შაბათ-კვირას სოფელში ვიყავი. ისე მინდოდა იქ წასვლა, სოფლის გზას რომ აუყვა მანქანა და ბოლოსდაბოლოს კრამიტიანი სახურავები გამოჩნდა, კინაღამ ავტირდი. თან ისე კი არა, გულაჩუყებული და რაღაც, მართლა კინაღამ ავტირდი. მე თვითონაც მიკვირდა, რა მემართება-მეთქი, ისეთი გულწრფელი ვიყავი იმ დროს. სულ მეშინოდა, რომ ჩავიდე და თავი ისე არ ვიგრძნო, როგორი მოლოდინიც მაქვს-მეთქი და გამიხარდა, რომ ასე არ მოხდა.
სამაგიეროდ, ორშაბათს სამსახურში მისვლისას მომდიოდა კიდევ ცრემლები, ოღონდ არა სიხარულის.
მოკლედ, ორი რამე მინდა - ჯერ დასვენება და მერე ექიმობა. ჩემგან კარგი ექიმი დადგებოდა, გული მიგრძნობს.
ჰო, კიდევ თეთრი, მაქმანებიანი სარაფანი მინდა, ფრიალა და ოდნავ რომ ლანდავს.
ლამაზია რიანა :) |
აი, დაახლოებით ასეთი იქნებოდა ჩემი განწყობაც, სასწრაფოდ რომ არ დამეიგნორებინა ყველა საქმე და უსაქმურობისათვის არ შემეშვირა თავი.
ReplyDeleteრამე საშუალება არ არის, რომ შვებულება აიღო ან ცოტა დაისვენო? ეგრე თუ დიდხანს გააგრძელე, ყველაფრის ხალისი დაგეკარგება :(
me maqvs ramdenime msgavsi "ibicenco" TeTri sarafani :)
ReplyDeleteმე ვიყიდე სარაფანი, ოღონდ მწვანე, ასეთი ფრიალა და ოდნავ რომ ლანდავს, მაგრამ რად გინდა, ისე ცივა, 18 გრადუსია და სახლში რამდენიმე წუთით ვიცვამ და გულს ვიხარებ =))
ReplyDeleteნატალია, აუცილებლად დადგები კარგი ექიმი, მეც ასე მჯერა.
სამსახური? ნეტა რა ამბებია
ReplyDeleteგამიხარდა
:))
დადგებოდა კი არა დადგება ;)
ReplyDeleteშენ ძალიან კეთილი და კარგი ექიმი იქნები :)
ReplyDeleteნატალია, სულ ერთი-ორჯერ მყავხარ ნანახი, მაგრამ შენ და ანა ნამდვილი ექიმის ტიპაჟები ხართ, რა ვიცი, ასე მგონია :) ვიქნებოდი თქვენი პაციენტი :)
ReplyDeleteБессонница
ReplyDeleteისე ცხელა უკვე აღარ მელიფება.
თეთრი კაბა მინდა, გრძელი, გამჭირვალე.
ისევ ისე მინდა მთებში წოწიალი და
ხერთვისის ციხეზე შენ, ჩემზე მოტრფიალე.
ხელის გაწვდენაზე ცა მინდა მქონდეს და
შიშველ ფეხისგულებს ვერ გრძნობდეს ბალახი.
ის ჟრჟჟჟოლვა მინდაა, ცივი, საამო
დააააააააააააააა
,,ჟალ”, ,,ჟალ” ,,ჟალ” ვეღარ დავამთავრე.
მომინდა შენთვის გამომეგზავნა:)
მატასი, როგორი თეთრი იყო :) ოღონდ, ამ პოსტში რომ იგულისხმება, ისეთი თეთრი :)
ReplyDelete