პირველ რიგში - ჩართეთ მუსიკა პოსტის ბოლოს :)
თითქმის ჩაბნელებული, თბილი ოთახი. ბუხარი ანთია და ცეცხლის ტკაცატკუცი ისმის. ჰაერს დამწვარი შეშის სუნი დაკრავს.. შენ ხალიჩაზე, ბუხრის წინ ზიხარ; სახეზე ცეცხლის სინათლე დაგთამაშებს, თვალები დახუჭული გაქვს და სულ ოდნავ იღიმები. ოთახის ერთ კუთხეში ნაძვის ხე დგას, და მქრქალ სინათლეზე ჯადოსნურად ბრწყინავს. ფანჯრიდან, გამჭვირვალე ფარდის მიღმა, გარე განათების ფონზე ჩანს როგორ ცვივა თოვლის ფანტელები და ალბათ, ძალიან, ძალიან ცივა. გვერდით საყვარელი სასმელი/სასუსნავი გიდევს, ფეხებზე თბილი წინდები გაცვია, სახე ფუმფულა სვიტერში გაქვს ჩამალული და ფიქრობ ახალ წელზე, ზღაპრებსა და სასწაულზე.. ახალ წელს ხომ ყველას გჯერათ სასწაულების? სულ რამდენიმე წუთით მაინც.
მე მიყვარს ახალი წელი. თუმცა არა 1 იანვარი და შემდეგი დღეები, ქუჩაში შუშხუნები რომ ყრია და ჰაერში ბოლის სუნი ტრიალებს, ადამიანები კი ზედმეტად ნაჭამი/ნასვამი სახეებით დადიან.
წინასაახალწლო პერიოდი მიყვარს, დეკემბრის დასაწყისიდან. მიყვარს პირველი მაღაზია, სადაც საახალწლო მორთულობას შევნიშნავ; ქუჩები, უამრავი ნათურით რომ არის მორთული. საღამოს განათებულ ფანჯრებში ყურება - ნაძვის ხეებს ვეძებ, თუ დავინახავ; ერთგვარი თამაშია. დეკემბრის ბოლო დღეებში ყველას ეტყობა სამზადისი, ადამიანები ჩქარი ნაბიჯით და დიდი პარკებით დადიან. 31 დეკემბრის საღამოს გარეთ თუ ყოფილხართ - მაღაზიებში დიდი მოძრაობა რომ არის, მანქანიდან უყურებ განათებულ ვიტრინებს და გიხარია რომ ყველა სახლისკენ მიდის და შენც მალე იქნები შენს სახლში.
ეს საიუბილეო, მე-100 პოსტია და ჩემს ახალ წელს ეძღვნება :)
გილოცავ საიუბილეო პოსტს :*
ReplyDeleteუკვე დაიწყო ახალი წლის ამბები, ნაძვის ხეებით და განათებებით, ლამაზია
მაგრამ, არ მიყვარს მე ახალი წელი. სულ მინდა ხოლმე, რომ ორი კვირით გადავახტე დროს და ეგრევე 15 იანვარს გავიღვიძო ხოლმე
ვაიმეეე.. სულ ხერხემალი ამიცახცახდა.. :)))
ReplyDeleteზუსტად ასეთი განწყობა მაქვს ხოლმე.. სულ ველდოები მის დადგომას, მაგრამ დადგება თუ არა, აღარ მიყვარს..
წლევანდელ ახალ წელს ძალიან ველოდები, თუმცა რატომ არ ვიცი..
ასე მგონია, მნისვნელოვანი რარაცები უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში.. :)
Let it snow, let it snow...
ReplyDeleteმე ჩემი მეგობრების სიხარული მახარებს ხოლმე ამ პერიოდში. ბავშვობაში მეც მიყვარდა და ველოდებოდი ახალ წელს. მგონი, ადრეც დაგიწერე, მე მხოლოდ "Ирония судьбы или с легким паром"-ს ველოდები ახალი წლის დღეებში :D
ბუხარზე, სითბოსა და ცხელ ჩაიზე კი უარს არ ვიტყოდი, შენთან ერთად ჩამოვჯდებოდი სიამოვნებით :)
awww,... so sweet memories.
ReplyDeleteკარგი რაღაცეები გამახსენე ნატ.
სანამ თბილისში არ ჩავალ, მანამდე წინასაახალწლო განწყობაზე უარს ვაცხადებ!
ReplyDeleteიმედია ახლა რომ ჩამოვალ, აღარ წავალ ;)