Monday, November 16, 2009

Life is short

   

Grey’s Anatomy-დან ერთ-ერთი სიმღერის სახელით დავასათაურე პოსტი, შეიძლება პირდაპირი კავშირი ვერ ნახოთ, მაგრამ ირიბად და ქვეცნობიერად არის რაღაც :))

  გრეის ანატომია მარტო იმიტომ კი არ მიყვარს, რომ მედიცინაზეა. უფრო მეტად იმიტომ, რომ  ადამიანური ურთიერთობებია ძალიან კარგად ნაჩვენები. ისე კარგად, რომ ყოველ სერიაში პასუხს ვპოულობ იმ პრობლემაზე, რაც მაწუხებს იმ პერიოდში. 

   მოგეხსენებათ [ან შეიძლება არც მოგეხსენებათ], როგორი მნიშვნელოვანია ადამიანებს შორის ურთიერთობა. ამ საკითხზე რამდენ ფილმსაც არ უნდა ვუყუროთ, ან რამდენი წიგნიც არ უნდა წავიკითხოთ, თუ თვითონ არ ვნახეთ/გამოვცადეთ, ვერაფერს ვისწავლით. როცა პირისპირ დგები ცხოვრებისეული შემთხვევის წინაშე, თუ პირადი გამოცდილება არ გაქვს, ვირტუალური ვერ დაგეხმარება. 

    ექიმებს აქვთ ყველანაირ ადამიანთან კონტაქტი, და უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ისწავლონ. წარმოიდგინეთ, ყოველდღე ხვდებით ყველა ჯურის ადამიანს, რომლებიც ბოლომდე იხსნებიან, არ მალავენ თავის ემოციებს, მეტიც -  ადამიანები, რომლებიც საავადმყოფოს გარეთ ხალხის თაყვანისცემის ობიექტები არიან, არიან თავდაჯერებულები და წარმატებულები, ექიმთან პატარა ბავშვებივით ხდებიან.  ყოველივე ამას აკვირდები, სწავლობ ურთიერთობას ყველა მათგანთან და გრძნობ, რომ გამოგდის; ზოგთან  ადვილად, ზოგთან - რთულად. სირთულე უფრო მეტი სტიმულის მომცემია, და სურვილი გიჩნდება, რომ რაც შეიძლება მალე გაჩნდეს chemistry თქვენ შორის. მთავარია, დაინახო და ისწავლო; სურვილი უნდა გქონდეს, რომ შენს თავში მუდმივად რაღაცეები შეცვალო. 

  საერთოდ, ექიმები ძალიან მაგარი ხალხია - ყოველთვის აღფრთოვანებაში მოვყავარ. როცა ვმოირიგეობდი, უამრავ მათგანზე დაკვირვების საშუალება მომეცა. ეხლაც ჟრუანტელი მივლის იმის გახსენებაზე, რომ ოდესმე მეც მათ მსგავსად ვიქნები. მანამდე კი.. მანამდე ბევრი დაბრკოლებაა, რომლებიც, თავის მხრივ, სტიმულს მაძლევს :)

8 comments:

  1. ვფიქრობ რომ ყველა პროფესიის ადამიანი მაგარია მაშინ როცა თავის საქმეს უმაღლეს დონეზე ასრულებს.

    ექიმები ისაა რომ დიდი პასუხისმგებლობა აქვთ.

    ReplyDelete
  2. eg ar minaxavs, magram adre saswrafos ert sezons vuyure da iqac eg momwonda- urtiertobebi iyo kargad nachvenebi da problematika..

    warmatebebi dabrkolebebis gadalaxvashi :)))

    ReplyDelete
  3. ჩემი აზრით, არ არსებობს პროფესია, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობას არ ითვალისწინებდეს. ასტროლოგია? ფიზიკა–მათემატიკა? შეიძლება ვიფიქროთ, რომ არა, მაგრამ რაღაც კავშირი მათაც სჭიდებათ.
    პირადად მე ძაალიან მიყვარს რემბრანტი, რადგანაც მისი თითოეული ტილო ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტია :)

    ReplyDelete
  4. naat hi
    mari var da
    I love grey's anatomy :)

    ReplyDelete
  5. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მყავს დეიდა, დეიდაშვილი, ბიძა, მომკალი და ამ ხალხს ვერ შევეწყვე :| ანუ, ექიმთან როცა მივდივარ, საშინელ დისკომფორტს განვიცდი, იმიტომ, რომ თავს ძალიან უსუსურად ვგრძნობ ხოლმე

    აი, "გრეის ანატომია" უზომოდ მიყვარს, მეც ზუსტად ადამიანური ურთიერთობების გამო. იცი, რამდენჯერ გამხსენებია რაღაც სიტუაციები, როცა ზუსტად ისე მოვქცეულვარ და შემმთხვევია, როგორც ამ სერიალის გმირებს? ძალიან კარგი შოუა!!! განსაკუთრებით ქეთრინ ჰეიგლის გმირი მიყვარს, მაგრამ მერედითის პიროვნება უფრო ახლოს არის მგონი ჩემთან...

    ReplyDelete
  6. hello... hapi blogging... have a nice day! just visiting here....

    ReplyDelete
  7. mylpi, heey, my best friends best sister :love:

    hapi, thanks for visiting :)

    ReplyDelete
  8. ადამინთა ურთიერთობა ჩემინუსაყვარლესი თემაა სამსჯელოდ, საფიქრად და საწერად...

    რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი იქმდე დადის და ყველაფერი იქიდან მომდინარეობს...

    ოღონდაც ექიმების მეშინია :P

    ReplyDelete