Friday, November 20, 2009

We are tennis


   ჩოგბურთი - ყველაზე ინტელექტუალური და დახვეწილი სპორტია.. ვინც ასე არ თვლის, შემეკამათოს : )) 

  ნარკოტიკივითაა - უყურებ და ჟრუანტელის მომგვრელ სიამოვნებას იღებ. ერთი სული გაქვს, შემდეგი მატჩი როდის იქნება. თან, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შენი ფავორიტები თამაშობენ თუ არა. პირიქით, ჯობია არ თამაშობდნენ - მე ისე ვნერვიულობ ამ დროს, მირჩევნია ნეიტრალურ თამაშებს ვუყურო მხოლოდ :))

  მოყოლილი არ მაქვს ხომ, როგორ დავიწყე ჩოგბურთის ყურება? ღმერთმანი, აქამდე როგორ არ მითქვამს.. 

  Australian Open 2009-ს ფინალი იყო; ხალხი ელოდა, ხალხი ღელავდა. მე კი რიგითი დღე მქონდა, და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა.. როგორც ხდება ხოლმე - ჭამა, ინტერნეტი, ჭამა, ისევ ინტერნეტი და.. ტვ. კერძოდ კი ’ევროსპორტი’ და ჩოგბურთის რაღაც თამაში. აჰ, ფედერერი თამაშობს.. მახსოვს ფედერერი - ადრე უიმბლდონის ფინალში ვგულშემატკივრობდი, რანდომულად ამოვირჩიე მაშინ და მოიგო, მგონი პირველი უიმბლდონის თასი იყო მისთვის. მეორე ვინ არის? ნადალია. აა, ნადალი? ესპანელი.. ამბობენ, მაგარიაო. მოდი, ცოტას ვუყურებ... ვის ვუგულშემატკივრო? რა თქმა უნდა, ნადალს ნატალია, ესპანელია. აუ, აჩვენონ რა ნადალი, მაინტერესებს როგორია.. აჩვენეს, ბევრჯერ. ვაკვირდები, დეტალურად.


  თამაში თითქმის 5 საათი გაგრძელდა, მე კი ვერც შევნიშნე დროის გასვლა. შიგადაშიგ ხალხის ოვაციებით ვხვდები, რომ რაღაც ხდება. ჩოგბურთელები ხან ისვენებენ და სკამებზე სხდებიან, ფერად სითხეებს სვამენ და ხანდახან ერთ ლუკმა ბანანასაც ჭამენ. ვუყურებ, ვერაფერს ვხვდები - ვინ იგებს, როდის დამთავრდება.. მაგრამ, მონუსხულივით ვუყურებ. 

  უცებ, ნადალი ძირს ვარდება და იცინის. მგონი მოიგო.. ეე, მოიგო??! და უცებ ვხვდები როგორ მოვეშვი - საოცრად დაძაბული ვყოფილვარ მანამდე.

 

 დაჯილდოვებაზე ფედერერთან ერთად ჩუმად მეც ვიწმენდ ცრემლებს - როცა ვხედავ რომ მამაკაცი ტირის, სულ მეტირება. 

  გულაჩუყებული ვუყურებ ჯერ ფედერერის და მერე ნადალის სიტყვით გამოსვლას, რაფა როჯერს ამშვიდებს და მე ვსლუკუნებ.

 

 იმ დღესვე ვიკიპედიაში ვეძებ ჩოგბურთის წესებს, ტერმინოლოგიას. მე უკვე დაავადებული ვარ.

 სანამ ეს ორი ადამიანი ითამაშებს, ჩოგბურთს ყოველთვის ექნება აზრი..

 


12 comments:

  1. ჩოგბურთი და ჭადრაკია სპორტის ორი ყველაზე ინტელექტუალური სახეობა. თუმცა, ჩოგბურთის ყურება (და ალბათ, თამაშიც) უფრო საინტერესოა...

    არისტოკრატების სპორტია. დახვეწილი მამაკაცების და მოკლეკაბიანი ლამაზი ქალების.

    შემეკამათება ვინმე, ნავრატილოვაა ლამაზი, გრაფი, რომელიმე და უილიამსი თუ დემენტიევაო. არც კაბებია უკვე მაინცდამაინც მოკლეო... მაგრამ მე მაინც მელამაზებიან. ჰო, შარაპოვა გაიხსენეთ, სელეში,ჰინგისი. ძალოსან ქალებს ხომ მაინც ჯობნიან.

    თუკი ქალბატონი ნატალია აქაც ესპანელებს გულშემატკივრობს (ან განსაკუთრებით ესპანელებს) კონჩიტა მარტინესი და არანტა სანჩესი ბრწინავდნენ ოდესღაც. ახლა უკვე აღარ ვიცი.

    მე ფეხბურთს უფრო ვეტანები. ნტვ ტენნისი სახლში ზრდილობისთვის მაქვს ჩართული. ჰა ჰა, გრანდ სლემის ტურნირების ფინალი ვნახო, მაგრამ თავშც ხომ ვთქვი - ჩოგბურთი არისტოკრატების თამაშია.

    ReplyDelete
  2. კარგია, რომ რაღაც შენს ცხოვრებაში სხვისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინე ;)
    ასეთ აღმოჩენებს, პირადად მე,ყველაზე ძალიან ვაფასებ.
    დადებით ემოციაზე მაყენებს შენი პოსტები და მაინც ვერ ვხვდები, რატომ ვერ ვწერ გულახდილ პოსტებს ბოლო ხანებში ;)

    ReplyDelete
  3. magaria, miyvars emociuri postebi me :))))

    ReplyDelete
  4. კაპუჩინო, ქალებში ესპანელებს არ ვგულშემატკივრობ ნამდვილად :)) ლამაზებს რაც შეეხება, ანა ივანოვიჩი და კაროლინა ვოზნიაკი მომწონს ძალიან, და შარაპოვას მაგარი ფეხები აქვს :D

    ზურიუს, ჰო, ყველაზე მოულოდნელი და სპონტანური აღმოჩენა იყო ჩემს ცხოვრებაში, მანამდე არც თუ ისე მომწონდა ეს სპორტი :)

    ბაბისა, მე შენი პოსტები მენატრება :(

    ReplyDelete
  5. მიხარია ხოლმე, როცა სპორტის მოყვარულებს ვხდები...იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს სპორტის ყველა სახეობა და სულერთია ეს სად იქნება... :)

    ReplyDelete
  6. მე დიდი ხანია რაც ტვ ში მარტო ჩოგბურთს ვუყურებ და სხვას მგონი არაფერს.დღეს შემაჯემებელი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი იწყება, სადაც მხოლოდ საუკეთესო 8 ჩოგბურთელი თამაშობს და წინასწარ ვტკბები სიამოვნებით

    ReplyDelete
  7. გაბრიელა საბატინი!
    და მაიკლ ჩანგი.
    და ივან ლენდლი.

    ReplyDelete
  8. hello from Rafa´s place, Mallorca :))

    Cogburti da Wadraki marTla yvelaze daxvewili sportebia, rogorc profesionali moWadrake, ise geubnebiT :) da ver dageTanxmebiT, rom CogburTis yureba da TamaSi Wadrakze saintereso iyos, ubralod, ufro advilia alRos aReba. magram vinc Wadraks auRebs alRos, magas aRar ityvis :)

    mokled, natalia, rafasTan rom salami damabare,maxsovs, mara aq araa :) samagierod, Cveni (Wadrakis) turniris organizatoric Nadalia gvarad, Tu ginda, amas gadavcem :)))))))))))))

    Adéu!

    ReplyDelete
  9. Hey, Anna, რა საყვარელი ხარ, რომ გახსოვს ჩემი დანაბარები! :))

    რაფა ლონდონშია ეხლა ჰო.. შენს ორგანიზატორს გადაეცი რომ ნიჭიერი გვარის წარმომადგენელია :))

    პ.ს ჭადრაკისთვის არასდროს მიყურებია, თუმცა ბავშვობაში ვთამაშობდი, და სიამოვნებით ვითამაშებდი ახლაც :)

    ReplyDelete
  10. როგორ მიყვარს გატაცებადი ხალხი...

    შენ სწორედ ასეთი ხარ <3

    ReplyDelete
  11. ალიზემ რომ მოუგო გუშინწინ სერენას ძალიან გავმწარდი, ბილეთი გამიფუჭა :D არადა ძალიან მომწონს ეს გოგო... :/ ჩოგბურთი <3

    ReplyDelete