Wednesday, January 27, 2010

Tennis Runs in Our Blood

  არის ასეთი სპორტული კომპანია  Babolat. ოფიციალურ საიტზე ვნახე სათაურში ხსენებული ფრაზა, და სულ რომ არ ვაპირებდი არაფრის წერას, უცებ ძალიან მომინდა, რამე დამეწერა, თუნდაც სრულიად არაფრისმთქმელი და მომაბეზრებელი..

  თან, დღეს ნამდვილად არ მაქვს საუკეთესო დღე. ფიზიკურად თავს შეუძლოდ ვგრძნობ, შესაბამისად, არც განწყობა მაქვს კარგი. ასეთ დროს ვცდილობ სასიამოვნოზე ვიფიქრო, მუსიკას მოვუსმინო, თუნდაც რამე დავპოსტო. ასეც მოვიქეცი - მაისფეისზე შევედი, ჩემს საყვარელ კომპოზიციებს მოვუსმინე, ყავა ორჯერ დავლიე, მაგრამ ამაოდ - არც ხასიათი გამომიკეთდა, არც წერის სურვილი გამიჩნდა [არადა, იცით, რომ ზემოთხსენებული ორი ფაქტორი - ყავა & მუსიკა, ჩემზე მძლავრად მოქმედებს]. 

  და აი, უცებ ვხედავ Babolat-ის იმ ფრაზას და ისეთი ჟრუანტელი მივლის, თითქოს ყველა ბლოგერის მუზამ ჩემში მოიყარა თავი. სულ არ მაინტერესებს, რომ ამ ბოლო დროს ჩოგბურთზე ისედაც ბევრს ვწერ. მე ახლა ძალიან მინდა, რომ ვწერო..

  გუშინ ნადალმა მატჩის მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო და თამაში შეწყვიტა. წარმოგიდგენიათ? გრენდ სლემის მეოთხედფინალში თამაში შეწყვიტა! ასეთი რაღაც რაფასგან წარმოუდგენელია - ტკივილით თუ ისე, ის მაინც თამაშობს, ბოლომდე. 

  დღეს ფეისბუქზე SUNNY WORLD-ის ოფიცალურ გვერდზე ციტატა ვნახე. გუშინდელი დღის გამოყოლილი ემოციების გამო, თუ ისედაც, დიდი გავლენა მოახდინა და აქაც გადმოვიტან: ’Nothing Is Ever Lost’.

 არც კი ვიცი, ეს პოსტი უფრო ჩოგბურთზეა, თუ ჩემზე..

  and some music -

3 comments:

  1. როცა რაფას ამბავი გავიგე, ვერ გადავწყვიტე "რაფა!!!" წამომეძახა თუ "ნატალია!!!"... :( :) :(

    ReplyDelete
  2. sheni rafa da chemi sandrika.. :))

    ReplyDelete
  3. ეგ ფრაზა ჩემი საყვარელი რებეცინის (რაბინის ცოლი) ფრაზაა, რომელიც ჰოლოკოსტის პერიოდში ჰოლანდიაში ცხოვრობდა, მშობლები ნაცისტებმა ბანაკში წაიყვანეს და თვითონ კიდევ კათოლიკე გლეხის ოჯახში გაიზარდა, სანამ ომი არ დამთავრდა და დედამ იპოვა. ამ ქალის ცხოვრება ისეთივე ფილმი შეიძლება იყოს, როგორც სხვა იმ პერიოდის დრამები. მიუხედავად იმისა, რაც ბავშვობაში ნახა და გამოცადა, ისეთი პოზიტიური ადამიანია, მას რომ უყურებ, გრცხვენია, თუ ოდესმე რამეზე გიწუწუნია.
    ჰოდა, ის ამბობს ყოველთვის, რაც უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, გახსოვდეთ სიკეთის კეთება, რადგან არაფერი იკარგება ღმერთის თვალში - "Nothing Is Ever Lost" :)

    მიხარია, რომ შენზე იმოქმედა ამ სიტყვებმა. ძალიან კარგი ადამიანი ხარ.
    აი ეს პოსტი ბევრად უფრო შენზე იყო, ვიდრე ოდესმე... BRAVO!!!

    ReplyDelete