კარიბის ზღვის მეკობრეების მეოთხე ნაწილს მას შემდეგ ველოდები, რაც ამ ფილმის მესამე ნაწილი გამოვიდა და გავიგე, რომ გაგრძელებაც იქნებოდა; ანუ – 2007 წლის შემდეგ. ანუ, ზუსტად ოთხი წელია.
რაც გავიგე, რომ სამგანზომილებიან ფორმატში იქნებოდა, მოლოდინი გამიორმაგდა და ის რომ გავიგე, პენელოპე კრუსი ითამაშებდა ერთ–ერთ მთავარ როლს, გამისამმაგდა.
თითქმის დღეებს ვითვლიდი.
ეს ის ფილმია [განსაკუთრებით პირველი ნაწილი], რომელსაც ნებისმიერ დროს შემიძლია ვუყურო, ზედმეტი დაძაბულობის და კრიტიკის გარეშე, უბრალოდ ვუყურო და ყველაფერზე ვიცინო.
ეს ის ფილმია, რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს.
19 მაისს საქართველოში ნანატრი პრემიერა შედგა.
მაინცდამაინც პრემიერაზე წასვლის სურვილი არ მქონია. ვიფიქრე, ჯერ პირველმა ტალღამ და ამბებმა გადაიაროს და მერე წავალ–მეთქი. თან, ამდენი ხანი ველოდე და რამდენიმე დღე არაფერს წყვეტდა.
გაინტერესებთ, როგორი აღმოჩნდა ფილმი, რომელსაც ასე ველოდი?
წარმოდგენა არ მაქვს!
იმიტომ, რომ მე ის არ მინახავს. გაურკვეველი მიზეზების გამო, ფილმი აღარ გადის თბილისის კინოთეატრებში და როგორც ამბობენ, აღარც გავა.
ასე გული ძალიან იშვიათად თუ დამწყვეტია რამეზე, მზად ვარ დაშნა მოვიმარჯვო და სამართალი ვეძიო.
დააბრუნეთ მეკობრეები თბილისში!
ტატკალი :(
ReplyDeleteერთი საპროტესტო დემონსტრაცია ხომ არ მოვაწყოთ რუსთაველის კინოს წინ და მოვითხოვოთ "გადადგეს" გარსია და დაბრუნდეს ბეღურა... ან იატაკქვეშა მოძრაობა შევქმნათ მეკობრეების დასაბრუნებლად... :)
ReplyDeletelilasi, მეეჭვება, რამე გამოგვივიდეს :) აგვისტოს 5 დღე–ს ვერავინ დაამარცხებს, თვით ყოვლისშემძლე ჯეკ ბეღურაც კი :))
ReplyDeleteხუმრობა იქით იყოს და, ვერ ვინელებ ამ ამბავს :/ რატომ დაემთხვა ამ იდიოტურ, ჰოლივუდურ ბოევიკს მეკობრეები? :/
უიი უიიი და ორივე დაეტოვებინათ დამპლებს :((
ReplyDeleteარაუშავს ნატალია...რითი განუგეშო აბა :(
საშინელი შეგრძნებაა, ასე გულით რომ გინდა რაღაც და აღარ გამოდგის, ბევრჯერ გამომიცდია... :((
ReplyDeleteმიყვარს ეს ფილმი. პენელოპა კრუსი რომ მონაწილეობს, ეგ ყველაზე მეტად მიხარია.
ReplyDeleteრა ცუდია, რომ აღარ გადის :( ჯერ არ მინახავს და მინდოდა კინოში მენახა :(
ვაიმე ეს რა მომხდარა. :((((((
ReplyDeleteარადა აფიშებზე სულ ვხედავდი მეკობრეებს და ასე თუ "ჩაყლაპავდა" მას "აგვისტოს 5 დღე" არ მეგონა.
Kate, ჰო, ჩაყლაპა :/
ReplyDeleteროდრიგო, კანარიო - <3
ეს ფილმი არ მინახავს :/ ჯონი დეპი დიდად არასოდეს შთამაგონებდა და პენელოპეს კიდევ ამერიკულ ფილმებში ვერ აღვიქვამ; სათანადოდ ვერ აფასებენ მაგას იქ, კომერციულ და XXL ზომების ქვეყანაში :/
ReplyDelete