Wednesday, December 9, 2009

Passion Ambition Butter

  ახლახან დავამთავრე ფილმი Julie & Julia. ვისაც არ გინახავთ, ფილმში მოქმედება ორ პარალელურ დროს ვითარდება - 1949 და 2002 წლებში. ჯული ცხოვრობს ნიუ იორკში, რომელიც 29 წლის აღმოაჩენს თავის მოწოდებას - კულინარია. ის ხელმძღვანელობს ჯულიას წიგნით, რომელიც სწორედ 1949 წლის პარიზში ცხოვრობს. პარალელურად ჯული ბლოგზე წერს თავის ყოველდღიური კულინარიული შემოქმედების შესახებ, მას აქვს მიზანი - ერთ წელში გააკეთოს გარკვეული რაოდენობის კერძი, რომელთა რეცეპტები ჯულიას წიგნშია მოცემული.

 ჯული 29 წლის მიხვდა რა სურდა, ჯულია 40+ წლისა. ზოგი საერთოდ ვერ პოულობს თავის ადგილს ცხოვრებაში.. ან არ იცის რა უნდა, ან იცის, მაგრამ იქ არ არის, სადაც უნდა იყოს. მიხარია, რომ მე ვიცი და იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ბედმა გამიღიმა ამ შემთხვევაში - 15 წლისა უკვე სამედიცინოზე ვსწავლობდი, თუმცა იმ დროს გააზრებული არ მქონდა, რომ მე უკვე პროფესია ავირჩიე. წლების გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს ის იყო - ჩემი პროფესია. მე-4 კურსზე, ყოველთვის იმის გახსენება, რომ მე სამედიცინოზე ვსწავლობ, ბედნიერებით მავსებდა და ღმერთს მადლობას ვწირავდი ამისთვის. წარსულში იმიტომ ვლაპარაკობ რომ, როგორც ყველაფერს, ამასაც მივეჩვიე და ყოველ მოგონებაზე თავს ბედნიერად აღარ ვგრძნობ. არა იმიტომ, რომ მომბეზრდა. უბრალოდ, ადამიანები ხომ ყველაფერს ვეჩვევით - ბედნიერებასაც და მწუხარებასაც.

 თქვენ ყველას გაქვთ თქვენი პროფესია? მე ვფიქრობ რომ არა, მითუმეტეს საქართველოში. ნაკლებად მჯერა, რომ ყველას მოლარეობა, ეკონომისტობა და კიდევ უამარავი ბანკთან დაკავშირებული სამსახური უნდოდეს. 

 გუშინ მულპის დაბადების დღეზე ვიყავი. უსაყვარლესი ადამიანია, მგონია რომ ასტრიდ ლინდგრენის წიგნიდან არის გადმოსული. 21 წლის გახდა. ადრე ვლაპარაკობდით, ცხოვრებაში რაღაცის მიღწევაზე და მოსწრებაზე, და უცებ ამბობს - მე რაღა უნდა ვთქვა, 20 წლის ვარ და ჯერ ხიდიდან არ გადმომხტარვარ-ო. ბევრი ვიცინეთ ამ სიტყვებზე, ტიპიურად მოაზროვნე ადამიანი არ არის, შეუძლია შოკოლადის ფილით და ცხელი ყავით თავი ისე ბედნიერად იგრძნოს..   ხო მართლა, მარიამი ჰანნას და არის :) 

13 comments:

  1. ორი დღის წინ ვუყურე მაგ ფილმს და უნდა დამეწერა პოსტი, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით :)))ხოდა ამ დღეებში დავწერ, ფილმების მიმოხილვაში. მე ძაან მომეწონა, კარგი რამეა :)

    პროფესიას რაც შეეხება, მე ჯერ არ მაქვს
    ჩემი პროფესია:დ მაგისტრატურაში მექნება, სოციოლოგი რომ გავხდები :დ

    ReplyDelete
  2. eh, mec ase mgonia, rom profesias magistraturashi avvirchev: jurnalistika sxva specalobis gareshe chemtvis carielia.
    mshurs, ase rom gikavars sheni profesia. me ara :|

    ReplyDelete
  3. მომეწონება ეგ ფილმი, დარწმუნებული ვარ :)
    კულინარიაც მიყვარს, პარიზიც და ბლოგებიც :))) მსახიობებიც კარგები არიან, რამდენადაც ვიცი.
    პროფესია კარგია, მაგრამ არა მთავარი... აი, თუნდაც ის საყვარელი მულპი ავიღოთ :) ჯერ რომ ხიდიდან არ გადმომხტარა, ყველაფერი ჩვენს თავშია :)
    All I really want is to be the catcher in the rye...

    ReplyDelete
  4. მეც ვნახე და კარგი ფილმი იყო, მერილ სტრიპი საერთოდ.. <3
    და კარგია რომ იცი რა გინდა და სადაც ხარ რომ იქ უნდა იყო :))))))

    ReplyDelete
  5. dRes 10 dekemberia, nat..

    am posttan ra shuashia, magram udna metkva..

    p.s. xo, aset filmebs rom vuyureb, cota vmshviddebi, 30 clis asakshic sheidsleba ipovo sheni tavi, me jer 23 var, shansi jer kidev makvs-tko :)

    profesias ar vgulisxmob, mogexseneba.. :)

    ReplyDelete
  6. ასეა რა, ზოგს უმართლებს და თავიდანვე პოულობს თავის თავს, ზოგი კიდე ძალად თუ არ გადააგდე ხიდიდან ისე არაფერი არ გამოდის. :)

    ReplyDelete
  7. აი, ცხივრადად მე, კი არა და, პირადად მე, ჟურნალისტიკაში ნელ–ნელა ვიფურჩქნები. ახალ–ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები ჩნდება. მაგრამ რატომღაც ჩემში თითქოს რაღაცას ვკლავ.
    და ეს რაღაცა ჩემი ხელოვნების მხარეა, რომელიც ჩემს პროფესიას ასულდგმულებს.
    რაც უფრო მეტად ვფიქრობ ამაზე, მით მეტად გაორებული ვხდები :(
    P.S. მგონი, ჩემს ბლოგზე არა ვარ ისეთი გულახდილი, როგორც სხვების კომენტარებში. :)

    ReplyDelete
  8. ზუსტად ახლა ვფიქრობდი, საღამოს რა ფილმი ვნახოთქო და მგონი ამას ვნახავ :)))

    ReplyDelete
  9. უნდა ვუყურო მაგ ფილმს ამ საღამოს. :)

    ReplyDelete
  10. შესაფერისი პროფესიის არჩევა ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცხოვრებაში...
    იმიტომ რომ ადამიანი სწორედ რომ საკუთარი საქმიანობით გამოხატავს თავს ყველაფერზე უკეთ...
    ამიტომ მიხარია, როდესაც ვიგებ რომ ადამიანებს თავიანთი ნაპოვნი აქვთ :)

    მე კიდევ ძალიანაც ვიხდენ იურისტობას :)

    ReplyDelete
  11. გუშინ ვუყურე ამ ფილმს :) ძალიან მომეწონაა : X

    ReplyDelete