მერე პურზე წავედი, მხოლოდ და მხოლოდ მზის გამო. ქუჩაზე ბოლი იდგა და უსიამოვნო სუნი ქონდა, მაგრამ იცით რა ლამაზი იყო? სხივების ფონზე ბოლი, რაღაც ზღაპრულ ნისლს გავდა, და მე იქ მივაბიჯებდი, სრულიად მარტო..
ამ კვირაში, 3 დღე ლექციებზე არ დავდიოდი. თითქოს არაფერია, მაგრამ ვინც სამედიცინოზე სწავლობს, მიხვდება რომ არც თუ ისე ’არაფერია’ როგორც ერთი შეხედვით ჩანს.. თავს ვერაფრით ვატანდი ძალას, რომ წავსულიყავი. დღეს დილით ძლივსძლივობით ავდექი, უკვე რომ ჩავიცვი და წასასვლელად ვემზადებოდი, ერთი პირობა ვიფიქრე რომ გავიხდი და ისევ დავიძინებ-თქო.. როგორც იქნა, ვაიძულე თავი.
ყველაფერი ამ ამინდების ბრალია. მზის სხივები მაკლია. ნამდვილად. ან, იქნებ ჰიპოთირეოზი მაქვს? რა საშინელებაა, შენს განწყობას რომელიღაც ორგანოს მიერ რაღაც ნივთიერების ნაკლებობა რომ ქმნის. ეს კარგად თუ დაუფიქრდები მაშინ, თორემ ფარისებრი ჯირკვალი ძალიანაც მიყვარს და სულაც არ მეჩვენება საშინელებად.
და მაინც, ძალიან მენატრება ზაფხული, სიმწვანე, და თბილი სხივები..
ვაი, ზაფხული მეც ძალიან მენატრება..
ReplyDeleteუფრო სწორად, გაზაფხული..
:)
ვაიიი ნატ როგორ მესმის შენი :) უფრო დაწვრილებით ამიხსენი რა ხასიათის ცვლილება ორგანოების მიხედვით :)) საინტერესო პოსტი გამოგივა :->
ReplyDeletemesmis natalia sheni, tan rogor... es bolo xuti dghea kinagham gadavyevi yinulebs :(
ReplyDeleteსიცხეს სიცივე მირჩევნია. მაგრამ ზომიერებას არაფერი სჯობს :)
ReplyDeleteსითბო და მზე მე რომ მომენატრა, ისე უნდა...
ReplyDeleteჩემთვის ზაფხულის მზის სხივები ამასთან ასოცირდება. ვიცი, რომ რეკლამად არ ჩამომართმევ და ამიტომაც ვლინკავ. უბრალოდ, ძალიან ძალიან ძალიან მომენატრა ეს ყველაფერი :)
http://tinyurl.com/ygvduvn
ფარისებრი ჯირკვალი რატომ უნდა გიყვარდეს? :)))))))) რა საყვარლები ხართ ეს სამედიცინოს სტუდენტები :))
ReplyDeleteდე,მზე რომ გამო, წავიდეთ სადმე.
"რა საშინელებაა, შენს განწყობას რომელიღაც ორგანოს მიერ რაღაც ნივთიერების ნაკლებობა რომ ქმნის" -ho :(
ReplyDeleteარც კი ვიცი მენატრება თუ არა მზე...
ReplyDeleteრაღაც გაურკვევლად ვარ. იდეაში უნდა მენატრებოდეს, მაგრამ აი ახლა თოვს და ბედნიერი ვარ.