Monday, August 10, 2009

ადამიანური პოსტი

    ეს დღეები, ომის მოგონებებზე რომ ვაქვეყნებდი პოსტებს, იდეები მტანჯავდა, ხან რის დაწერა მინდოდა, ხან - რის. ერთი სული მქონდა როდის დავასრულებდი ამ ე.წ ’ტრილოგიას’ :D

  მოვრჩი კიდეც, მაგრამ იდეები იდეებად დარჩა, რატომღაც პოსტებად ვერ ვაქციე. 

  ეხლაც იმდენს ვჯახირობ რომ ეს მაინც მივიყვანო ბოლომდე, თითოეულ წინადადებას დიდ დროს ვანდომებ, არადა თან მინდა რომ დავწერო, თორემ სულ არ დავაჭერდი ’New Post’-ს. 

   ვორდპრესზე გადასვლაზე ვფიქრობ, დავათვალიერე იქაურობა და მომეწონა ძალიან. ადრე ჩემი ოცნების თემფლეითს რომ ვეძებდი, მივხვდი რომ ვორდპრესზე ყოფილა - მარტივი და სადა. მაგრამ თან ბლოგსპოტიც მიყვარს, ასე უცებ ვერ გადავალ. საერთოდ ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, ჯერ უნდა ’ვიფიქრო ამაზე მე’  :D

  ოო,  კარგი ამბები მაქვს ჩემი თავისთვის! ჩოგბურთის მკვდარი სეზონი  გამოცოცხლდა ორი მიზეზის გამო - Rogers Cup დაიწყო დღეს, და რაც მთავარია - ნადალი დაუბრუნდა კორტებს!  ისინიც კი, ვინც რაფას გულშემატკივარი არ არის, ამბობდნენ რომ მის გარეშე ჩოგბურთი მოსაწყენი იყო. დღეს წყვილებში თამაშობს და ალბათ ზეგ ითამაშებს singles-ში. ისე მინდა მისი დანახვა კვლავ ჩოგნით ხელში, ასე მგონია საუკუნეა რაც აღარ თამაშობს.

  

   

   შარშან სწორედ რაფამ მოიგო ეს ტურნირი, დღეს  კი ინტერვიუზე თქვა, რომ წელს მოგებაზე არც ფიქრობს, ვინაიდან დიდი ხანია [2 თვე] რაც აღარ უთამაშია და თან ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის. უბრალოდ მიხარია რომ კვლავ ვთამაშობო [არა მარტო მას :)) ], ამ ეტაპზე კი მთავარი ეს არისო..

  პ.ს ჰანნა ჩამოვიდა როგორც იქნა, ხვალ უნდა გავიდე და ვნახო, წინასწარ ენა მექავება :D

7 comments:

  1. ძალიან დიდი მადლობა ჩემი ბლოგის ასეთი დადეფითი შეფასებისთვის...
    მიხარია, რომ ხალხი ასე ნელ ნელა შემოდის ხოლმე და დროს უთმობს ჩემი ნაჯღაბნის კითხვას.

    ახლა ვაპირებ მეც ჩავუღრმავდე შენსას და იმედია, ორმხრივი იქნება სიმპატია ;)

    ხოლო მა პოსტს რაც შეეხება, ნეტავ იცოდე, როგორ ხშირად ვარ ხოლმე მეც ასე - იდეები იდეებად რჩება, არადა დაწერაც რომ მინდა...

    ახლაც გადაჭედილი მაქვს თავი, მაგრამ...

    რავიცი, ვნახოთ :)

    ReplyDelete
  2. მადლობა ასევე შენ :)


    ’იმედია, ორმხრივი იქნება სიმპატია ;)’ - I hope so too :))

    ReplyDelete
  3. ჰანნა არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ აი შენ და რაფა ცხოვრებაში თუ ვერ ნახავთ ერთმანეთს,მაგრად გამიტყდება :))
    კიდევ ერთი, ვორდპრესი ძალიან მაგარია. ბლოგფოთსაც არაუშავს, მაგრამ, უფრო ნაკლებგანვითარებულია – ასე მგონია. მოკლედ, გადმოდი, გადმოდი :)))

    ReplyDelete
  4. მეც ამას ვიძახდი ზუსტად, ნადალის გარეშე მოსაწყენია და მგონია, უიმბლდონის ფინალიც ისეთი "ვერ" იყო, როგორიც ნადალი-ფედერერის დუეტის შემთხვევაში იქნებოდა. ეს ვორდპრესი რატომ მოგეწონა, ვერ გავიგე. ბლოგსპოტს ბევრად მეტი ლეიაუთები აქვს და "გარეგნობითაც" ჯობია იმას. შენი ნებაა, რა თქმა უნდა.

    ReplyDelete
  5. zurriuss, შენს კომენტარზე გული ამიჩუყდა, პირველ ნაწილზე :user:

    სოფი, ბლოგსპოტი მაგით ჯობია ნამდვილად, უფრო მრავალფეროვანი დიზაინი შეგიძლია გქონდეს და ამიტომაც არ გადავდივარ ჯერჯერობით ვორდპრესზე.. თან რომ გადავიდე, მერე ბლოგსპოტზე დაკომენტარება გართულდება და ეგ არ მინდა :D

    ReplyDelete
  6. არ გადახვიდე არა :no:

    ReplyDelete
  7. "ვორდპრესზე გადასვლაზე ვფიქრობ"
    იეს, იეს.
    ბლოგსპოტი=დანავაროტებული პიკზო.

    ReplyDelete