Wednesday, December 16, 2009

Inspired

  აი, როდესაც ფიქრობ რომ საერთოდ არ გინდა პოსტების წერა, და გგონია, რომ ალბათ კიდევ დიდხანს არაფერს დაწერ, უბრალოდ ჩართე მუსიკა და.. მაუსი თავისით წავა New Post-სკენ, და თითები თავისით დაიწყებს კლავიატურაზე სრიალს.

 მუსიკა ღვთიური ქმნილებაა, რომელიც gets you inspired [მინიშნება იმას, ვინც მიხვდება :)], სხვა თვალით დაგანახებს გარემოს. დაათვალიერეთ ფოტოები საყვარელი მუსიკის თანხლებით, და ნახავთ როგორი ეფექტი ექნება. იარეთ ნაცრისფერ ქუჩებში, მუსიკით ყურებში და იყავით ცოტა უფრო ბედნიერი, ვიდრე შავტანსაცმლიანი ხალხი გარშემო..

 მნიშვნელობა არ აქვს, რას უსმენ. მთავარია, შენმა მუსიკამ სამყარო ცოტა უფრო ფერადი გახადოს..  თავში სასიამოვნო ფიქრები აგიშალოს - ესპანეთზე, პენელოპე კრუსზე, ქვაფენილიან ქუჩებზე, შოკოლადზე და რაფა ნადალზე : )  პოსტები გაწერინოს - არეული და ქაოსური, ისევე როგორც შენი ფიქრები..

  კვირა დღე უნდა ვახსენო - არ შეიძლება რომ უყურადღებოდ დავტოვო. დილა ისე ცუდად დაიწყო - საზიზღარ განწყობაზე რომ ხარ და გარემოც პროვოცირებას უკეთებს შენს გაღიზიანებას. ინტერნეტიც გულს გირევს, მაგრამ მაინც არ ეშვები.. ბლოგზე შემოვედი და ეგრევე წინა პოსტზე კომენტარები ვნახე. ანნას კომენტარი იყო, რაფას ფოტოებს დავდებო, წერდა, შემდეგ უკვე - დავდეო. მთავარ გვერდზე გადავედი და აფეითებს შევხედე.. 

 

 თქვენ ალბათ ვერასდროს მიხვდებით, მე რა დამემართა ამის დანახვაზე.. საქმე რაფაში კი არ არის, არა. პოსტის სათაურშია, რომელმაც ამელის ეფექტი მოახდინა, ძალაუნებურად გამაღიმა და გარემო ნელ-ნელა გააფერადა. ასეთი დამთხვევები შემთხვევით არ ხდება :)

 უსმინეთ ტრევისს, დალიეთ ყავა და get isnpired! : )

 

7 comments:

  1. nataliaaaaaaaaaa
    shemogdzaxes mezobeli blogidan ;;)
    blogidan, romlis patronsac qartuli shrifti waeshala da imenad zarmacia, rom ezareba gadmocera :|
    da amitom ar aqvs axali postebi :|
    ujike raa :))

    ReplyDelete
  2. :************************************** :-)

    ReplyDelete
  3. umusikod martla veraferi gamovidoda :))

    da yru adamienbistvis rogori sxvanairia samyaro albat :<

    ReplyDelete
  4. წახვალ აუცილებლად ესპანეთში.. :)
    აი, ნახავ..

    და მეც წავალ მილანში...

    აი, ვნახავთ თუ არა!. :)

    ReplyDelete
  5. ფოტოების თვალიერებაზე რა მოგახსენო, მაგრამ ცხოვრების ნებისმიერი ასპექტი, რომლიც ამის საშუალებას მაძლევს, მუსიკის თანხმებითაა ჩემთვის... უკვე ხუმრობენ კიდევაც ჩემზე, ძილის წინაც კი ყურშინაუშნიკებგარჭობილი ვარ, აბაზანაში ხმამაღლა ჩართული მუსიკით შევდივარ, ქუჩაშიც ასე დავდივარ და რავიცი...

    ასე ცხოვრება უფრო საინტერესოა, კარგი საუნდრტრეკი მაინც აქვს :)

    ტრევისი კი ნამდვილად მაგარია

    მიყვარს შენი პოსტები :)

    ReplyDelete
  6. ლოლ
    მე მეგონა, იმ ბლოგს თვითონ რაფა წერდა :D :D :D ახლაღა ვნახე, რომ ქართველის გაკეთებულია :D
    მაინც სასიხარულოა, ბუნებრივია :love: :amor: :asyoulikeit:

    ReplyDelete
  7. Sophie, არა, რა რაფა :D რაფას რომ გაეკეთებინა, მაშინ სხვანაირ პოსტს დავწერდი :D
    ანნა მოჭადრაკეა, ბარსელონაში ცხოვრობს, და იცის, რომ ’გარდარეული სიყვარული მაქუს’ რაფას მიმართ :))

    ReplyDelete