Sunday, July 3, 2011
Endless Summer
ზაფხული მოვიდა. ზაფხული, ზაფხული.
რომელსაც, უკვე.. რამდენი ხანია ველოდები? ჰო, ერთი წელია. თითქმის ერთი წელი.
ახლა ვცდილობ გავიხსენო, რატომ ველოდებოდი ამ ზაფხულს ასე და ვერაფრით ვიხსენებ. ალბათ, მაშინაც არ ვიცოდი.
მაშინ ისიც არ მეცოდინებოდა, რომ ქალაქიდან გაუსვლელი ზაფხული მექნებოდა, შენობიდან გაუსვლელი ზაფხული. მხოლოდ საღამოობით გამიშვებდნენ გარეთ ’სასეირნოდ’, როგორც პატიმარს. რაღაცას ეძახიან ციხეში, აღარ მახსოვს.
იდეაში, მე ასეთ ზაფხულზე არ ვოცნებობდი შარშან. შეუძლებელია, ასეთ ზაფხულზე ვინმე ოცნებობდეს. არავინ იოცნებებს ისეთ საღამოებზე, როცა ჭამაც კი შეუძლებლად გეჩვენება. როცა სასოწარკვეთილებისგან ტირილს იწყებ და ასე, ატირებული, შენს პატარა სამზარეულოში აკანკალებული ხელით ანთებ გაზს, ქვაბს ადგამ და ელოდები, როდის გაცხელდება რაღაც საჭმელი. მერე ყველას იმას უყვები, როგორი დაღლილი ხარ. გონებაც ვეღარ გიჭრის და განუწყვეტლად ლაპარაკობ, ლაპარაკობ.
მე სულ სხვანაირ ზაფხულზე ვოცნებობდი. ბევრი წიგნებით, სიმწვანეებით, ხის სახლით და კრიალა, გამჭვირვალე ჰაერით, რომელიც ხმებს შორ მანძილზე ატარებს. მშვიდი საღამოებით, ჩამავალი მზის ყვითელი ნათებით, ცხელი დღის მერე უცებ აგრილებებით, ’შემოიცვი რამე შეგცივდება’-თი [მაინც რომ არ შემოვიცვამდი], თვალდახუჭული ქარის ხმის მოსმენებით და სხვა წვრილმანი, მარტივი ბედნიერებებით.
რეალურად კი, აფეთქების ზღვარზე მყოფი, სასოწარკვეთილი ზაფხული მაქვს. და იმის თავიც არ მაქვს, რომ ეს ზაფხული [და ეს ტავტოლოგიებით სავსე პოსტი] მძულდეს.
Monday, June 20, 2011
სტანდარტული სიცოცხლე
ძალიან ძნელია სტანდარტებით ცხოვრება.
ჯერ სკოლაში დადიხარ, მერე ეგრევე აბარებ უნივერსიტეტში. დამთავრებისთანავე იწყებ მუშაობას. ან, თუ მუშაობას ვერა - სამსახურის ძიებას. მუდმივად გაქვს გაწერილი დილით ადგომის საათები, სულ სადღაც უნდა იყო. იცი, დღის განმავლობაში როდის უნდა ჭამო, როდის - იმუშაო. დასვენების დღეები სწრაფად გადის, იმიტომ, რომ ისინიც გაწერილია. იქნებ მე წინასწარ არ ვიცი, როდის მენდომება დასვენება? იქნებ სამი დღე მეყოს ძალების აღსადგენად, ან ერთი თვეც არ მეყოს? რატომ ატარებენ ადამიანები ერთ პატარა სიცოცხლეს მუდმივად მუშაობაში? რატომ არის დაგეგმილი წინასწარ ყველაფერი, რატომ მივყვებით ერთ სტანდარტს ყველა, როცა შეიძლება ყველაფერი ინდივიდუალურად, ჩვენზე მორგებული იყოს?
ბავშვობაში რაღაც მოთხრობა წავიკითხე. არც ავტორი მახსოვს და შინაარსიც ძალიან ბუნდოვნად დამრჩა - თავიდან ბავშვები ეზოებში მხიარულად თამაშობენ, მერე დიდი, ნაცრისფერი შენობები ჩნდება და ყველა ამ შენობების სხვადასხვა სართულზე იყუჟება და ტელევიზორებს მიუსხდებიან. ბოლოს ეზოში აღარავინ ჩადის და გარეთ ყევლაფერი ცარიელდება. მახსოვს, კითხვისას როგორ დავითრგუნე და მერე ამ მოთხრობისკენ მიხედვაც აღარ მინდოდა, ისეთ ცუდ განწყობას მიქმნიდა.
ახლა ყველაფერს მივეჩვიე, სტანდარტებს მოვერგე.
მაგრამ ხანდახან მაინც განსაკუთრებულად მიჭირს და მინდა გავექცე ამ შეშლილ ცხოვრების წესს, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანებმა დაუწესეს საკუთარ თავს. ასეთ დროს მგონია, რომ ვერ შევძლებ. ვერ შევძლებ ასე ცხოვრებას - მაღვიძარების ზარებს, არ-დაგვიანებებს, საღამოს კონკრეტული საათის ლოდინს, შაბათ-კვირებს და დაგეგმილ დასვენებებს. ან, პირიქით - გვიანობამდე ძილს, დეპრესიულ დღეებს, სამსახურის ძებნას და სასოწარკვეთილების წუთებს.
რა ძნელია დიდად ყოფნა, ღმერთო ჩემო.
ფოტო: Paige Apple

Saturday, June 11, 2011
Little white Lies
საერთოდ, როცა ვაპირებ, ფილმზე დავწერო, ძალიან მიჭირს - დაწყება და გაგრძელებაც. მე არ ვარ კინომცოდნე ან კრიტიკოსი, რომ სწორი შეფასება გავაკეთო. ფილმებს იმის მიხედვით ვაფასებ, თუ რა ემოციას იწვევს ჩემში. ამიტომ, შესაძლოა უმეტესად სუბიექტური ვიყო.
Little White Lies - ამ ფრანგულ ფილმს გუშინ ვუყურე და მაშინვე ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა დამეწერა. ასეთი ტიპის, მშვიდი და ურთიერთობებზე აგებული სიუჟეტები იშვიათად მხვდება და ყოველთვის ვწერ ხოლმე.
მოკლე მიმოხილვა - რეჟისორი არის გიიომ კანე [დიახ, ის გიიომი] და ერთ-ერთ მთავარ როლს მარიონ კოტილარი ასრულებს [რომელიც ძალიან ლამაზია - საერთოდ მე არ ვარ მისი სილამაზის თაყვანისმცემელი, მაგრამ აქ მომეწონა].
ფილმი ზოგადად არის, ნუ, ყველაფერზე - მეგობრობა, სიყვარული და ა.შ და ა.შ
სიუჟეტს რაც შეეხება, მშრალად რომ ვთქვა, ასეთია - მეგობრები, რომლებიც ყოველ წელს ერთ-ერთი მათგანის აგარაკზე ისვენებენ, ახლაც მიემგზავრებიან იქ. თითქმის მთელი მოქმედება სწორედ იქ ვითარდება.
ფილმი 2 საათსა და 34 წუთს გრძელდება, რაც საკმაოდ ბევრია. რაღაც მომენტებში, უფრო თავიდან, მეჩვენებოდა რომ ზოგიერთი ეპიზოდი ზედმეტად იწელებოდა. მაგრამ ნელ-ნელა, უკვე პესონაჟებს რომ მივეჩვიე, მინდოდა მთელი ღამე ვმჯდარიყავი და მეყურებინა მათი ცხოვრებისთვის, თუ როგორ გაგრძელდებოდა, პარიზში დაბრუნების შემდეგ.
ყველაფერი ძალიან უბრალოდ არის გადმოცემული - უყურებ და გახსენდება, რომ შენც გქონია მსგავსი მომენტები ცხოვრებაში, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი და ყოველდღიურია. მგონი, სწორედ ამან მომხიბლა - დასასვენებლად წასვლა; ოთახებზე დასწრება, რომელი სად დაიძინებს; დილის საუზმე ერთად, ჰაერზე. საღამოს ჭიქა ღვინო; ბავშვები.. თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან ფონად გასდევს ფილმს.
არ ვიცი, უყურეთ, უყურეთ და შეაფასეთ. ყოველ შემთხვევაში, დაიწყეთ მაინც და მერე თვითონ მივხდებით, გინდათ თუ არა გაგრძელება. გადმოსაწერი ბმული - Gol.ge

Friday, June 10, 2011
Starlight
ასეა, ჩემი ბლოგი ჩემი სახლიაო, უთქვამთ ადამიანებს. სახლის [ამ შემთხვევაში – ბლოგის] ინტერიერს კი ხანდახან განახლება ჭირდება.
მეც განვაახლე და ისე კმაყოფილი ვარ, რომ ცალკე პოსტს ვწერ. რასაც სხვა დროს არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი.
მოკლედ, შემოდით. ჯერ ჰედერს შეხედეთ, მერე – მარჯვნივ ფოტოებს და ბოლოს ვერანდაზეც გადით.
ჰო, მანამდე ამ სიმღერასაც დაჰკლიკეთ.

Thursday, June 9, 2011
On strangers tides
კარიბის ზღვის მეკობრეების მეოთხე ნაწილს მას შემდეგ ველოდები, რაც ამ ფილმის მესამე ნაწილი გამოვიდა და გავიგე, რომ გაგრძელებაც იქნებოდა; ანუ – 2007 წლის შემდეგ. ანუ, ზუსტად ოთხი წელია.
რაც გავიგე, რომ სამგანზომილებიან ფორმატში იქნებოდა, მოლოდინი გამიორმაგდა და ის რომ გავიგე, პენელოპე კრუსი ითამაშებდა ერთ–ერთ მთავარ როლს, გამისამმაგდა.
თითქმის დღეებს ვითვლიდი.
ეს ის ფილმია [განსაკუთრებით პირველი ნაწილი], რომელსაც ნებისმიერ დროს შემიძლია ვუყურო, ზედმეტი დაძაბულობის და კრიტიკის გარეშე, უბრალოდ ვუყურო და ყველაფერზე ვიცინო.
ეს ის ფილმია, რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს.
19 მაისს საქართველოში ნანატრი პრემიერა შედგა.
მაინცდამაინც პრემიერაზე წასვლის სურვილი არ მქონია. ვიფიქრე, ჯერ პირველმა ტალღამ და ამბებმა გადაიაროს და მერე წავალ–მეთქი. თან, ამდენი ხანი ველოდე და რამდენიმე დღე არაფერს წყვეტდა.
გაინტერესებთ, როგორი აღმოჩნდა ფილმი, რომელსაც ასე ველოდი?
წარმოდგენა არ მაქვს!
იმიტომ, რომ მე ის არ მინახავს. გაურკვეველი მიზეზების გამო, ფილმი აღარ გადის თბილისის კინოთეატრებში და როგორც ამბობენ, აღარც გავა.
ასე გული ძალიან იშვიათად თუ დამწყვეტია რამეზე, მზად ვარ დაშნა მოვიმარჯვო და სამართალი ვეძიო.
დააბრუნეთ მეკობრეები თბილისში!

Friday, June 3, 2011
One of those days
მე ვაპირებდი დამეწერა იმ დღეზე, ამერიკელები one of those days რომ ეძახიან.
დილიდანვე რომ ცუდად იწყებ – თავი ყველაზე მახინჯი გგონია და ყველაზე ცუდ ტანსაცმელს იცვამ, გინდა რომ არავინ შეგნიშნოს და შენი დაღვრემილი სახით ყველასთვის შესამჩნევი ხდები. მეტროში თავს მიარტყამ და ამ მშვენიერ დღეს თავის ტკივილსაც მიუმატებ..
one of those days.
მუდმივად ამთქნარებ და იმ რაღაც აპარატში, მუდმივად ცივი და ცხელი წყალი რომ არის, ზუსტად იმ დროს გათავდება ცხელი წყალი და იძულებული ხდები, ნელ–თბილი ყავა დალიო.
one of those days.
მერე საშინლად გაწვიმდება და ჩოლკა სალვადორ დალის ულვაშებს ემსგავსება და შენს ისედაც, დილიდან უნაკლო გარეგნობას კიდევ უფრო ამშვენებს. ყველა ე.წ 'სამარშრუტო ტაქსი' გადავსებულია და ამაოდ სველდები გაჩერებაზე, საბოლოოდ ისევ მეტროთი გიწევს წასვლა.
one of those days.
სახლში რომ გარბიხარ და იმედი გაქვს, ეს ერთადერთი ადგილი მაინც არის, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობ. სხვა თუ არაფერი, შეჭამ და ცოტა ნაკლებად გაღიზიანებული იქნები. მისვლისთანავე დედა ბუზღუნს იწყებს და ეს ბოლო იმედიც გიქრება.
one of those days.
ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ ერთ–ერთ ყველაზე კარგ შეკრებაზე ვერ მიდიხარ.
თავს აქნევ და იმეორებ – რა გაეწყობა, one of those days.
მე ამაზე მინდოდა დამეწერა. მაგრამ ეხლა საათს შევხედე და 3 ივნისი დამდგარა. ჰოდა, დავივიწყე გასული დღე, ამერიკელები one of those days რომ ეძახიან, ვინაიდან უფრო მნიშვნელოვანი დღე მოვიდა – ჩემი ძმის და რაფა ნადალის დაბადების დღე.
ჩემი ძმა აგერ, გვერდით ოთახში ახველებს და ჯერ არც მიმილოცავს. ეხლა ვფიქრობ, ეს ფაქტი მხდის თუ არა ცუდ პიროვნებას. უბრალოდ ხვალ ავდგები და მივულოცავ. თუ დილით გამასწრო, სმს–ით მივულოცავ, ან ახლა გავაღვიძებ [დაიძინა უკვე]. საბოლოოდ კი დავასკვენი, რომ ამაზე არ არის საჭირო წერა. ინტერნეტი კი კარგი რამეა, მაგრამ ბლოგზე რომ დადგე და ძმაზე ილაპარაკო, რომელიც გვერდით ჰყავს, უკვე მეტისმეტია.
სამაგიეროდ, ვინც გვერდით არ მყავს, იმას მივულოცავ აქ.
Happy birthday, to my dear, old friend Rafa.

Friday, May 27, 2011
ის, რაც არ ვიცით
მე შემეძლო მეცხოვრა ასეთ ადგილას და ვყოფილიყავი ბედნიერი.
შემეძლო მეცხოვრა ასეთ ადგილას.
დილით გამეღვიძა და აივანზე გამოსულს ცივი, ნესტიანი ჰაერი ღრმად ჩამესუნთქა. მამლის ყივილსაც მოვისმენდი, მოწყენილობისგან დავამთქნარებდი და ჯერ კიდევ თბილ საწოლს დავალაგებდი. თმას ორივე ხელით ავიწევდი კეფიდან და დაუდევრად გამოვიკრავდი. მერე ბაღში გავიდოდი და ნამიანი ბალახისგან ფეხები დამისველდებოდა.
სახლში მობრუნებული, რძიან ყავას დავისხამდი, ჟაკეტს შემოვიცვამდი და ისევ აივანზე გავიდოდი. რიტუალურად დავლევდი ყავას, გავხედავდი ბუნებას და შეიძლება გამეფიქრა კიდეც: "როგორ მომბეზრდა".
შუადღისას ალბათ რამეს გამოვაცხობდი. ცხობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა იქნებოდა დღის განმავლობაში. მერე მეზობლებს ჩამოვუვლიდი და გავუნაწილებდი ნამცხვრებს. შეიძლება ჩემთან გამოსულიყვნენ და ერთად გაგვესინჯა გემო, ვინ იცის.
ალბათ მე ყველას ვეყვარებოდი, მეზობლებს. სალმიანი გოგოა და გემრიელ ნამცხვრებს აცხობსო, იტყოდნენ. დაე, ეგონოთ ასე. ის ხომ არ ეცოდინებოდათ, რომ მათთან საუბარი მიყვარს და მხოლოდ ამიტომ გავუღიმებდი და დავპატიჟებდი ჩემთან.
საღამოს აივანზე სინათლეს დავტოვებდი და ოთახში შევიკეტებოდი, რომელიმე წიგნს გადავშლიდი, ან რადიოს მოვუსმენდი. შეიძლება მეცეკვა კიდეც რომელიმე სიმღერაზე, თუ მეცოდინებოდა, რომ არავინ დამინახავს.
ღამით ალბათ ძალიან შემეშინდებოდა და ყველანაირ ხმაურზე გული უფრო სწრაფად დამიწყებდა ცემას. მერე გამახსენდებოდა, რომ დილით ყველა ღამეული შიში ძალიან სასაცილოდ ჩანს და თვალები თავისით დამეხუჭებოდა..
მე შემეძლო, ასეთ ადგილას მეცხოვრა; მაგრამ არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა ბედნიერი.

Subscribe to:
Posts (Atom)