Tuesday, December 1, 2009

Maybe someday..

  ხომ არსებობს პოსტები, რომლებიც არ გინდა ყველამ ნახოს. აი, არ გინდა რა, ვიღაცამ ერთი თვალი შეავლოს ბლოგროლ.გე-ზე და  ცივად დააჭიროს ’არ მომწონს’ ან თუნდაც ’მომწონს’. .

 ეს პოსტი სწორედ ასეთია.

 ერთხელ, ჯეოსელის Blackberry-ს რეკლამას რომ ვუყურებდი, კერძოდ იმ მომენტს, შავ კაბაში ჩაცმული გოგო რომ გადმოდის მანქანიდან [მინდოდა ვიდეოც დამედო, მაგრამ ვერსად ვერ ვნახე], დედას ვუთხარი, მეც ასეთი ვიქნები-მეთქი.. არ ვიცი რატომ მომაფიქრდა, რომ მაინცდამაინც მისთვის შემედარებინა თავი, იმ დროს კი ზუსტად ასე ვფიქრობდი, რომ მომავალში ასეთი უნდა ვყოფილიყავი. 14-15 წლისას რომ მომსვლოდა ეს აზრი, კიდევ ჰო, მაგრამ 22 წლის რომ ვგეგმავ, რაღაცით ხომ მაინც უნდა ვემზადებოდე, ფონს ვქმნიდე იმ მომავლისთვის?..

  მე კი ისევ ხაკისფერი სპორტული შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი [სხვა რა ვუწოდო არ ვიცი - არც კედებია და არც ბოტასები, სადღაც შუაში] და ძველებური სვიტერი მაცვია; და დილით სახლიდან ისე გავდივარ, ენ ჰეთევეის გმირი რომ გადის  ფილმში The Devil Wears Prada - თმებს ორივე ხელით დავაწყობ თუ გავასწორებ, ჰიგიენურ პომადას წავისვამ ტუჩებზე,  სარკეს რამდენიმე წამით შევავლებ მზერას - სახეზე ხომ არაფერი მაცხია-თქო და გავრბივარ. . თუ სადმე მივდივარ, მაშინ კი ვცდილობ თავს მივხედო, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. სულ ვამბობ - მერე, მერე.. მერე ვიქნები ისეთი, როგორიც მინდა, რომ ვიყო. აი, შავ კაბაში გამოწყობილი გლამურული გოგოც მერე ვიქნები :)

 p.s გუშინ დავამთავრე ჰემატოლოგია; ზურას ნახვა ისე მინდოდა, ისე.. მაგრამ, ვერ გავბედე. მის პალატასთან ვიჯექით, ექიმები შევიდნენ ზუსტად იმ დროს შემოვლაზე, მაგრამ თვალიც ვერ მოვკარი, იმდენი ხალხი იყო შიგნით. მაშინაც ასე ვთქვი - მერე, სხვა პაციენტს გავუღიმებ თბილად და ვაგრძნობინებ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია-მეთქი..

 აი, რა მოხდებოდა, რომ შევსულიყავი, გამეღიმა და მეთქვა - ’მე სტუდენტი ვარ, წინა კვირას გნახე და უბრალოდ მინდოდა გამეგო, როგორ ხარ..’ არაფერი ჰო? მაგრამ არ გავაკეთე.. 


10 comments:

  1. ერთნაირ განწყობაზე ვართ დღეს მე და შენ-პოსტების მალვის :))) ბლოგროლიდან მოვაშთე ჩემი ბოლო პოსტი,შემრცხვა :დ ეს კარგი პოსტია, არ გააქრო რა :user:
    და რაღაცეების დაგეგმვა არასოდეს არ არის გვიან ^_^

    პ.ს. დღეს მომინდა მეთქვა, რომ ფრიად გვიყვარხარ მე და ჩემს ბლოგს :bis: მე ანუ :დ

    ReplyDelete
  2. აუ, უკვე დავმალე :უსერ:

    მე და ჩემი ბლოგი დიდ მადლობას გიხდით სიყვარულისთვის, გულში სითბო ჩამეღვარა, და სიტყვები როგორც ყოველთვის არ მყოფნის : )

    ReplyDelete
  3. ანუკი უკვე მივაჩვიე კოსმეტიკას, მოგდგე შენც? :))
    ოო მეც რამდენნაირი მინდა რომ ვიყო და თავს იმით ვინუგეშებ, რომ აიი მერე ვიქნები :))
    ასეთი შემართებით ვიქნები არა ის კიდე :|

    ReplyDelete
  4. იქნები, რაც შენ გინდა.

    ამ პოსტმა ჩემი წინა კვირის ამბავი გამახსენა, როცა მასწავლებლისთვის დახმარების შეთავაზება ვერ გავბედე :|

    უცნაური პოსტი იყო. უცებ მეგონა სხვა წერდა, really.

    ReplyDelete
  5. რატომ არ გააკეთე მერე?..
    უნდა გაგეკეთებინა.. :)

    ეჰ, ისე, მეც ეგრე ვარ..

    მომწონს გლამურული გოგონები, მაგრამ მაცვია ჯინსი, ბოტასები/კედები, თმა აწეული მაქვს საყვარლად და დავქრივარ გიჟივით...

    არ შეიძლება, მაგრამ რაც არ შეიძლება, სწორედ მისი გაკეთების სურვილი მაქვს ხოლმე.. :ს

    ReplyDelete
  6. მე შენი ბლოგი favorite-ებში ჩავწერე და ვკითხულობ ხოლმე...შენ ისე სადად და ამაღელვებლად წერ რომ მიკვირს, რატომ მწერალი არ ხარ?! თუ ხარ?! (კიდევ ბევრის თქმა მინდოდა...)

    ReplyDelete
  7. სოფი, მეც ვგრძნობ რომ უცნაური პოსტი გამომივიდა :)

    ელენე, ადრეც მოგწერეთ ერთ-ერთ კომენტარში და ახლაც უღრმეს მადლობას გიხდით! მწერალი კი არა, წერა არ მეხერხება საერთოდ, ასე ვთვლი. ძალიან დავიბენი თქვენი სიტყვების გამო.. :)

    ReplyDelete
  8. ვინ დათვლის რამდენჯერ მდომებია რაღაცის გაკეთება და არ გამიკეთებია. ჩათვალე რომ არ მინახავს ეს პოსტი. :)

    ReplyDelete
  9. გჩუქნი იმის ნიშნად, რომ შენ ეს აუცილებლად გამოგივა ;)


    http://www.youtube.com/watch?v=Ru2aBJ7VWVk

    ReplyDelete