Sunday, July 3, 2011
Endless Summer
ზაფხული მოვიდა. ზაფხული, ზაფხული.
რომელსაც, უკვე.. რამდენი ხანია ველოდები? ჰო, ერთი წელია. თითქმის ერთი წელი.
ახლა ვცდილობ გავიხსენო, რატომ ველოდებოდი ამ ზაფხულს ასე და ვერაფრით ვიხსენებ. ალბათ, მაშინაც არ ვიცოდი.
მაშინ ისიც არ მეცოდინებოდა, რომ ქალაქიდან გაუსვლელი ზაფხული მექნებოდა, შენობიდან გაუსვლელი ზაფხული. მხოლოდ საღამოობით გამიშვებდნენ გარეთ ’სასეირნოდ’, როგორც პატიმარს. რაღაცას ეძახიან ციხეში, აღარ მახსოვს.
იდეაში, მე ასეთ ზაფხულზე არ ვოცნებობდი შარშან. შეუძლებელია, ასეთ ზაფხულზე ვინმე ოცნებობდეს. არავინ იოცნებებს ისეთ საღამოებზე, როცა ჭამაც კი შეუძლებლად გეჩვენება. როცა სასოწარკვეთილებისგან ტირილს იწყებ და ასე, ატირებული, შენს პატარა სამზარეულოში აკანკალებული ხელით ანთებ გაზს, ქვაბს ადგამ და ელოდები, როდის გაცხელდება რაღაც საჭმელი. მერე ყველას იმას უყვები, როგორი დაღლილი ხარ. გონებაც ვეღარ გიჭრის და განუწყვეტლად ლაპარაკობ, ლაპარაკობ.
მე სულ სხვანაირ ზაფხულზე ვოცნებობდი. ბევრი წიგნებით, სიმწვანეებით, ხის სახლით და კრიალა, გამჭვირვალე ჰაერით, რომელიც ხმებს შორ მანძილზე ატარებს. მშვიდი საღამოებით, ჩამავალი მზის ყვითელი ნათებით, ცხელი დღის მერე უცებ აგრილებებით, ’შემოიცვი რამე შეგცივდება’-თი [მაინც რომ არ შემოვიცვამდი], თვალდახუჭული ქარის ხმის მოსმენებით და სხვა წვრილმანი, მარტივი ბედნიერებებით.
რეალურად კი, აფეთქების ზღვარზე მყოფი, სასოწარკვეთილი ზაფხული მაქვს. და იმის თავიც არ მაქვს, რომ ეს ზაფხული [და ეს ტავტოლოგიებით სავსე პოსტი] მძულდეს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ეჰ ეჰ...
ReplyDeleteვინ არ გიშვებს სასეირნოდ? გამათბობელზე მიაბი :დ
ReplyDeleteივლისის ბოლომდე ვერც მე დავისვენებ და ვცდილობ აუზზე სიარულით, პიკნიკებით და იოგას ვარჯიშებით გადავიტანო ეს ყველაზე სტრესული თვე :)
პ.ს. წინადადება შემომაქვს განვახორციელოთ მხიარული თავდასხმა რომელიმე სანაყინეზე მომავალ კვირაში, უოთ დუ იუ სეი?
ნატალია ნატალია
ReplyDeleteმე მიყვარს ნატალია
აი მანქანას რომ ვიყდიი, პიკნიკს შემოგთავაზებ სადმე ქალაქგარეთულ ადგილას და მიტხარი, რომ წამოხვლ :))
ნატ, ახლა რომ ვიყავი წასული, იცი როგორ მინდოდა წამეყვანე :* ძალიან ძალიან, მაგრამ მერე მოგიყვები რატომ ვერ. ვერც აქ დავწერ და ვერც ტელეფონზე გეტყვი. თორემ ერთი დღით მაინც გავიდოდით, ერთად :* :**
ReplyDeletenatalia, carmatebebi misurve xval :)) dzneli da cxeli zafxuli maqvs. moval da shen headertn chamovixrchob xolme tavs :D
ReplyDeleteმთელი წელი იმისთვის ვცხოვრობ, რომ ზაფხულს ვოლოდო. ჰოდა, მთავარია ზაფხულია და აწი სახლიდან ცხვირიც რომ ვერ გავყო ან სამსახურში რომ მომიხდეს ყურყუტი, თავს მაინც ბედნიერად ვიგრძნობ :D
ReplyDeleteრაფას უნდა შეგახვედროთ შენ, გადაწყვეტილია! აი, ბათუმის პიაცაზე რომ ჩამოვა, მაშინ :D
ReplyDelete