გუშინ, უკვე მერამდენედ, ვნახე ფილმი In her shoes და ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ საკმაოდ მომწონს. ასევე მივხვდი, რომ ოჯახის წევრებს შორის კარგი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვეხმარება ცხოვრებაში წინსვლაში, კარიერაში და ა.შ
ასევე გუშინ საღამოს, Grey's Anatomy-ს ახალ სერიას ვუყურე, საშობაო პერიოდზე იყო. არ ვიცი ამის გამო, თუ იმიტომ, რომ დედა ’ბედის ირონიას’ უყურებდა [ამ ფილმს კი მთელი წელი უყურებს ხოლმე], წინა საახალწლო განწყობა შემექმნა. ყოველ წელს, უცებ ერთ დღეს ვიგრძნობ - ’ოჰ, მალე ახალი წელი მოვა!’ და შემდეგ ამ ემოციით დავდივარ, სანამ მართლა არ მოვა ახალი წელი :)
ეს დღეები კი ბლოგზე ვცვლიდი რაღაცეებს, ძირითადად - ფოტოებს. V is for victory ნაიკის ერთ-ერთი სარეკლამო დევიზია. პირველად რომ ვნახე, V for vendetta გამახსენდა რატომღაც. უბრალოდ მომწონს გამოთქმა, და აქაც განვათავსე :) ბარსელონას რაც შეეხება, ჩემი და ჰანნას მომავალი მოგზაურობაა, რომელიც სავარაუდოდ 2012 წელს უნდა შეგდეს :)
დიდი ხანია ახალი არაფრისთვის მომისმენია და აი, სიმღერა რომელმაც ბოლო ხანებში მომხიბლა - Jay-Z & Alicia Keys "Empire State of Mind" - სიმღერა, რომელიც დიად ნიუ იორკს ეძღვნება..
V is for victory ჩერჩილის დამკვირდებული ჟესტია :) ნაიკის სლოგანი თუ იყო, არ ვიცოდი :)
ReplyDeleteმშცენივრად გაგიტარებია დღე :)
პ.ს. ფეისბუკზე შენი ბლოგი დავიმატე და სამეგობროდაც შეგეხმიანე..
V, გადმოცემით, ინგლისელი მშვილდოსნების დამკვიდრებული ჟესტია ;) ასწლიან ომში თუ მშვილდოსანი ტყვედ ვარდებოდა, ფრანგები მას არ კლავდნენ (როგორც წესი), არამედ საჩვენებელ და შუა თითებს კვეთდნენ – მერე ტყვე მშვილდოსნად აღარ ვარგოდა. ამიტომ, სამშობლოში დაბრუნებული ლონგბოუმენები საჩვენებელი და შუა თითების დემონსტრაციას ახდენდნენ იმის ნიშნად, რომ მამაცურად გვიომიაო ;)
ReplyDeleteბარსელონას რაც შეეხება, ჩემი და ჰანნას მომავალი მოგზაურობაა, რომელიც სავარაუდოდ 2012 წელს უნდა შეგდეს :)
ReplyDelete:)) 2011ში მაინც დაგეგმეთ :))
rakargia rom ase ici 2012 wels ra unda gaaketo da am miznistvis yvelafer izam, mara dekembramde udna moaswro :D :)))) warmatebebi shen !
ReplyDeleteოო..
ReplyDeleteრა მაგარია ახალი წელი..
უნდა ნახო, წლევნდელს არ ვიცი რატომ, მაგრამ განასკუთრებით ველოდები..
თითქმის 1 იანვრიდან.. :დ
ისა..
გულწრფელად მინდა გითხრა რაღაც..
შენს ბლოგზე რომ შემოვდივარ, სულ გაზაფხული მგონია..
აი, მაისის ბოლო.. :)
ერთერთი ვერსიაა. ამას წინათ, რსრ კითხვების რომელიღაც პაკეტში შემხვდა. არც მანამდე და არც მერე სხვაგან არ მინახავს. ჩერჩილის უამრავი სურათია ამ ჟესტით. ასე რომ, ჩერჩილი უფრო სარწმუნო მგონია.
ReplyDeletegiorgi, საინტერესო ინფორმაცია იყო, არ ვიცოდი :))
ReplyDeleteკაპუჩინო, იქნებ ჩერჩილმა მაგ ისტორიიდან გადაიღო სწორედ :))
ნატ, სანამ 2012-ზე ატყდებოდა ამბები, მე მანამდე დავწერე პოსტი რომ 2012-ში მივდივართ :)
ვასასი, ალბათ იმიტომ, რომ მწვანე დომინირებს ჩემს ბლოგზე :P
"ასევე მივხვდი, რომ ოჯახის წევრებს შორის კარგი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვეხმარება ცხოვრებაში წინსვლაში, კარიერაში და ა.შ"
ReplyDeleteაქ ხარ ძალიან მართალი.
და სულ ვამბობ რომ გამიმართლა.
რა საყვარელია ნადალი მაგ სურათზე :)
ReplyDeleteოჯახი ძალიან მოქმედებს ადამიანზე - მთელ მის მომავალ ცხოვრებაზე.
ახალი წელი :ლოლ: ჩემთვის ასოცირდება "ბედის ირონიასთან" და დათრობასთან, ორივე მიყვარს, oh yeah!
ბარსელონას რაც შეეხება, ჩემი და ჰანნას მომავალი მოგზაურობაა, რომელიც სავარაუდოდ 2012 წელს უნდა შეგდეს :)
ReplyDeletemec minda :)
au shenma postma da sofis komentarma ert mshvenier ideamde mimiyvana momentalurad :)
WHAT ABOUT UNITED GEORGIAN BLOGGERS' NEW YEAR?
სოფი, ’ბედის ირონია’ კი, მაგრამ არასდროს დავმთვრალვარ ახალ წელს, თუმცა 1 ჭიქა შამპანურთან ასოცირდება ჩემთვისაც :))
ReplyDeleteთაა, great idea! მე ზუსტად არ ვიცი წამოვალ თუ არა, მაგრამ ეგ თუ განხორციელდა, ძალიან მაგარი იქნება!
რა საინტერესოა, არც ეს ფილმი არ მომწონს, არც სიმღერა...
ReplyDeleteგამიხარდა!
პ.ს. ესპანეთი მაინც მაგარია ;)