრობლემა მაქვს, ვცდილობ სხვებს არ გავანდო და თითქმის ყოველთვის ჩემთვის გადამაქვს. არ ვიცი, ეს ცუდია და უნდა ვებრძოლო, თუ კარგია და მიხაროდეს.  დრო მართლაც ყველაფერს კურნავს და ყველა დარდი ნელ-ნელა, თავისით გაივლის. ხანდახან, ყოვლად დაუკავშირებელი მოვლენა ან ადამიანი გეხმარება ამაში - ინტერნეტში შემთხვევით შეხვედრილი სურათი, ან ვინმეს თბილი ღიმილი, რომელმაც არც კი იცის, როგორ დაგეხმარა.

  ასე, გაივლის დრო და კომპიუტერის მოციმციმე ეკრანთან მჯდომ ნატალიას მოაგონდება ყველა ის სირთულე, რაც გადაუტანია. მთავარია, ეს სირთულეები რა კვალს ტოვებს. 

პ.ს ოჰ, ღმერთო, მე ხომ შევპირდი საკუთარ თავს, რომ ასე შაბლონურად პირად პოსტებს აღარ დავწერდი?!

 პ.პ.ს ჰო, ის ზედა სიტყვები [და სათაურიც] - გრეის ანატომიიდან არის.

5 comments:

  1. რა მზრუნველი ხარ :*****

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგი პოსტია.. მომეწონა..
    მე ვფიქრობ, კარგი თვისებაა.. როდესაც სხვებს შენი პრობლემებით არ ამძიმებ.. დიდი სიამოვნებით დავიკვეხნიდი მეც, მაგრამ სამწუხაროდ, თუ ვინმეს არ გავუზიარე ჩემი სირთულეები, უფრო უარესად ვხდები და შესაბამისად ყველაფერი უკან-უკან მიდის..
    რაც შეეხება, დრო ყველაფრის მკურნალიაო.. 45% მართალია.. თუმცა დღემდე, როდესაც ჩემს უსაყვარლეს ადამიანებს ვიხსენებ, მუდამ მტკივა გული..

    ReplyDelete
  3. დრო ყველაფრის მკურნალი არ არის... თბილი სურათი და მომღიმარი ადამიანი შენს დარდს ვერ აქარვებს, უბრალოდ ხასიათი მალ–მალე გეცვლება ხოლმე და ყველაფერი სხვადასხვა ფერებში გეხატება. და ის რომ შენი დარდით არავის აწუხებ კარგი თვისება არ არის. თუმცა მეც ზუსტად ასეთი ვარ.

    ReplyDelete
  4. ნეტა მაწუხებდე ხოლმე შენი დარდით და პრობლემებით :* მენატრება დედას გეფიცები :)
    ანა

    ReplyDelete