Tuesday, January 19, 2010

Notes

   არ შემიძლია წინასწარ დაგეგმილი პოსტების წერა, არასდროს გამომდის. ადრეც რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, ძირითადად რაღაც დაუძლეველი სურვილის შედეგად ვწერ ახალ პოსტებს. 

  მე არ ვარ განებივრებული კომპიუტერთან მუდმივი კონტაქტით. მითუმეტეს როცა ოჯახში ბევრი მსურველია, კომპიუტერი კი - ერთი, შეიძლება ჩემი სურვილი იმ დროს დაემთხვეს, როცა ინტერნეტთან მოხვედრა შეუძლებელია, ამიტომ ამ ჩანაწერს ახლა მობილურში ვაკეთებ. წინა პოსტიც ზუსტად 10 წუთში დავწერე, თავის ფოტოების ატვირთვით და სხვა წვრილმანებით. მხოლოდ ერთი გადახედვა მოვასწარი და Publish-ს დავაჭირე, ვინაიდან იქვე ოთახში ოჯახის ერთ-ერთი წევრი ნერვიულად გადიოდა და გამოდიოდა [როგორ მინდა ლეპტოპი!]. არადა, სულ არ ვგეგმავდი იმ დღეს ახალი პოსტის დაწერას, მაგრამ ფედერერის იასამნისფერმა მაისურმა ის დაუძლეველი სურვილი გამიჩინა და აღარ გადავდე, მითუმეტეს მე ვაღმერთებ ჩემს სპონტანურ და რაღაც მიზეზით გამოწვეულ პოსტებს! მიზეზები კი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს - მუსიკა, ფილმი, მაისური, პოსტები - არიან ბლოგერები, რომელთა პოსტების კითხვისას, წერის სურვილი მიჩნდება. შეიძლება სრულიად სხვა თემაზე წერდეს, მე კი სულ სხვა იდეა მომივიდეს.

  იმას ვამბობდი, სპონტანური პოსტების მიყვარს-მეთქი. მითუმეტეს, მოგვიანებით რომ ვკითხულობ და იმ დროინდელ ემოციას ვგრძნობ.. ახლა ვინაიდან Australian Open მიმდინარეობს, სექტემბერი მახსენდება - US Open, დეიდას ლეპტოპი, რაფას ’ტკივილით მოგებული მატჩი’ და გათენებული ღამე, ცხელი მჭადები და გარშემო სრული სიმშვიდე.. 

  ბოლო დროს ბლოგებს აქტიურად აღარ ვეცნობი; სოფიმ თქვა ერთ-ერთ კომენტარში, ბევრი ბლოგი გამოჩნდა, თუმცა ძალიან ცოტაა, სადაც თავს შეაფარებო. ალბათ მეც დამაბნია ბლოგების სიმრავლემ, ან შეიძლება უბრალოდ ცოტახნით მომბეზრდა და დრო მჭირდება.. 

 Whatever, მე მაინც მიყვარხართ : )

6 comments:

  1. ვაი მეც როგორ მინდა ლეპტოპი :შ ოღონდ მაგ მიზეზით არა, პროსტა მინდა...... :თავხედისმაილი:

    :D

    ReplyDelete
  2. I miss you, Natalia

    ლეპტოპი აუცილებელია, განსაკუთრებით ბლოგერისთვის!!! ამ ბოლო დროს ბევრ ჩემს ნაცნობს აქვს ამის პრობლემა და ნეტა შემეძლოს ყველას დახმარება.

    მეც მახსოვს შენი ის პოსტები და საყვარელი მჭადები :) რამდენი ხანია არ მიჭამია...

    ReplyDelete
  3. ლეპტოპი მეც ძალიან მინდა, უფრო გამაზარმაცებს, მარა აი წამოწოლილი პოსტვა მაინც სულ სვხაა :დ

    ReplyDelete
  4. მეც ერთეულ ბლოგებს ვეცნობი, წერაც მეზარება :) სამარცხვინო ბლოგერი ვარ :))

    ReplyDelete
  5. მე, მაგალითად, ზოგ პოსტს თვეობით ვწერ. ასეთი კიდევ 4 მაქვს და ჯერ არ დამიმთავრებია. როცა რომელიმეს გაგრძელებას ვაპირებ, რომ ბოლომდე მივიყვანო, უცებ თავში ახალი იდეა მოვა და bye bye ძველო :) ასე იყო Golden Globe-ზეც.
    რაც შეეხება ბევრ ბლოგს, მალევე შეატყობ, ვინ არის ბლოგერი და ვინ ბლოგერობს.
    ნახავ, ზოგიერთებს მალე მობეზრდებათ.

    ReplyDelete
  6. ბიოგრაფიების კატეგორიას ზოგჯერ თვეობით უნდები და პირადი პოსტებიც კი წინასწარ მაქვს დაწერილი :D
    ლეპტომი ჩემი ტკივილიცააა
    არ ინერვიულო, მეც ეგრე ვარ, მაგრამ ხომ მაინც ვპოსტავთ ;)

    ReplyDelete