Friday, November 13, 2009

All the small things

   დეტალები - ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ყოველ შემთხვევაში, მე ვანიჭებ  მნიშვნელობას; ზოგჯერ იმდენად, რომ რაღაც უფრო დიდი  გამომრჩება ხოლმე. whatever, გეუბნებით, დეტალებშია ჭეშმარიტება. 

  მიყვარს დაკვირვება ადამიანებზე, კერძოდ კი მათ გარეგნობაზე. თუ რომელიმე ნაკვთი მომეწონება, მაგ. ცხვირი, ტუჩი, თვალები და ა.შ არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება კლასიკურად ლამაზი არც იყოს, შემიძლია თვალი არ მოვაშორო და დიდხანს ვუყურო. ოღონდ, თვითონ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიხვდეს რომ ვაკვირდები. ამიტომ, ყველაზე მოსახერხებელია მსახიობებზე დაკვირვება - ფილმში, ან ფოტოებზე. ვერასდროს მიხვდებიან, რომ ვინმე თვალს არ აშორებს :P

 სკარლეტ იოჰანსონს აქვს სწორედ ასეთი გარეგნობა - სულ გინდა უყურო..

   ასევე, მიყვარს როცა შეუმჩნეველ რაღაცას/ვიღაცას შევამჩნევ ხოლმე. ერთხელ, მე და ჰანნა ჩემს ერთ-ერთ პოსტს ვნახულობდით და ამ ფოტოზე უკან რომ ბიჭი მოჩანს, პირველი ის შევნიშნეთ, წინ მდგომი და ფოკუსირებული რენე კასტრუჩი კი ვერც დავინახეთ, იმდენად შთამბეჭდავი იყო უკან ფონი. დააკვირდით და დატკბით :)

 

  და რა თქმა უნდა - ეპიზოდები ფილმებში:

     Pride and Prejudice  არის ერთი მომენტი, ლიზი [კირა ნაითლის გმირი] ეტლში ადის და მისტერ დარსი ხელს ხელზე მოკიდებს, ასვლაში რომ დაეხმაროს. ორივე შეიშმუშნება. დარსი უკან რომ ბრუნდება, კადრში მხოლოდ მისი ხელი ჩანს - ჩემი საყვარელი მომენტია, პაატარა დეტალია დაფიქსირებული :)

  The Other Boleyn Girl ანა [ნატალი პორტმანი] ლოცულობს და მეფე [ერიკ ბანა] ჩუმად უყურებს, კადრში მხოლოდ ნატალის კისერი და ყური ჩანს, და ისეთი შთამბეჭდავია, მმ..

  ვერ ვიტყვი, რომ მთლად ამელის ვგავარ და ბუზს ვამჩნევ შორეულ ჰორიზონტზე, როცა წინ ქვეყანა ინგრევა, მაგრამ ძალიან საინტერესო კი არის ყველა ამ პატარა things დანახვა, თუ დააკვირდებით.  you try it :)

11 comments:

  1. +1

    mec Zalian miyvars detalebze dakvirveba :D

    ReplyDelete
  2. sheni blogi miyvars da sheni postebic shesabamisad, magram ai didi xania ar shemovulvar da exla ro wavikitxe megona sophies (sunny-s) posts vkitxulobdi, am inglisuri sityvebis gachxeras vgulisxmob :)
    ar gewyinos chemi azria ubralod

    da posts rac sheexeba mec egre var, ogond me cxvirs vakvirdebi sul :))

    ReplyDelete
  3. ეშმაკიც და ანგელოზიც დეტალებშიაო...

    ყველაზე სასიამოვნო, მიმზიდველი და პიკანტური რამ დეტალებია :)

    ReplyDelete
  4. Kikito, აუ,ზუსტად წეღან ვფიქრობდი მეც რომ ინგლისურ სიტყვებს ვურთავ ძალიან ხშირად-თქო :D ძირითადად იმიტომ, რომ ტავტოლოგია არ გამომივიდეს ხოლმე; ხანდახან კი კარგად ჯდება, მაგრამ მაინც ამ ბოლო დროს ზედმეტად მომდის, მე ვფიქრობ :))

    ReplyDelete
  5. დეტალები ჩემი სუსტი წერტილია :(

    ReplyDelete
  6. unda damewera detalebis siyvarulze , mara umravlesobas gvyvarebia da mashin just +1 :D :D :))))

    ReplyDelete
  7. ho, skarletze ver dagetanxmebi :))

    ReplyDelete
  8. რა ჯობია გამადიდებელი შუშით დეტალებზე დაკვირვებას, არც არაფერი.:) ”სიამაყე და ცრურწმენა” ორიოდე დღის წინ ვნახე და ეგ კადრი მეც მომხვდა თვალში, ზოგადად ხელები ძალიან მეტყველია.

    ReplyDelete
  9. მე შარლიზ ტერონი მომწონს, ძალიან ძალიან

    taa.ge - ზე გადავბარგდი, შეცვალე ლნკი ბლოგროლში :)

    ReplyDelete
  10. ამელი ხარ ამელი :*

    მეც ვამჩნევ წვრილმანებს, განსაკუთრებით ადამიანებში, ერთი პატარა მიმიკაც კი საკმარისია, რომ უკვე ვიცი იმ ადამიანზე ის ყველაფერი, რაც მე მაინტერესებს... ზოგჯერ ძალიან მიშლის ხელს :|

    p.s. სკარლეტი მართლა ძალიან ლამაზია!

    ReplyDelete
  11. დეტალები კარგი რამეა...

    დეტალი გაძლევს საშუალებას მოგეწონოს ღაღაცა მაინც, თუნდაც ის, რისი დეტალიც ის არის, მთლიანობაში არ მოგწონდეს...

    <3

    ReplyDelete