Tuesday, November 3, 2009

ლიტერატურული ანკეტა

   საყვარელმა თინიმ დამთაგა :)

   [მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტეგ-თამაში ყველაზე ძალიან მომეწონა, საინტერესო და ინფორმაციულია].

      მაშ ასე, ჩემი ლიტერატურული ანკეტა:

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?  ნაირა გელაშვილის ’ამბრნი, უმბრნი და არაბნი’.

2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი  მმმ.. პოეზია ძალიან მიყვარს-თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ისე, ყველაზე მეტი ემოცია და განწყობა გალაკტიონის ლექსებს მოაქვს, უფრო მეტიც კი, ვიდრე პროზას.

3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი გურამ დოჩანაშვილი, ნოდარ დუმბაძე და ასტრიდ ლინდგრენი.

4. რომელ წიგნზე გიტირიათ? პირველად ეს მომივიდა თავში - ’დავით აღმაშენებელი’ რომ წავიკითხე, ბოლო ფურცელზე მოვკვდი ტირილით - ’დავითი მოკვდა’  ვიმეორებდი და ვქვითინებდი, თითქოს მანამდე არ ვიცოდი რომ მკვდარი იყო :D  ისე კი ძალიან ბევრ წიგნზე მიტირია, ვინაიდან ამ ბოლო დროს ძალიან ემოციური გავხდი; მაგალითად, ნოდარ დუმბაძის თითქმის ყველა ნაწარმოებს ყელში გაჩრილი ბურთით ვკითხულობ ხოლმე. 

5. რომელ წიგნს დასცინეთ?  ოო.. ბევრმა ახსენა ’მგლებიო’, მახსოვს მე და ჰანნამ წავიკითხეთ ხუთიოდე წლის წინ, გვინდოდა ქურდული სამყაროს ტერმინოლოგია აგვეთვისებინა და წიგნები საიდანღაც ვიშოვეთ. მერე ლექციებზე ჟარგონებით ვლაპარაკობდით და ვკვდებოდით სიცილით.

6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას? გურამ დოჩანაშვილს, ადამიანისადმი სიყვარულის დარგში :))

7. საყვარელი ციტატა წიგნიდან  

    ’ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე..’  ნოდარ დუმბაძე, ’მარადისობის კანონი’ 

  მეორე კი იხილეთ აქ

8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი ასტრიდ ლინდგრენის ყველა ნაწარმოები, რაც წაკითხული მაქვს :)

9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან? კონკრეტულად არ მახსენდება; საკუთარ თავთან არ ვაიგივებ ხოლმე როგორც წესი. რომელი პერსონაჟიც მომეწონება,  მიჩნდება სურვილი რომ რეალურ ცხოვრებაში მსგავს ადამიანებს ვიცნობდე. 

10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? არა, რა თქმა უნდა :D

 მე კი ვთაგავ:

 ანუშკას

 ქეთის

 ასევე ბაბისას,  ყოველ შემთხვევაში მე მაინც ვცდი :)

8 comments:

  1. Alice ხარ ხო? : )

    ReplyDelete
  2. არა, არ ვარ Alice :)

    ReplyDelete
  3. dges unda damewera es posti, magram ise agvshfotdi gamyidvelebze.. :D

    mokled, me xval gamovacxob, arada, klown-sgan var daTaguli.. :)

    ReplyDelete
  4. უიუი მე მაპატიეთ, გვანცო მეგონა. მახსოვდა რო ორი ბლოგი ქონდა და wonderland რო დავინახე ვიფიქრე ესაა თქო.

    : )

    ReplyDelete
  5. :)))))
    da shevxvedrilvart anu? iq mogwere da fotoze mmmmmm
    davwer am tegs miuxedavad artblogisa, mainc wignebzea da.. :))) 10x

    ReplyDelete
  6. დავით აღმაშენებელზე მეც ცრემლები მიღვრია, გიყვარდეს :| იმ პერიოდში, ასე მე-9-10-ე კლასში, როცა წავიკითხე გამსახურდიას წიგნები, სულ ერთ ბღავილში ვიყავი, ხან არსაკიძის მარჯვენას დავტიროდი, ხან - თამარის მოჭრილს თმას (მთვარის მოტაცებიდან), კარგი რამეა წიგნები. იმდენი ხანია მხატვრული ლიტერატურა აღარ წამიკითხავს, მგონია, ის "მე" იქ დარჩა წარსულში და მე კიდევ მივდივარ და მივდივარ...
    (რა კომენტარი დამაწერინა შენმა პოსტმა, ნატალია, მარტო Wonderland-ში ვამბობ ყველაფერს)
    :hugs: :SUNNY:

    ReplyDelete
  7. babisa, გიპასუხე ფეისბუქზე მეც :))

    სოფი, ძალიან მიხარია თუ აქ გიჩნდება რაღაცეების თქმის სურვილი :* და შენი კომენტარები მიყვარს კიდევ :)

    ReplyDelete
  8. ესეთი ტიპის პოსტი ნასტასიას ბლოგზეც შემხვდა და გამიხარდა :) ფორუმზეც იყო-თქო ასეთი თემა იქაც დავაკომენტარე...

    ლინდგრენი როგორ ყველას გვყვარებია <3

    Потому что все мы родом из детства...

    ReplyDelete