Friday, November 6, 2009

House with green shutters

  შემოდი, შემოდი.  Wonderland-ში ხარ ჰო, რემონტი გავაკეთე. მე თვითონ.  საღებავებიც მე შევარჩიე, ჰტმლ-ს ხელსაწყოებშიც გავერკვიე და რაღაც გამომივიდა. რამდენი თვეა მინდოდა, მაგრამ ხელს ვერ ვკიდებდი. მეგონა, გავაფუჭებდი ყველაფერს. თუ ამას კითხულობ, ე.ი - არ გამიფუჭებია.

  

   რა თქმა უნდა, მე ისევ მწვანე დარაბებიან სახლში ვიცხოვრებ. უბრალოდ, აქ აღარ გამოჩნდება. წინა დიზაინიდან ამაზე მწყდება გული მხოლოდ..


   მოდი, დავსხდეთ - შენ რამეზე მესაუბრე, მე არომატულ ყავას მოვადუღებ [აჰ, ჩაი გირჩევნია?]. მერე  ჩემს გამომცხვარ ლიმნის კექსს დავჭრი და ვილაპარაკოთ - ადამიანებზე, ფილმებზე, ან თუნდაც შემოდგომაზე :) ოღონდ თუთბერიძეზე და ბუასილებზე არა, გთხოვ. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ ასეთ თემებზე ფიქრს დიდი დრო დავუთმოთ..

    

  მიდიხარ? ალბათ კიდევ მოხვალ, როცა ახალი სალაპარაკო თემა გამოჩნდება, ან - მე მოვალ. ამიტომ - დროებით!

 

18 comments:

  1. ვაიმე ულამაზესი, უუსაყვარლესი დიზაინია <3
    გასვლა აღარ მინდა :დ

    ReplyDelete
  2. ვაი, ახალ დიზაინს გილოცავ..

    ძალიან ხალისიანი და დადებითია..

    :))

    პრინციპსდი, წინაც კარგი იყო.. :*

    ReplyDelete
  3. ralamazia natalia <3 momewona zaan :))))
    მოდი, დავსხდეთ - შენ რამეზე მესაუბრე, მე არომატულ ყავას მოვადუღებ [აჰ, ჩაი გირჩევნია?]. მერე ჩემს გამომცხვარ ლიმნის კექსს დავჭრი და ვილაპარაკოთ - ადამიანებზე, ფილმებზე, ან თუნდაც შემოდგომაზე :)- modi :))))

    ReplyDelete
  4. marTla Zalian sayvareli da lamazi dizainia :D

    oRond wina ufro "espanuri" iyo... :D

    ReplyDelete
  5. რატო მომანდომე ახლა ამ შუაღამისას არომატული ყავა, კექსი და შენთან ჭორაობა? ;;) რას მერჩოდი? ;;)

    ReplyDelete
  6. AnnA, ჰო, გული მწყდება იმ ესპანურ ფანჯრებზე :( შეიძლება აქაც დავდო ფოტოს სახით, ჯერ მისახედია აქაურობა :))

    ნატ, ერთხელ გამოვაცხობ კექსს და ფინჯან ყავასთან ერთად ვისაუბროთ :)) ბაბისაც შემოგვიერთდება ;)


    პ.ს ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ დიზაინი, ძალიან!

    ReplyDelete
  7. xo, dade aucilebad! kakraz mallorcazea maseti fanjrebi yvelaze metad :D :D

    ReplyDelete
  8. mec minda yavaze da limnian keqsze mopatijeba. an aqet mogipatijebt. chavela vargasi chavrtot da vilaybot

    ReplyDelete
  9. მომწონს შენი ახალი რემონტი

    ReplyDelete
  10. მშვიდობაში :)

    სამწუხაროდ, ძველი დიზაინი არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან ლამაზი იქნებოდა. იმაშიც დამერწმუნე, რომ ახალი ჯობია. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ახალია :)

    ბევრი მწვანე ძალიან უხდება შენს სახლს :) მშვიდი ფერია, მშვიდი ბლოგი. თან, როგორც ვატყობ, ძალიან გემრიელი და სასიამოვნო :)

    თვალი გადავავლე სულ ხუთი წუთით და ესპანური მოტივები ვიგრძენი უკვე. და ძალიან გამიხარდა :)

    ასე რომ, სენიორიტა, თუ ნებას დამრთავთ, გესტუმრებით ხოლმე :) თქვენს უგემრიელეს ყავას გავუსინჯავ გემოს. ყავის სმა რიტუალიაო, ამის წაკითხვაც მოვასწარი და სრულად გეთანხმებით. ყავა ეს მხოლოდ სასმელი არ არის. ყოველ შემთხევავაში, ჩემთვის.. :)

    კექსიც მომეწონა :) ადრე ყავას მხოლოდ სიგარეტს ვაყოლებდი :) ახლა შენს კექსსაც დავაგემოვნებ :) თუ მიწილადებ. რა თქმა უნდა :)

    ReplyDelete
  11. Tatushka, thanks darling :)

    კაპუჩინო, მმმ... როგორც მივხვდი, ესპანეთის მიმართ არც შენ ხარ გულგრილი? : ) და დიდი მადლობა ასეთი სასიამოვნო და ვრცელი კომენტარისთვის, ყავას და კექსის ნაჭერს შენთვისაც შევინახავ :))

    ReplyDelete
  12. გმადლობ :)

    კი, ესპანეთი სერვანტესის, ბარსელონას, ალმოდოვარის, კორიდას, ტორტილიას, გარსია ლორკას, კაბალიეს, ელ-სიდის და კიდევ უამრავი მიზეზის გამო ძალიან მიყვარს :)

    ყავის და კექსის დაგემოვნების პარალელურად შენს ბლოგსაც ვათვალიერებ. ყველაფერი მომწონს ერთის გარდა - დარეგისტრირებას ვერ ვახერხებ, კომენტარები რომ უფრო კარგად ვწერო. მე ვორდპრესში ვარ, შენ ბლოგპოსტში და ალბათ ამიტომ...

    ReplyDelete
  13. კაპუჩინო, ჰო, სხვადასხვა ’ქალაქებში’[ვორდპრესი&ბლოგსპოტი] ვართ და იმიტომ :)

    ReplyDelete
  14. ეგ არაფერი :) ხელს მაინც ვერ შემიშლის :)

    ReplyDelete
  15. დიდი ხანია აღარ მოვსულვარ, კიდევ მოვალ, ბევრჯერ :*

    ReplyDelete
  16. მოვედი, მოვედი, რამდენი ხანია არ გსტუმრებივარ...
    გიწონებ რემონტს!
    მხიარულია, ზამთარს რომ უფრო ადვილად გადაგაგორებინებს, ისეთი!
    და არ ვიცი, ალბათ შემთხვევითია, მაგრამ დარიჩინიანი ყავა ჩემი საყვარელია <3
    დავრჩები ცოტა ხნით...

    ReplyDelete
  17. me lurjdarabebian saxlE vocnebob, ai isetze notebook-shi roa :) madloba aseti sasiamovno maspindzlobistvis ;)

    ReplyDelete