Friday, June 5, 2009

Just

დღეს ისეთი ამინდია - წვიმა, ქარი.. სახლში უნდა იჯდე, წინ ცხელი ყავა გედგას და რამე საინტერესოს უყურებდე, მაგალითად გრეის ანატომიას, როგორც მე :) დედა კი Служебный Роман-ს უყურებდა, მოკლედ სახლში მყუდრო ატმოსფერო შეიქმნა, თან მამრობითი სქესი არ იყო ოჯახში და სრულად შევიგრძენი კომფორტი..

მიყვარს ასეთი ამინდი, ფანჯრიდან ვიყურები და თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ სახლში ვარ და თავს ამ ყველაფრისგან დაცულად ვგრძნობ [ალბათ ჩემი ძმა არ დამეთანხმება ამ საკითხში, წეღან ისეთი გაწუწული მოვიდა, კუნთები მტკივა სირბილისგანო :D].

წეღან Sophie Golden-ს ვ-პოსტს ვუყურე და ხალისით ავივსე, ზუსტად ასეთი წარმომედგინა ფიზიკურად, იშვიათად რომ გამიმართლდეს მოლოდინი :) მიყვარს ადამიანები რომლებიც პოზიტივს ასხივებენ, რაც საერთოდ იშვიათია, და მე სამწუხაროდ უმრავლესობას მივეკუთვნები :))

დღეს ჩოგბურთში ნახევარფინალებია, პირველ წყვილს ვუყურე და შედეგით კმაყოფილი ვარ, ახლა მეორე თამაშია და დელ პოტროს ვგულშემატკივრობ. თუმცა, რაფა რაც გამოვარდა ხალისი დავკარგე, მაგრამ სამაგიეროდ ისე არ ვნერვიულობ თამაშებზე და სიამოვნებით ვუყურებ : )

4 comments:

  1. დიდი მადლობა, ნატალია!!! მიხარია, რომ გავამართლე შენი მოლოდინი :)

    მე კი ფედერერს ვბალელშიკობდი, რა ქნა ნეტა, არც ვიცი.

    ReplyDelete
  2. auu nadalma rogor caago raa :(( da jandaba dzalian ar mindoda fedikas mogeo da zaan gavbrazdii.!! es turniri saertod arc mikurebia rafas cagebis gamo

    ReplyDelete
  3. -სოფი-

    You Are Welcome :))

    პ.ს ფედერერმა მოიგო :)


    -tiko-

    ხო, მეც ნადალის წაგების მერე თამაშებს ვეღარ ვუყურებდი,მარტო ანგარიშებს ვნახულობდი :)

    ReplyDelete