ფილმებიდან გაცნობილი და შეყვარებული ქალაქები გაქვთ? მე - კი. ბარსელონა [Vicky Cristina Barcelona] და ნიუ იორკი [You've Got Mail, New York, I Love You!]
სხვათაშორის, ეს ჩემი მეორე პოსტია ნიუ იორკზე. პირველ პოსტში კი ვწერდი, ნიუ იორკი შემიყვარდა-მეთქი, მაგრამ მაინც არასდროს ვთვლიდი მას ჩემს საყვარელ ქალაქად.
მე ევროპა უფრო მიყვარს. არასდროს ვყოფილვარ აღფრთოვანებული ამერიკით და არც სურვილი მქონია იქ წასვლის. აი, ევროპა სულ სხვა საქმეა, თუნდაც მე და ესპანეთი გაგვიხსენეთ..
ხოდა, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, დღეს ვნახე ფილმი New York, I Love You! [რომელსაც სამმაგად ველოდებოდი - თვითონ ფილმიც მაინტერესებდა, ნატალი პორტმანი თამაშობდა და ნატალი იყო ასევე ერთ-ერთი პატარა ფილმის რეჟისორი]. მანამდე იყო Paris, je t'aime. მოკლედ, ჯერ იყო ევროპა, მერე ამერიკა. ჰოდა, მე ამერიკამ მომხიბლა, ევროპამ - კი ვერა. პარიზში არც ერთი ნოველა [ასე ვუწოდოთ იმ პატარა ფილმებს] არ ყოფილა ისეთი, რომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოეხდინოს ჩემზე. ნიუ იორკში კი ვერც ერთს ვიხსენებ, რომ შთაბეჭდილება არ მოეხდინოს. ნიუ იორკი ბევრად უფრო რეალური იყო, ვიდრე პარიზი, და ამიტომ ჩემთვის უფრო სასიამოვნო სანახავი აღმოჩნდა.
ფილმში ერთ-ერთი გმირი ამბობს, იმიტომ მიყვარს ნიუ იორკი, რომ აქ ყველა ჩამოსულიაო. ალბათ ასეცაა, აქ მთელი მსოფლიო ერთიანდება. მე მგონია, რომ აბსოლუტურად ყველა ერის წარმომადგენელი ცხოვრობს ამ ქალაქში - ყველაზ დიდ და ხმაურიან ქალაქში, where all your dreams come true.
ჰო, წინა პოსტის კომენტარში დავწერე, რომ დროებით აღარ დავპოსტავდი ბლოგზე. მაგრამ, ამ პოსტის რამდენიმე დღის შემდეგ დაწერა უბრალოდ არ შეიძლებოდა, როცა შთაბეჭდილებები და ემოციები გამივლიდა..
ფილმს რომ საოცარი საუნდტრეკები აქვს, ჯერ არ მითქვამს არა? არც კი ვიცი, რომელი დავდო აქ..
პ.ს როგორც ფილმის დასასრულს წერია, შემდეგი უკვე აზია - Shanghai, I Love You გველოდება :)
სად ნახე ეს ფილმი, ნატალია??? ძალიან მინდა ნახვა, მეც პორტმანი მაინტერესებს, როგორია რელიგიური ქალის როლში.
ReplyDeleteაი, მშვენიერი პოსტი, Natalia, I love you! I really do :))) glad you're back.
არც მე ვყოფილვარ აღფრთოვანებული ამერიკით....
ReplyDeleteგერმანია ჩემი ოცნებაა ^^
იმედია მალე ავიხდენ ^^
რატომ აღარ დაპოსტავ?
ReplyDeleteკარგი რა.. :(
შენს პოსტებს რომ ვკითხულობ მილანზე კი არა, ბარსელონაზე, სულ ზაფხული მგონია და თან ვითომ შენთან ერთად დავდივარ მილანის ქუჩებში..
ოღონდ, შენ მაგ დროს ბარსელონაში ხარ.. :დ თუ როგორც არის, მიმიხვდი?.
უი, ყურადღებას ნუ მომაქცევ, ვბოდავ ისევ.. :(
hey, ნატალი, გუშინ ვუყურეთ მე და ჰანამ, და ძალიან მოგვეწონა, რამდენიმე მომენტი განსაკუთრებით, და მეც პირადად პარიზზე მეტადაც მომეწონა
ReplyDeleteდა ახლა ველოდები სხვა ფილმებს ქალაქებზე, ტოკიო, მოსკოვი, რომი, ლონდონი და რავი ნებისმიერ ქალაქზე :)
და იიიმედია თბილისზეც გადაიღებენ ოდესმე რაიმე საყვარელს :)
me pirvel rigSi evropa miyvars, mere samxreT amerika :D mere ukve - ki batono, SeuZia dadges rigSi Crdilo amerikas :D
ReplyDeletealisha kisi da jeizi ;)
ReplyDeletenew york and sex and the city :X
ReplyDeleteპირველ რიგში პარიზი მიყვარს <3 მერე ნიუ–იორკი <3 და მერე სხვა დანარჩენი :) ვიწერ ამ ფილმს და ვუყურებ აუცილებლად:)
ReplyDeletegadmocerili maqvs da am postis cakitxvis shemdeg aucileblad vnaxav :)
ReplyDeletegadmovweere da jerac ver movicale sanaxavad
ReplyDeletehoda
musikas rac sheexeba
zalian gavs broken flowersis musikas, unda vnaxo
, erti da igive avotri xom ar hyavt netav
:)))
ისეთი ჩამოყალიბებული პოსტი დაწერე, რომ უკუღმაც კი წავიკითხე :D
ReplyDeleteაუცილებლად ვნახავ ამ ფილმს. მთავარია, არ დამეზაროს და არ დამეძინოს ;)
მე კიდევ ერთს დავამატებდი
ReplyDeleteსეხ ანდ ტჰე ციტყ
:ლოვე: :ლოვე: :ლოვე:
ჩემი დაწერილი პოსტი მგონია