მე ვაპირებდი დამეწერა იმ დღეზე, ამერიკელები one of those days რომ ეძახიან.
დილიდანვე რომ ცუდად იწყებ – თავი ყველაზე მახინჯი გგონია და ყველაზე ცუდ ტანსაცმელს იცვამ, გინდა რომ არავინ შეგნიშნოს და შენი დაღვრემილი სახით ყველასთვის შესამჩნევი ხდები. მეტროში თავს მიარტყამ და ამ მშვენიერ დღეს თავის ტკივილსაც მიუმატებ..
one of those days.
მუდმივად ამთქნარებ და იმ რაღაც აპარატში, მუდმივად ცივი და ცხელი წყალი რომ არის, ზუსტად იმ დროს გათავდება ცხელი წყალი და იძულებული ხდები, ნელ–თბილი ყავა დალიო.
one of those days.
მერე საშინლად გაწვიმდება და ჩოლკა სალვადორ დალის ულვაშებს ემსგავსება და შენს ისედაც, დილიდან უნაკლო გარეგნობას კიდევ უფრო ამშვენებს. ყველა ე.წ 'სამარშრუტო ტაქსი' გადავსებულია და ამაოდ სველდები გაჩერებაზე, საბოლოოდ ისევ მეტროთი გიწევს წასვლა.
one of those days.
სახლში რომ გარბიხარ და იმედი გაქვს, ეს ერთადერთი ადგილი მაინც არის, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობ. სხვა თუ არაფერი, შეჭამ და ცოტა ნაკლებად გაღიზიანებული იქნები. მისვლისთანავე დედა ბუზღუნს იწყებს და ეს ბოლო იმედიც გიქრება.
one of those days.
ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ ერთ–ერთ ყველაზე კარგ შეკრებაზე ვერ მიდიხარ.
თავს აქნევ და იმეორებ – რა გაეწყობა, one of those days.
მე ამაზე მინდოდა დამეწერა. მაგრამ ეხლა საათს შევხედე და 3 ივნისი დამდგარა. ჰოდა, დავივიწყე გასული დღე, ამერიკელები one of those days რომ ეძახიან, ვინაიდან უფრო მნიშვნელოვანი დღე მოვიდა – ჩემი ძმის და რაფა ნადალის დაბადების დღე.
ჩემი ძმა აგერ, გვერდით ოთახში ახველებს და ჯერ არც მიმილოცავს. ეხლა ვფიქრობ, ეს ფაქტი მხდის თუ არა ცუდ პიროვნებას. უბრალოდ ხვალ ავდგები და მივულოცავ. თუ დილით გამასწრო, სმს–ით მივულოცავ, ან ახლა გავაღვიძებ [დაიძინა უკვე]. საბოლოოდ კი დავასკვენი, რომ ამაზე არ არის საჭირო წერა. ინტერნეტი კი კარგი რამეა, მაგრამ ბლოგზე რომ დადგე და ძმაზე ილაპარაკო, რომელიც გვერდით ჰყავს, უკვე მეტისმეტია.
სამაგიეროდ, ვინც გვერდით არ მყავს, იმას მივულოცავ აქ.
Happy birthday, to my dear, old friend Rafa.
რა დღე ჰქონია თურმე ნატალიას..
ReplyDeleteარაუშავს კიდევ მოვიფიქროთ რამე ერთობლივი, ასეთი დღეები კი სწრაფად დავიწყებადად აქციე და ეგ იქნება :)
იცი რატომ მიყვარხარ??? იცი ხო???
ReplyDeleteარადა აი ზუსტად იგივე სიტუაციებია ჩემსკენ. ჩემი დის დაბადების დღე 11 ივნისსაა და მეც ანალოგიური განწყობით ვარ.
გარდა ამისა, მეც მხვდება გადატენილი სამარშრუტო ტაქსი და მეც მეშლება ნერვები, როდესაც სახლში ვერ ვახერხებ დასვენებას.
მაგას ქართულად კუკუ დღეები ჰქვია, მე ასე ვეძახი :)
ReplyDeleteისე, ჯობია ყველა ნეგატიური მოვლენა ერთ დღეში შეიკრიბოს და ერთად მოხდეს, დანარჩენი დღეები კი სრული პოზიტივით დატკბე. ასე რომ, ნატ, წინ დადებითი დღეები გელის ))
მომეწონა :)
ReplyDelete