Friday, November 27, 2009

შეხედე მზეს - შენ ცოცხალი ხარ

  ადრე ვწერდი, ექიმებს ყველაზე მეტად აქვთ ადამიანებთან ურთიერთობა-მეთქი. შეიძლება მე ვერ გადმოვეცი სწორად, ის პოსტი კი უმეტესობამ არასწორად გაიგო. ყველა პროფესიის ადამიანს უწევს ხალხთან ურთიერთობაო, ზურიუსმა მომწერა. მე კი სულ სხვა ურთიერთობებს ვგულისხმობდი.

  ჰემატოლოგიის კურაციას გავდივართ. დღეს ერთ-ერთმა ექიმმა შემოვლაზე წაგვიყვანა, რამდენიმე პაციენტი ვნახეთ. ერთ-ერთ პალატაში, მწვავე ლეიკემიის დიაგნოზით, ბიჭი იწვა - ზურიკო. სავარაუდოდ 18-20 წლის. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი სახიდან გამომდინარე, ასაკის დადგენა ძალიან ძნელი იყო.  ფეხები გვაჩვენეს, განლეული ქონდა. კუნთების კონტრაქტურა განუვითარდა და ვერ შლიდა.

  იცით, პირველად მოხდა, რომ ყველაზე მოახდინა შთაბეჭდილება -  2 ჯგუფი ვიყავით. თვალს გვარიდებდა, ხმასაც არ იღებდა, მხოლოდ ერთხელ თქვა რაღაც.  იწვა იმ პაწაწინა ოთახში, თავისთვის. გარეთ კი მზე ანათებდა, ხალხი დადიოდა, ხმაურობდა..

  ლექციების შემდეგ, ავტობუსში დიდ ჭყლეტვაში მოვყევი, ამიტომ ერთ-ერთ გაჩერებაზე ჩამოვედი და მეორეს ველოდებოდი. სხვა დროს ალბათ გამაღიზიანებდა ეს ფაქტი, დღეს კი  ვიდექი გაჩერებაზე და ვუყურებდი ხალხს, ავტობუსებს რომ ელოდებოდნენ.. ალბათ ვერ ხვდებოდნენ, რა ბედნიერები იყვნენ, იქ რომ იდგნენ და მზეს უყურებდნენ. ათასი გეგმა ქონდათ, იცოდნენ სად მიდიოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. მე კი მათ მაგივრად მიხაროდა, და თან ზურაზე ვფიქრობდი; მანამდე ფეხბურთელი ყოფილა.  ალბათ, როგორც ყველას, მასაც დიდი მომავლის იმედი ქონდა. ვინ იცის, ოცნებობდა მანჩესტერში, მილანში ან ბარსელონაში ეთამაშა. ახლა კი, მისი უახლოესი მიზანი იმ მოხრილი ფეხების როგორმე გაშლაა, მასაჟისტის დახმარებით. .

  სისულელეა კიდევ ერთხელ იმის გამეორება, რომ ადამიანები არასდროს არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს - მალე ისევ ყველას დაგვავიწყდება. ალბათ მეც მალე დამავიწყდება დღევანდელი დღე [ეს პოსტი თუ გამახსენებს ხანდახან], და ისევ ვიწუწუნებ ყოველდღიურობაზე, დილით ადრე ადგომაზე ან წვიმიან ამინდზე...

  

14 comments:

  1. როცა არც ისე კარგად ვარ ხოლმე, ხშირად მახსენდება ეგეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები...

    ReplyDelete
  2. ექიმებზე გამახსენდა. დღეს გავიგე ანალიზების პასუხები.. საშინელი ანალიზია... ყველა ჰორმონი ისევ წესრიგშია, ცე პეპტიდი კიდე იმაზე მომატებული ვიდრე მკურნალობის დაწყებისას მქონდა..
    ვიღაც პრქატიკანტები ყავდა ჩემ ექიმს - ყოველთვის ასე ყავს ხოლმე. ერთი ბიჭი და ერთი გოგო. ეს გოგო გარეთ გაუშვა და ამ ბიჭთან ერთად ჩემი სხეულის ყველა ნაკლი ატვიდან ბოლომდე შეაფასა, თან რაღაცეებს ეკითხებოდა.. :) წარმოიდგინე, დგახარ შიშველი ვიღაც უცხო სიმპატიური ბიჭის წინ, რომელსაც სხვა შემთხვევაში გაეპრანჭებოდი რაც ძალი და ღონე გაქვს. ეხლა კიდე დგას, ის დაფიქრებული შენ მომატებულ ჰორმონებზე და ფიქრობს რა გირჩიოს.
    ავნერვიულდი და ტირილი დავიწყე, იუ ნოუ.
    მაწყნარებდა მერე :) გაჩერებამდე ჩამომაცილა. და მერე მივხვდი რო არანაირი "გაპრანჭვა" ესეთ შედეგს არ მოიტანდა :)
    გადავიფიქრე ექიმებზე ცუდებს რომ ვფიქრობდი. გვეხმარებიან:)

    ახლა მთავარია ეს ახალი ანალიზები და ექოები განვახორციელო და მივაგნოთ რა მჭირს ბოლო ბოლო :)

    ReplyDelete
  3. მასევდიანებს ასეთი რამეები...

    ReplyDelete
  4. არც კი ვიცი, რა დავწერო. აი, ესეც არ უნდა დამეწერა.
    დავსევდიანდე? არა, კიდევ ეს არ გინდათ ნამდვილად.
    ვიმხიარულო? ვის რა გვემხიარულება...

    ამიტომ, ამწუტას თვალებს ვხუჭავ (ბრმად ვბეჭდავ) და ყველა ტქვენგანს, ამ კომენტარების დამწერთ, ხელს ჩაგკიდებთ. აი... ასე :)
    ეს წუთიერი სითბო, ალბათ, ყველაზე სწორია ამშემთხვევში :)

    ReplyDelete
  5. kargi posti iyo, shemaxsena, rom dzalian gamijirdeba eqimoba.....

    ReplyDelete
  6. იცი რა, ალბათ ერგეც არის საჭირო...

    ასეთი მაგალითები თვალწინ ცხოვრებას მოაქვს ჩვენთვის, რომ გაგვახსენოს, თუ რამდენი რამე გვაქვს და ვაფასებდეთ ყოველ ერთი შეხედვით უმნიშნველო წვრილმანს...

    მაგრამ ამავე დროს, გულმავიწყობაც საჭიროა... იმიტომ რომ სულ მხოლოდ იმით თუ ვიქნენით კმაყოფილნი, რაც გვაქვს, არასოდეს მოგვინდება მეტი და შესაბამისად, არასოდეს წავალთ წინ...

    აი ასე.
    :)

    ReplyDelete
  7. ანუკ, ხომ იცი, ექიმებს შორის, როგორც ადამიანებში საერთოდ, არსებობს უგულო და გულისხმიერი ექიმები :)
    რა საყვარელი ხარ :) რომ იტირე გული ამიჩუყდა :)

    ზურიუს, მე ვიგრძენი სითბო :)


    CinnamonGirl, რა თქმა უნდა მასეა, ცხოვრების წესი თუ კანონია :)

    ReplyDelete
  8. რატომ ვართ ესეთები ადამიანები...

    ReplyDelete
  9. შედარებითია ყველაფერი.
    და ხანდახან ყველაზე მეტი სტიმული სწორედ ეს შედარებებია.

    გამოჯანმრთელდეს ღვთის წყალობით.

    ReplyDelete
  10. საერთოდ ყველაფერზე ვტირი, ასეთი პოსტის და კომენტარების შემდეგ ხომ საერთოდ...ჩემი შვილები კი გაოცდნენ, მოკლე ხნით დამსვეს კომპიუტერთან და უკვე ვტირი...

    ReplyDelete
  11. This too shall pass. თქმა ადვილია ისე...
    Don't know what else to say.

    ReplyDelete
  12. უმადურები ვართ :(

    ReplyDelete
  13. ზოგჯერ ისე ძლიერ მინდება, რომ ჩემი ცხოვრება დავუთმო ეგეთ ხალხს...

    ReplyDelete