მე მინდა, იმ დღეებზე დავწერო, მერე ვარდისფრად რომ გახსენდება ხოლმე.
სწავლის დამთავრების მეორე დღეზე, დილით რომ გაიღვიძებდი და ქვეყანა შენი გეგონა. წინასწარ ტკბებოდი მომავალი უსაქმური დღეებით, თავისუფლად სუნთქავდი და წინ ტკბილი, ტკბილი 3 თვე გელოდებოდა.
იმ დღეებზე, როცა მამა ყოვლისშემძლე გეგონა და მიწისძვრის დროს ხელში რომ აგიყვანდა ატირებულს, გეგონა, მიწისძვრა კი არა, ვერანაირი ძალა ვეღარ მოგეკარებოდა.
მოლოდინზე, დიდი ხნის უნახავი დედ-მამის ჩამოსვლას რომ ახლდა წინ. პატარა გახმაურებაზეც ყურებს რომ დაცქვიტავდი და მერე იმედგაცურებული ამოიოხრებდი - არა, ეს ის მანქანა არ ყოფილა. ბოლოს კი მოვიდოდა ნანატრი და ტკბილეულობას ჩამოგიტანდა. შენ არ შეიმჩნევდი, რომ სიხარულისგან ლამის გული ამოგხტომოდა და ცრემლები რომ არ წაგსკდომოდა, სახეზე უაზრო ღიმილს მიიხატავდი, ჩუმად კი ყელში გაჩრილ ბურთს დიდი წვალებით გადაყლაპავდი.
იმ დღეებზე, თამაშში ისე რომ გაერთობოდი, ჭამა გავიწყდებოდა. დარბოდი, გაიმტვერებოდი, ვეღარ სუნთქავდი და მაინც არ გინდოდა, შეგეწყვიტა. ღამით დაღლილი რომ დაწვებოდი საწოლში და ეცდებოდი რაც შეიძლება მალე ჩაგძინებოდა, რომ მალე გათენებულიყო.
იმ ღამეებზე, შიშისგან რომ კანკალებდი და საბნიდან თითის წვერსაც არ ყოფდი გარეთ. უცებ გაგახსენდებოდა, რომ ფანჯარასთან ბებო წევს და დამშვიდდებოდი - აბა, ვინღა შემოიპარებოდა, ფანჯარასთან ხომ ბებო იწვა!
ბებია რომ ყოველდღიურ მენიუს გიდგენდა და შენ უნდა ამოგერჩია, რა გსურდა საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე. მერე აივანზე სპეციალურად მოწყობილ ’სასადილოში’ მოგიტანდა და შენ მიერ შეჭმული ყოველი ლუკმა ისე გაახარებდა.. და შენც ფიქრობდი, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო.
პურის ცხობის დღეებზე, ცხელ ფურნესთან რომ ტრიალებდი, დაჭრილ და გამზადებულ ყველს უყურებდი და ერთი სული გქონდა, როდის გამოიღებდნენ ქაფქაფა პურს, რომ იმ ყველთან ერთად შეგეჭამა.
აი, ამ დღეებზე მინდა დავწერო, ნატალია, შენ რომ ასე ძალიან გიყვარს. ახლა ვარდისფრად გახსენდება, მაგრამ თან გულის სიღრმეში რაღაცას ძალიან გკტენს, იმიტომ რომ იცი, აღარ განმეორდება.
ვაიჰ, ზუუუუსტად ეგეთი დღეები მახსოვს სოფელში, რა მაგრად აღწერე! განსაკუთრებით იმ მანქანის ჩავლის მომენტი... :)
ReplyDeleteრა მაგარია.. გადავეშვი ახლა ოცნებებში :)
ReplyDelete3 დღეში სრულიად თავისუფალი ვიქნები და სინდისის ქენჯნის გარეშე დავტკბები უსაქმურობით <3
უჰ, ირინკას დაუკომენტარებია აქ. მაგას ეგეთი მოგონების კორიანტელი აქვს. კარგი იქნება, თუ შეამხანაგდებით :))
ReplyDeleteჩემი მოგონება კი ღამის 3 საათზე ბებიაჩემს გავუზიარე და ერთად ვქაქანებდით გაგრაზე :პ
ისე მაინტერესებს, მწვანეს როდის დაწერ...
ReplyDeleteვარდისფერი ამბები მართლა არასოდეს მეორდება, ფერს შეიცვლიან ხოლმე... საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი.
რა ტკბილი პოსტი იყო. ფურნის პურზე გამახსენდა, ძირი რომ ებრაწება და ყველი ისე დნება, როცა ჩადებ. და სუნი? ფურნის პურზე გემრიელი სუნის პური არასოდეს, არასოდეს გამისინჯავს.
განმეორედება, განმეორედება, მერე მიემატება სხვა ამბებიც მაგ სივარდისფერეებს, უბრალოდ გაფილტვრას დრო უნდა და აი ცოტა ხანში მორიგ ვარდისფერობებს გაიხსენებ, რომლებიც ახლა ხდება, ან გუშინ , ან გუშინწინ მოხდა და უბრალოდ ჯერ ვერ დაღვინდა :)
ReplyDeleteმიყვარს შენი ბლოგი:) თბილი,ნათელი და ლამაზი:)
ReplyDeleteბევრმა დაწერა ხო ზუუუსტად :D :D
ReplyDeleteასე მეგონა მე დავწერე <3
ვაიმე ვაიმე ვაიმე. როგორი ნაცნობი ამბები იყო :((((
ReplyDeleteრა ცუდია, რომ არასოდეს განმეორდება :((