ბავშვობაში, ფიქრებში ვიგონებდი მთავარ პერსონაჟს [რომელიც აუცილებლად გოგო იყო], ვარქმევდი სახელს, და წარმოვიდგენდი თუ როგორი გარეგნობის უნდა ყოფილიყო, ყველა დეტალს - თმა, ტუჩები, თვალები.. და მერე მის ცხოვრებას ვქმნიდი, თუ როგორ განვითარდებოდა. მოქმედება თითქმის ყოველთვის წინა საუკუნეებში ხდებოდა, და აუცილებლად რომელიმე სხვა ქვეყანაში. მე ძალიან მიყვარს ძველი პერიოდის კაბები - გრძელი და განიერი, ათასი ზიზილ-პიპილებით.. ჩემი გამოგონილი ამბები თითქმის არასდროს მთავრდებოდა ბოლომდე, ვინაიდან რამდენიმე დღეში მბეზრდებოდა და უკვე ახალ პერსონაჟს ვქმნიდი.
ამ ბოლო დროს, ცოტა რომ გავიზარდე, პერსონაჟებს აღარ ვიგონებ. მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობ ხოლმე, უფრო სწორედ, ვოცნებობ. ძირითადად, ათასგვარ მომავალს წარმოვიდგენ, თუ როგორი მინდა მქონდეს. ან, აწმყოს, როგორი შეიძლებოდა/მინდოდა რომ მქონოდა. საერთოდ, ფანტაზია არ მღალატობს და შესაბამისად საოცნებო არ მელევა..
ასე გამოდის, რომ ის ქვეცნობიერი ოცნება ბლოგზე ავისრულე. აქ ყველაფრის დაწერა შემიძლია, რაც მომესურვება.. ის, რაც მიგროვდება და რეალურ ცხოვრებაში ვერ ვამბობ, ვწერ პოსტებში..
მე ასეთი მიყვარს ჩემი ბლოგი - მწვანე და ემოციური, მზის თბილი სხივებით განათებული..
mcerloba me axlac,anu kidev da tan zalian minda :) (loyebgacitlebuldarcxvenili nastasia )
ReplyDeletezalian gamixarda sheni bavshvobis droindeli gatacebis shesaxeb rom shevityve:)
ReplyDeleteamaze mec vocnebobdi bavshvobashi sheizleba exlac vocnebob
magram ratomgac sul sevdiani istoriebi momdis tavshi
:)
დიდი ხანი არ არის რაც შენი ბლოგი აღმოვაჩინე, მაგრამ I'm love in it <3 :)
ReplyDeletemec Zalian miyvars Zveli periodis Cacmuloba da ambebi :D neta drois manqana gvqondes, ramdens vimogzaurediT :D
ReplyDelete:P
ReplyDeleteჩემი და მთელი ბავშვობის განმავლობაში სერიალს წერდა ხოლმე.
ReplyDeleteმე ჩუმად ვკითხულობდი ხოლმე :დ
ხოდა, ბლოგზე მეც ძალიან ხშირად და ბევრს ვფიქრობ ხოლმე.
ძირითადად მეც ტრანსპორტში.
მმ
ReplyDeleteჰოდა აქ დაგვიწერე
შენი ირეალური ცხოვრება
გახდი მწერალი და პატარა ჩანახატები დადე ხოლმე
ჩვენც ხეირი გვექნება და შენც :დ :დ
ხო დაწერე ხოლმე.
ReplyDeleteკარგი იქნება.
აჰ, არა, აქ არ დავდებ ჩემს პრიმიტიულ მწერლურ ფიქრებს :დ თუმცა, არასოდეს თქვა არასოდეს-ო და რავიცი.. :))
ReplyDeleteqeti, thank you so much! ასეთ სიტყვებს რომ ვკითხულობ, თან ძალიან მიხარია, თან მცხვენია ხოლმე : )
შენმა აღმოჩენამ გამახარა - მწერლობაზე! გახსოვს, მეც ვივარაუდე რომ მწერალი უნდა ყოფილიყავით, ისე გატაცებით წერთ და მერე ჩვენ ისე გატაცებით ვკითხულობთ...
ReplyDelete♥ ♥ ♥ I Wish You A Merry♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪ Christmas♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪ I Wish You A Merry ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪Christmas ♥ ♥ ♥ I Wish You A Merry ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪Christmas ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪...And A Happy New Year!♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪♥ ♥ ♥
ReplyDeleteჩვენც ასეთი გვიყავარს შენი ბლოგი და ასე გააგრძელე...
ReplyDeleteღმერთმა წარმოსახვის უნარიო იმიტომ მოგვცა ადამიანებს, რომ ოცნება შეგვეძლოს...<3