Tuesday, March 1, 2011

What are you looking at?

  ძალიან მშვიდი დღეები მქონდა, პარასკევი და შაბათ-კვირა. საინტერესო ფილმებს ვუყურებდი, რემარკს ვკითხულობდი და ბევრ ყავას ვსვამდი. დიდი რაოდენობით კომშის ჯემს და შინდის მურაბას ვჭამდი  და სინდისიც არ მქენჯნიდა ამის გამო. შაბათს ღამით ხვავრიელად [რა კარგი სიტყვაა, არა?] რომ თოვდა, ეზოში გავედი და ასე ვიდექი, ჭაღარას დავემსგავსე რამდენიმე წამში. როცა არანაირი გარე ფაქტორები არ გაწუხებს, ადვილია სხვა სამყაროში გადასვლა. მეც ასე ვიყავი, ფილმებში ვცხოვრობდი და  წარმოვიდგინე, რომ თოვლიც რომელიმე ფილმის ნაწილი იყო; მიხაროდა, რომ შემეძლო ასე, ვმდგარიყავი ეზოში და თოვლისგან დავსველებულიყავი.


  პარასკევს მთელი დღე სამხრეთ ამერიკაში ვიყავი. თან, აღმოჩნდა რომ შესაბამისი ფილმიც გადმომიწერია. ფილმს The City of Your Final Destination ჰქვია - საოცრად ვისიამოვნე! დანარჩენს არ მოვყვები, შინაარსს და ა.შ არ მიყვარს განხილვები. მე ასეთი მშვიდი ფილმები მიყვარს, ადამიანებით. ის დღე მართლა სამხრეთ ამერიკაში ვიყავი.


   შაბათს კი ვუყურე ფილმს The Scarlet Letter.  ყველაზე მეტად რაც გულში დამრჩა და აღვშფოთდი, ის ადამიანები იყვნენ, ვინც გაბოროტებულებმა საკუთარი რელიგია შექმნეს და მისი სახელით სჯიდნენ უდანაშაულო ადამიანებს. ინკვიზიცია და მსგავსი ამბები ყოველთვის მაფორიაქებს ხოლმე. კიდევ კარგი, ბოლოს ბედნიერად დასრულდა, ტიპიურად. ამ შემთხვევაში სწორედ ასეთი ბანალური ჰეფი-ენდი მჭირდებოდა.


  და კვირის ფილმი - Manolete. ოჰ, ედრიენ ბროდი და პენელოპე კრუსი შესანიშნავად თამაშობენ. ბევრი წყვილი არ არის, ვისაც ასე მოაქვს მაყურებლამდე თავის გრძნობები. ჯერ რუსულად ვუყურე და ბევრი ვერაფერი ვიგრძენი. მაგრამ ინგლისური იმდენად სხვა იყო, ედრიენის თბილი ხმით და პენელოპეს ესპანური აქცენტით, რომ აუცილებლად ორიგინალში უნდა ნახოთ!



  ეს ჩემი საყვარელი მომენტია. პენელოპე კიბეებზე ადის სასწაულად სექსუალური, წითელი კაბით. უკან ვიღაც მიყვება და თვალს არ აშორებს მის სხეულს. უცებ პენელოპე ჩერდება, ბრუნდება და თავის ესპანურ აქცენტიანი ინგლისურით ეუბნება:

 - What are you looking at?

6 comments:

  1. "მანოლეტე" ამას წინათ ტვ–ში იყო და ვერ მოვახერხე ყურება. ერთი ის ვიცი, რომ ედრიანი მოკვდა. :(( მართლა ორივე საკმაოდ ემოციურები არიან.


    თოვლზე, ჭაღარასა და გარეთ დგომაზე რომ დაწერე, მომინდა შენთან მანდ დგომა. სიმშვიდესა და სიწყნარეში ვიდგებოდით და დავითვლიდით ვარსკვლავებს. :ლავ:

    ReplyDelete
  2. 1 მარტის მოსვლას გილოცავ. მარტი ხომ იცი, ადამიანებს აგიჟებს. ხოდა მინდა რომ გაგიჟდე. სულ მშვიდი ხომ არ იქნები აბა?! :დ მე მომბაძე :დდდ

    ReplyDelete
  3. :D:D მე კიდევ ეს რამდენიმე დღეა VS შოუებს ვუყურებ და ღამე ალესანდრა ამბროსიო და ადრიანა ლიმა მესიზმრება უკვე :D:D:D:D

    ReplyDelete
  4. ინკვიზიცია ისეთი თემაა, არ ვიცი, ისევე ვერასოდეს გავიგებს მის იდეას, როგორც ფაშიზმს და მსგავს საშინელ ცნებებს.

    მაგრამ ასეთი მოვლენები ვერასოდეს ჯობნის სიყვარულს, ვნებას ან სევდას... "მანოლეტე" ჯერ არ მინახავს, უკვე რამდენჯერ მირჩიეს (ჩემი და ედრიენის სიყვარულის ამბავი კი იცი) და ვერ მოვახერხე, თან რა ვქნა, საშინლად ვიეჭვიანებ, როცა პენელოპესთან ერთად "სიყვარულში" დავინახავ... =))
    მმმ, რა თბილი ხმა აქვს მართლა ედრიანს და თითები კიდევ – ულამაზესი...

    ნატალია.... :*

    ReplyDelete
  5. ქეით, მერე მოდი და შენ გამაგიჟე :დ ან, სიმშვიდეში მოგვიწევს დგომა ისევ :))

    მარ, ეხლა ის გამახსენდა, თქვენთან რომ ვუყურებდი რაღაც ავსტრალიურ შოუს, მოდელებზე :))

    სოფი, ედრიენი სასწაული ბიჭია, ძალიან მომწონს, მაგრამ ისე არა, რომ ვიეჭვიანო :)) შენ იეჭვიანებ ალბათ, ისე უყვარს პენელოპე ფილმში :პ

    ReplyDelete
  6. ხო, მეც გული მიგრძნობს. :დდდ

    ReplyDelete