Tuesday, January 12, 2010

Personal stuff

  გუშინ ჰანნასთან დავრჩი და Brothers ვუყურეთ ერთად. ტობი მაგუაირის თამაშმა მომხიბლა; აქამდე არ მომწონდა დიდად, სულ სპაიდერმენთან ასოცირდებოდა. თან, რაღაც ბიჭუნას იერი აქვს. ამ ფილმის ნახვის შემდეგ წარმოდგენა შემეცვალა, really. 

  თვითონ ფილმი იცით როგორია, მე რომ მიყვარს, ურთიერთობებზე. ადამიანების სახეები და თვალები.

ხო, და კიდევ, ჯეიკ ჯილენჰაალი შემიყვარდა. მისი გმირი ისეთია, ფილმის მსვლელობისას უფრო და უფრო რომ მოგწონს, მითუმეტეს თუ ამ ფილმს ორჯერ უყურებ :))


   ფილმის ნახვის შემდეგ, ანამ ძალით მაყურებინა Desperate Housewives  მეექვსე სეზონის რომელიღაც სერიას :D აქამდე არასდროს მინახავს ეს სერიალი, რამდენიმე მომენტზე მართლა გულით ვიცინე, თუმცა ყურებას არ ვაპირებ. სანაცვლოდ კი, ჩემი პირობის თანახმად, 2008 წლის უიმბლდონის ფინალზე მცირე დოკუმენტურ ფილმს ვუყურეთ, რომელიც ძალიან მიყვარს და ალბათ 5-6-ჯერ მაქვს ნანახი. 

 ფილმის, სერიალის და ჩოგბურთის ნახვის შემდეგ მივხვდი, უფრო სწორედ კი დავრწმუნდი, რომ ძალიან მიყვარს როცა ჩემს ადამიანებთან ერთად ვუყურებ რამეს.. სულ სხვა მუხტი აქვს, თუნდაც  ფილმის მეორედ და ჩოგბურთის მეექვსედ ნახვას.

  დღეს პირველად დავლიე ყავა ლიმნით. ჭიქაში  წყალს რომ ვასხამდი, უცებ თვალი მოვკარი ლიმონს თეფშზე და გავიფიქრე - მოდი, ვცდი. აი, ვერ ვიტყვი რომ მომეწონა, ან არ მომეწონა. მაგრამ ყოველდღე თუ დავლევ, შემიყვარდება -  საოცრად არომატულია.

  ყავის დალევაზე გამახსენდა, ხომ არსებობს გავრცელებული აზრი, რომ არავის აინტერესებს პოსტები იმაზე, თუ რა დალიე დილით, ქუჩაში ვინ შეგხვდა და ა.შ ყოველთვის მეღიმება და კითხვა მიჩნდება, აბა ფილმებში რას ვუყურებთ? ადამიანების ცხოვრებას, ხან  ყოველდღიურს, ხან უფრო გლობალური სახით. ყველაფერი ბოლოს მაინც ადამიანებზე და მათ შორის ურთიერთობებზე დადის. მთავარია, შენ რას დაინახავ ასეთ პოსტებში. 



12 comments:

  1. მართალია:)))

    ისე მე ეგეთი პოსტები უფრო მაინტერესებს :) ვიდრე რომელმა მსახიობმა ვინ მოიყვანა ცოლად და რა გამოაქვეყნა ჟურნალმა "Fორბესმა" : ))

    ReplyDelete
  2. ნატალია დაბრუნდა - ჩვეული ლიმნისარომატიანი და ადამიანური ურთიერთობის პოსტით.
    იმდენად ბუნებრივი პოსტი დაწერე, რომ სახე გამებადრა ბოლოს.

    ადამიანები გვაინტერესებს ზუსტადაც, ვინ რას სვამს დილით (ან ღამით), პირველად რომელ ფეხზე იკრავს თასმებს და კიდევ რა ჩამოთვლის.

    მთავარია ეს ყველაფერი საინტერესოდ დაწეროს, რაც ბევრს არ შეუძლია, უნდა ვაღიარო. რაც მეტი ბლოგი გაჩნდა ჩვენს სივრცეში, უფრო ძნელად ვპოულობ ისეთ ბლოგებს, სადაც თავის შეფარება შემიძლია.

    In other words, welcome back!

    ReplyDelete
  3. კარგი ფილმი იქნება ^^

    ReplyDelete
  4. მნნნ რაღაც ახალ ძალიან მომინდა შენთან ლიმნიანი ყავის დალევა :) ისე კარგად აღწერე და სურათიც ისე შესაბამისია
    ლიმნიანი ყავა პირველად 2 წლის წინ გავსინჯე- მადლობა ცემს მეგობარს და იმდენად მომეწონა რომ ახლა სულ ასე ვსვამ
    ჩვეულებრივ მოსადუღებელ ყავაშიც კი ლიმნის ქერქს ვაგდებ :)))

    რაც შეეხება იმას რომ არავის აინტერესებს ვინ რა დალია დილით და ვინ როგორ ხასიათზე გაიღვიძა ეს მართლა ასე რომ იყოს ბლოგებს არავინ წაიკითხავდა.
    ჩემი აზრით მთავარია რომ ეს ყოველდღიური ჩვეული ყოფა ლამაზად იყოს აღწერილი :)

    ReplyDelete
  5. გილოცავ პირველ ლიმნიან ყავას :)
    ჩემი დილა როგორც ყოველთვის , თუ მასე იწყება ხოლმე, ესეიგი ისეთი დილაა, მშვიდი და წყნარი, მე რომ მიყვარს!

    ჰოდა.. ნეტა შენც ასეთი ასოციაციები გაგიჩნდეს ხოლმე :)

    ReplyDelete
  6. ბოლო თითქმის ერთი კვირააა ლიმნიან ყავას ვსვავ ... რამე არაორდინალურის გაკეთება/ დალევა მომინდა და .. თურმე ლიმნიან ყავას ჩემამდეც სვამდნენ : ))

    ReplyDelete
  7. მგონი მამაჩემმა გამოიგონა ლიმონიანი ყავა. რას მახსოვს ლიმნით სვამს.მე რატომღაც არ მომწონს ლიმნიანი არც ჩაი, არც ყავა.აი შენი ბლოგი კი ძალიან მომწონს ნატალიაა

    ReplyDelete
  8. მეც მიყვარს საყვარელ ადამიანებთან ერთად რამის ყურება, ძირითადად ფილმების :) ნანახი როცა მაქვს, მაშინაც სხვა მუხტით ვუყურებ ხოლმე

    ლიმნიან ყავას ვერ ვსვამ, ჩემს გარშემო კი ბევრს უყვარს

    დიასახლისების მეხუთეზე ვარ გაჩერებული და მგონი დამავიწყდა კიდეც რა ხდებოდა, გამიხარდა თუ გამოვიდა, ვუყურებ :)))

    ReplyDelete
  9. რავიცი აბა.
    კარგი კინოა, მაგრამ გადავირიეთქო არა.

    ReplyDelete
  10. ყველას მოუსწრია აქ კომენტარების დაწერა.
    რა თქმა უნდა, მათი წაკითხვა მე მეზარება და ჩავთვლი, რომ პირველმა მე დავაკომენტარე :)
    არ მინახავს ეგ ფილმი და თუ ტობი მაგუაიერი მაგაში მაინც "გაიზარდა", ვნახავ.
    ჯილენჰაალი რაღაცნარიად ჯმუხი როჟა გახდა. სულ მეჩვენება, რომ "ჰოლივუდში" ამდენი ნიჭიერი მსახიობიც არ არის და მაინც მგონია, რომ სექსუალურობა და ნიჭიერება ერთმანეთში ერევათ....
    მოკლედ, დოკუმენტურ ფილმებს ჩემი სალამი :))

    ReplyDelete
  11. სოფი, ეს პოსტი მართლა გულით დავწერე და ბუნებრივი ამიტომ იყო ალბათ :))
    ბლოგების სიმრავლეს რაც შეეხება, მე უკვე დავიბენი და ამ ბოლო დროს ვერაფერს ვკითხულობ, კომენტარებსაც არსად ვტოვებ, ჩემს ბლოგზე კი. ეხლა გადავწყვიტე რომ რამე დამეწერა :)

    ანუკ, მე შენი ლიმნის ყავიანი პოსტი გამახსენდა ეხლა უცებ! ძალიან მომეწონა მახსოვს და გითხარი კიდეც :)

    Bonnie, ძალიან დიდი მადლობა! მე კი ჩემს ბლოგს ვეღარ ვაქცევ სათანადო ყურადღებას :(

    ზურიუს, ჯილენჰაალი პირველად ამ ფილმში ვნახე და სიჯმუხის ვერაფერი შევატყვე :D ჰოლივუდში ნახევარზე მეტი მსახიობი უნიჭოა ჩემი აზრით ისე :D

    ReplyDelete
  12. velodebodi, rom qmari gaafrenda da gogo zmas darcheboda an rame amdagvari da uecrad damtavrda :(

    ReplyDelete