Sunday, December 6, 2009

Admired

   ალბათ ყველას აქვს  პატარა თუ დიდი გატაცებები..  რომელიც, უფრო ხშირად თინეიჯერობის ასაკში იჩენს თავს მთელი ძალით, როცა სხვადასხვა ადამიანები უყვარდებათ და აღმერთებენ ხოლმე. არ ვიცი, ახლა როგორ არის, მაგრამ ჩემს დროს [:D] ასე იყო. მერე კი, როცა ’დიდები’ ვხდებით, სხვა რაღაცეები ხდება პრივილეგირებული და ვივიწყებთ ძველ სიყვარულებს. 

  თვითონ ’გატაცება’ არაჩვეულებრივი სიტყვაა - როცა რაღაც ისე მოგწონს, რომ ფიქრებით გიტაცებს და სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობ.  CinnamonGirl-მა მითხრა ერთ-ერთ კომენტარში, გატაცებადი ხარო. რომ დავფიქრდი, მაშინ მივხვდი რომ მართლა ასეა. ყოველთვის მინდა ვიყო რაღაცით შეპყრობილი, ძალიან მსიამოვნებს ეს პროცესი. გვერდიდან შეიძლება სასაცილოდაც ჩანდეს, მუდმივად ერთსა და იმავეზე რომ ფიქრობ და ლაპარაკობ. თუმცა, დავივიწყოთ ის გვერდიდან დანახული - მთავარია, მე ვგრძნობ თავს ძალიან კარგად ჩემი პატარა გატაცებებით. გუშინ დავფიქრდი, მაინც რით ვარ გატაცებული-თქო და საკმაო ფიქრის შემდეგ, სამი რაღაც გამახსენდა.

 ბლოგერობა -  ხანდახან მაქვს მომენტი, როცა ვფიქრობ, რა მინდა საერთოდ, რატომ ვწერ.. თუმცა, საერთო ჯამში, უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილს შეადგენს ბლოგი და დიდ სიამოვნებას ვიღებ პოსტების წერით & კითხვით. ჩემი ოჯახის წევრებმა არ იციან ბლოგის შესახებ. ჯერჯერობით არც მინდა თქმა, თუმცა ოდესმე ვეტყვი ალბათ. 

 ეს ფოტო  გუგლში ძებნისას, ერთ-ერთ უცხოურ ბლოგზე ვნახე და ძალიან მომეწონა 

 

  ესპანეთი -  ჩემი ესპანეთისადმი სიყვარული პროცესია, რომელიც ხან ქრონიკულია და თავს არ მახსენებს, ხანდახან კი მწვავდება, და ამ პერიოდში ან ბლოგზე ვწერ პოსტებს, ან ამ შესანიშნავ საიტზე ფოტოებს ვათვალიერებ. პროცესის გამწვავება კი შეიძლება რომელიმე სიმღერამ, ამინდმა ან პოსტმა გამოიწვიოს. დღეს წავიკითხე ზუსტად ანას არაჩვეულებრივი პოსტი. კომენტარშიც მივწერე, ყველაზე ესპანური პოსტია მსოფლიოში-მეთქი :)

 რაფა ნადალი - აი ნადალით მართლა შეიძლება ითქვას რომ გატაცებული ვარ : ) სხვა თუ არაფერი, ყოველთვის რაღაც ტურნირია და ძალაუნებურად მახსენებს თავს. თუმცა, ტურნირების გარეშეც სულ მახსოვს; თუ მაინც არ გამახსენდა, პეკინზე, ნაიკის მაღაზიის ვიტრინაში უზარმაზარი ასეთი ფოტო არ მაძლევს დავიწყების საშუალებას [პირველად ვერ შევნიშნე სხვათაშორის და ჰანნამ დამანახა :))]. დედამ იცის ჩემი ნადალისადმი დამოკიდებულების შესახებ და ღიმილიანი სიყვარულით ეკიდება ამ ამბავს :) ყოველთვის ერთი შემთხვევა მახსენდება - მადრიდის რეალის თამაში იყო და დედა იძულებით უყურებდა ტვ-ს, ვინაიდან ერთი და იგივე ოთახში იყვნენ ორივე - ტვ და დედა. უცებ კადრში რაფა გამოჩნდა, თამაშს ესწრებოდა. მე ხმამაღლა შევძახე - ’რააფა!’ 

  მაშინვე მესმის დედას ხმა:  ’ნადალი! დაინახე?’ 

  -  კი, დავინახე..  

 -  აბა შენ რაფა რატომ თქვი?

 - დედა, რაფა და ნადალი ერთი და იგივეა, ასე ქვია :D 

  ცოტა ხნის შემდეგ მეკითხება - ’დე, ნადალი ასე რატომ გიყვარს?’ და მაშინვე ამატებს ’არა, კი კარგია, რომ გიყვარს, მაგრამ რატომ?..'  :D

 პ.ს აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ წინა პოსტი ერთ-ერთ ყველაზე უგერგილო პოსტად მიმაჩნია, მითუმეტეს საიუბილეო არ უნდა ყოფილიყო..


13 comments:

  1. მეც ვიცი გატაცებები...
    გახსოვს, ნესტათი რომ ვიყავი შეპყრობილი..
    ახლაც ასე ვარ...
    რომ ვუყურებ, ვიბადრები...
    :)

    ისე, როგორც ფეხბურთელი ეგრე მომწონდა ყოველთვის და გარშემომყოფები არ იჯერებდნენ...


    ახლა მილიბენდომანია მჭირს..
    რაც შეეხება ქვეყნებს..

    იტალიით ვარ დაავადებული..

    მერე ინგლისით...
    ამ უკანასკნელში ვიცხოვრებდი...

    ეეჰ, ადამიანი ოცნებებს აგებს და ვერ ითვალისწინებს იმას რომ შეიძლება ხვალ აღარ იყოს.. ;(

    ReplyDelete
  2. mec ase vici xolme Seyvareba :D :D am wuTas erT mexikel narkobaronze maqvs "gaWedili" (serialis gmiria), da msaxiobis Sesaxeb yvela wvrilmand vqeqav :D da laparakis manerac maseTi gamixda Zalauneburad, mexikuri aqcetniT vlaparakob am bolo dros :D

    ReplyDelete
  3. mere videos davdeb blogze am narkosi :D Cems gaketebuls :D

    ReplyDelete
  4. vasasi, გაგიკვირდება და, რომ ვწერდი, შენ მახსენდებოდი სულ, შენ და მილიბენდი :)) ძალიან მიყვარს მილიბენდზე დაწერილი შენი პოსტები :)

    AnnA, მექსიკური აქცენტი მაგარი იქნება :D მე კიდევ ეს ორი დღეა სულ 'Vamos' ძახილით დავდივარ, დევისის თასს ვუყურებდი და იქ მაგის მეტი არაფერი ისმის :D

    ReplyDelete
  5. გავიგებ რამე სიახლეს მასზე და კიდევ მივუძღვნი ერთ ან რამდენიმე პოსტს..

    ეგ თუ არა, მისი მსგავსი ცოტა ახალგაზრდა ბიჭი მაინც გამოჩნდეს.. :დ


    ეგ კი არა, ეს ამბები გადამაგორებინა როგორმე.. :|

    ხვალ და ზეგ..

    ReplyDelete
  6. Miliband mec mevaseba :D :D saerTod, excentrikebi mevaseba :D

    Natalia, mexikuri da columbiuri aqcentebi Zaan dacemaa :D davdeb videos da naxav :D

    ReplyDelete
  7. ლოლ
    დედაშენის შეკითხვამ დედაჩემი გამახსენა :D ბავშვობაშივგიჟდებოდი კირილ ანდრეევზე ('Иванушки International'), oh my, რა დრო გავიდა!!! ჰოდა, ზუსტად ასე მკითხა ერთხელ =))

    გატაცება აუცილებელია, მაგრამ ძალიან არ უნდა გადააჭარბო, ერთი პერიოდი მე ასე ვიყავი ბლოგზე და საშინელება იყო. Now I'm over & happier.

    ReplyDelete
  8. I indeed was a very obsessive person from my early childhood – I’ve tried everything, from books and knitting to water sports. And this obsessivness did not extend only to hobbies and pastime. It was just my thing – whenever I got interested in something, be it a way to occupy myself, a person, a book, a movie, music or anything in between – I was totally into it, forgetting everything else. Sometimes it did me a lot of good, because I used my obsession in my studies, career or other important-to-achieve-life-goals. People used to regard me as very “determined”. But sometimes, it actually did a lot of harm...

    ასე დავწერე ერთხელ მე... საკუთარ თავზე :)
    და მივხვდი, რომ შენც გიხდება :)

    მიხარია ასეთი პარალელები - ეგოისტურია, მაგრამ მაინც ;)

    ReplyDelete
  9. haha :) mexikuri arvici mara kolumbiuri espanuri aris magari dzaliaaan :D ai mec ki vxvdebi ro raghac suuul sxvanairi aqcentebit uberaven :D

    კაია რომ შენი გატაცებებიდან უმეტესობა მეც მიყვარს. განსაკუთრებით ესპანეთი.
    აუ, ნატ იმდღეს ვიყავით მე და დუდი რედისონში მადრიდის უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე, სადაც მაგისტრატურის გაკეთება გვინდა და აიაიაიაიაი!!!!!!!!!
    ახლიდან აღფრთოვანებული და გაცეცხლებული ვარ :)))

    ReplyDelete
  10. mexikuri Zalian gansxvavdeba kolumbiuri aqcentisagan, iseve, rogorc argentinuli :D da samive Zalian gansxvavdeba espanuri (kastiliuri) espanurisagan :D da TviTon espaneTis yvela regionSi imdeni gansxvavebuli aqcentia... :D :D

    me ZiriTadad bunebrivad Zalian kataloniuri aqcentiT vlaparakob, magram sakmarisia 1-2 dRe gavataro sxva regionis an qveynis xalxTan, rom maSinve "gadmomdeben" xolme :D exla mexikurze var ZiriTadad gadasuli, magram kolubiuri megobrebi myavs am bolo dros Zalian axlos, yoveldRe vnaxulobT erTmaneTs da ooooooooooooo :D :D

    ReplyDelete
  11. სოფი, ჰო, ზედმეტი არაფერი ვარგა :)) ბლოგზე მეც ადრე უფრო ვიყავი გადარეული, ახლა გადამიარა..

    CinnamonGirl, ეეე, რა მაგარი სიტყვებია, ზუსტად ასე ვარ მეც!

    ანუუკ, მადრიდში აპირებთ? აუ რა მაგარია რა მაგარია! ჟრუანტელმა დამიარა :))

    ReplyDelete
  12. რაღა უნდა ვთქვა, რააა :)))
    მოდი, ჩემი მგონი ერთადერთი უკომენტარო პოსტი (სულ ბოლო) გამახსენდება და ვიტყვი: "ვაჰ, აქ რა უხვმოსავლიანი კომენტარები აიწია!" :))

    ReplyDelete
  13. მე არავინ მყვარებია თინეიჯერობისას, რა მაგარია! :D

    ReplyDelete